საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს (ახალ უნივერსიტეტთან დაკავშირებით)


ბატონო ბიძინა, მისასალმებელია ახალი ძლიერი უნივერსიტეტის შექმნა საქართველოში და გისურვებთ წარმატებას ამ საქმეში!
განათლების სისტემისათვის და ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის ეს უსათუოდ ძალიან კარგი იქნება!

ნებისმიერი ქალაქი ან რეგიონი, სადაც დაბინავდება ახალი უნივერსიტეტი, მიიღებს საგანმანათლებლო წარმატებას, ეკონომიკურ–ფინანსურ მოგებას და ფსიქოლოგიურ კმაყოფილებას. ამიტომ, ჩვენი აზრით, ძალიან კარგი იქნება თუ ახალი უნივერსიტეტი აშენდება ერთ–ერთ რეგიონში და არა მაინცდამაინც დედაქალაქში ან დიდ ქალაქში, არამედ ის შექმნის ახალ საუნივერსიტეტო ქალაქს, მძლავრ საგანმანათლებლო კერას პატარა, კოხტა დასახლებას სადმე ცალკე.

ჩვენი აზრით, განსაკუთრებით კარგი იქნება თუ ახალი უნივერსიტეტი თავისი ინფრა–სტრუქტურით აშენდება რომელიმე რეგიონში, სადაც მისი დაარსებით კიდევ მეტად გამოცოცხლდება ცხოვრება და ადგილობრივი მოსახლეობა უფრო უკეთ იქნება ჩართული ერთიან, ზოგადსახელმწიფოებრივ  ცხოვრებაში.

რა თქმა უნდა ყველა რეგიონი მნიშვნელოვანია და ყველას მოუხდება ახალი საუნივერსიტეტო ქალაქი, თუმცა თავისი ადგილმდებარეობით, ალბათ, ყველას აჯობებს სამცხე–ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონები, კერძოდ ქალაქი ახალქალაქი ან მარნეული. ან სხვა.
პატივისცემით
სამეფო კლუბის სპიკერი გაიოზ (გია) მამალაძე

მამული, ენა, სარწმუნოება

მართალი ანა წინასწარმეტყველი
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37).
მოსე შავი
ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს.
gaq