შინაბერა შავი მგელი ტყიდან გამოხტება ღრენით, წითელ ქოფაკს მოიცილებს, შეაშინებს ბასრი კბენით. გადასჯეგავს ფაქიზ იას, ხალხს შეანთხევს მწარე გესლებს, მიმოაპნევს აქეთ-იქეთ, დარგავს უბოროტეს თესლებს. ისევ ტყეში შევარდება, ბინდს მიაპყრობს მწვანე თვალებს, ქოფაკ-ძაღლი ხალხს დარჩება დაჩაგრულს და განაწვალებს. ძაღლი ნიღაბს მოიშორებს მტრედისფერს და ვარდგასეულს; ვერაფერი შეაჩერებს სისხლ-სასმელად გადარეულს. სწორედ მაშინ ადამის ძეთ დაატყდებათ გულზე ურვა და მოელის დედამიწას მრუმე ფარდით გადახურვა. 1980-იანი ან 1990-იანი წლები |