საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ხელოვნება

ქართული მრავალხმიანობა უცხოელთა შეფასებით

უძველესი ასურული და ბერძნული წერილობითი წყაროები მოგვითხრობენ ქართული სიმღერა-ცეკვის შესახებ : ასურეთის მეფე სარგონი (ძვ. წ. 714 წ): ქართველთა შორეული წინაპრების ომის დროს "მხიარულ სიმღერებს" ასრულებდნენ; ბერძენი ისტორიკოსი ქსენოფონტე (ძვ.წ. V-IV სს.) "ანაბასისში" აღწერ ქართველური ტომების "განსაკუთრებული ყაიდის", უცნაურ საბრძოლო ცეკვა-სიმღერებს, რომელთაც მოსინიკერი მტრის მოჭრილი თავების გარშებო ასრულებდნენ. შეიძლება სწორედ მრავალხმიანობა იყო ამ სიმღერების განსაკუთრებულობის მიზეზი. მაგრამ XI-XII სს. ქართველი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი, ღვთის სამსახოვნების-სამგვამოვნების მაგალითზე, უკვე ნამდვილად საუბრობს ქართული სიმღერა-გალობის სამხმიანობის შესახებ. ქართული მუსიკალური ფოლკლორის "ეთნიკური ბგერითი იდეალი" სწორედ სამხმიანობაში გამოვლინდა.

 

ზიგფრიდ ნადელი-გერმანელი მუსიკისმცოდნე:  "ქართული მრავალხმიანობა ევროპული მრავალხმიანობის საფუძველი უნდა იყოს."

 ალან ივანესი-ამერიკელი კომპოზიტორი: "ბახი რომ ცოცხალი იყოს, ისიც კი აღტაცებაში მოვიდოდა ასეთი პოლიფონიით."

 იგორ სტრავინსკი-რუსი კომპოზიტორი: "ჩემთვის ბოლო წლებში ერთ-ერთი უდიდესი შთაბეჭდილება იყო ქართული ხალხური სიმღერის ჩანაწერები. ეს არის მუსიკის აქტიური შესრულების საუკეთესო ტრადიაცია... იოდლი, რომელსაც საქართველოში კრიმანჭულს ეძახიან, საუკეთესოა მათ შორის რაც კი ოდესმე მომისმენია."

 ალან ლომაქსი-ამერიკელი ფოლკლორისტი: "საქართველო მსოფლიო ხალხური მუსიკის დედაქალაქია."

 ბორის ასაფიევი-რუსი მუსიკისმცოდნე: "ქართული ხალხური მრავალხმიანი კულტურა უკვე დიდი ხანია აღიარებულია ისტორიულ წვლილად მუსიკის ზოგადსაკაცობრიო დიდ საგანძურში. იგი გვაცვიფრებს და ქედს გვახრევინებს ქართველი ერის მუსიკალური გენიის წინაშე."

იამაშირო - იაპონური ფოლკლორული ანსამბლის ხელმძღვანელი: „დღეს მსოფლიოში არ არსებობს ქართულ მრავალხმიანობაზე უფრო მნიშვნელოვანი, უფრო უნიკალური კერა. იაპონელებს ქართული მრავალხმიანობა იმიტომაც გვაინტერესებს, რომ იგი უძველესი წარმოშობისაა და, ამასთან ერთად მაღალგანვითარებულიცაა. სხვათა შორის, ისეთ დასკვნამდე მივედი, რომ მრავალხმიანობამ ფეხი ვერ მოიკიდა იმ ქვეყნებში, სადაც ბატონობდა დესპოტიზმი. მრავალხმიანობა ვითარდებოდა მხოლოდ დემოკრატიული სულისკვეთების საზოგადოებაში, ამას ქართული ხალხური მუსიკაც მოწმობს...იაპონელებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ქართული ხალხური მუსიკის ჟღერადობა, მისი ხასიათი, ემოციური ბუნება, ბგერის ხასიათი...ჩაღრმავებული ანალიზის მოთხოვნა, მისი სტრუქტურული ფორმები“...

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq