|
გაზაფხულისა დღესასწაულები - ზვიადობა 2023-დამ მერაბობა 2023-ის ჩათვლით
31 მარტს ზვიად გამსახურდია 84 წლის გახდებოდა! დიდი იდეოლოგისა და ეროვნული მოძრაობის ლიდერის - საქართველოსათვის წამებული გმირის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისა და მისი მეთაურობით 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმში ქართველი ხალხის მიერ მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად უნდა გაიმართოს სახალხო ზეიმი ზ ვ ი ა დ ო ბ ა 2022. კარგი იქნება, რომ ჩვენ-ჩვენი წვლილი შევიტანოთ მისი მომზადების საქმეში და ეს დღესასწაული გაიმართოს საქართველოს ყველა ქალაქში და იქცეს საერთო-სახალხო ზეიმად. საქართველოს დამოუკიდებლობის ძველ დღესასწაულზე და მერაბ კოსტავას დაბადების დღეს, 26 მაისს, უნდა გაიმართოს მერაბობის დღესასწაული (თავისუფლების დღესასწაულის დასკვნითი დღე). მერაბ კოსტავაც 84 წლის გახდებოდა. აქვე გავიხსენოთ რომ 26 მაისს აღინიშნება საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი მნათობის, ექვთიმე (ეფთვიმე) ათონელისა და წმიდა ღირსმოწამეთა, ათონის ივერთა მონასტერში ლათინთაგან მოწყვეტილთა (XIII) ხსენების დღე. ეს ორი დღესასწაული, ზვიადობა და მერაბობა უკავშირდება ჩვენს სამშობლოს, ეროვნული მოძრაობის აღმავლობა-აღორძინებას, როგორც გაზაფხულზე იღვიძებს ბუნება, ისე გააღვიძა და ააღორძინა ამ ორმა ტიტანმა ქართველ ხალხში ეროვნული გრძნობა, ამიტომ მათი იუბილეები ყოველ გაზაფხულს უნდა აღვნიშნოთ, ეს უნდა იყოს გაზაფხულის სახალხო დღესასწაულები - ქართველი ხალხის თავისუფლების დღესასწაულები.ზვიადობა (31 მარტი) და მერაბობა (26 მაისი) 2023 - თავისუფლების დღესასწაული. რა თქმა უნდა, თავისუფლების დღესასწაული მოიცავს 9 აპრილსაც (საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე), 14 აპრილს (სახელმწიფო ენის დღე), ლაზარეს შაბათს (ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ) და რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესაც, 26 მაისს... |
|
|
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37). | ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს. |
| | | |
|