საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

პირველი სატელიტური ზარი საქართველოდან
მანანა სოტკილავა

მე გავხდი ამ საოცარი, აწ უკვე ისტორიული, ფაქტის მოწმე. იმ დროს გახლდით რუსთაველის საზოგადოებაში, ბატონი აკაკი ბაქრაძის ოთახში. გაისმა ზარის ხმა, რეკავდა ბატონი ზვიადი...


და ბატონ აკაკის აცნობებს:

"ბატონო აკაკი, პირველად ამდენი ხნის მანძილზე საქართველო დამოუკიდებლად, შუამავლის გარეშე, უნდა დაელაპარაკოს ბაგრატოვანთა სამეფო სახლის მეთაურის - ირაკლი ბაგრატიონის მემკვიდრე უფროს ვაჟს - გიორგი (ხორხე) ბაგრატიონს. მე მსურს თქვენ დაელაპარაკოთ".


ბატონი აკაკი შეცბუნებული ამ მოულოდნელობით, პასუხობს: მადლობა ზვიად, ამ შემოთავაზებისთვის,მაგრამ თქვენ ბრძანდებით ქვეყნის პირველი პირი და უპრიანია თქვენ ესაუბროთ პირველმაო..."


ეს იყო თავმდაბლობის, კეთილშობილად აღზრდისა და სულგრძელობის კლასიკური მაგალითი ბატონი ზვიადისა!!!! მე საოცრად ბედნიერი ვიყავი მაშინ ამ ამბის შემსწრე!!!! მაშინ ბატონი ზვიადი ჯერ კიდევ არ იყო ქვეყნის პრეზიდენტი. იგი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გახლდათ.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq