საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

დიმიტრი ჭიკაძე: "თითოეულ ქართველში დევს ეროვნული სულისკვეთება. უბრალოდ საჭიროა ამ ძალის გაერთიანება"
georoyal.ge

გვესაუბრება სამეფო კლუბის წევრი დიმიტრი ჭიკაძე.


- რატომ ხართ მონარქისტი?

 - კარგი კითხვაა... ჩემი აზრით, მონარქია არის სახელმწიფოს ის წყობა, სადაც მშვიდობიანობა და სტაბილური განვითარება არის შესაძლებერი, თანაც მონარქი უფრო დიდი დიპლომატი იქნება ქვეყნის გარეთ, ვიდრე სხვა თანამდებობის პირი...

 

-არის თუ არა მონარქია ეროვნული?

 - რა თქმა უნდა ეროვნულია,  და ეროვნულ საკითხებს ეხმაურებოდა საუკუნეების მანძილზე, მონარქია იყო ქართველი ერის ერთ-ერთი (ხანდახან ერთადერთიც) გამაერთიანებელი ძალა... გავიხსენოთ როგორ იწყება  საქართველოში მონარქის ტიტულატურა „მეფე აფხაზთა, ქართველთა......“ და ასე შემდეგ... ჩემი აზრით, მონარქიას აქვს რეალური შანსი დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო..

 

- არის თუ არა საქართველოში ეროვნული ძალა?

 

- დიახ, არის, თითოეულ ქართველში დევს ეროვნული სულისკვეთება... ამ საკმაოდ რთულ და საინტერესო დროს.. უბრალოდ საჭიროა ამ ძალის გაერთიანება, რათა თავისი სიტყვა თქვას  საქართველოს უახლეს ისტორიაში....

 

- რა მიზანი აქვს სამეფო კლუბს?

- ჩემი გადმოსახედით სამეფო კლუბმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მონარქიასა და ქართველ ერს შორის  „ხიდჩატეხილობაზე“. ვფიქრობ, სამეფო კლუბი უნდა იყოს

ის ხიდი, რომელიც გააერთიანებს მონარქს და ქართველ ერს ერთ მუშტად....

                                                   


დიმიტრი ჭიკაძე - დაიბადა 1992 წლის 20 იანვარს, 2014 წელს დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის „საერთაშორისო ურთიერთობები“  - დიპლომატი

 

2016 წლიდან სწავლობს GIPA-ში  PR-ს განხრით

 

2014 წლიდან არის საქართველოს სამეფო კლუბის წევრი

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq