საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მონარქები „წვივსაკრავების ორდენის“ რაინდთა მსვლელობაზე
ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა, ელისაბედ II-ის მეთაურობით მიიღო მონაწილეობა დიდი ბრიტანეთის უძველეს რაინდთა ორდენის - „წვივსაკრავის ორდენის“ კავალერთა ყოველწლიურ მსვლელობაში. საზეიმო მსვლელობა მოეწყო ტრადიციისამებრ ვინძორის ციხრე-სიმაგრესთან.
პრინცების ხილვით გამოწვეული გულწრფელი აღფრთოვანება
საქველმოქმედო ასპარეზობაზე პრინცმა უილიამმა და პრინცმა ჰარიმ ითამაშეს პოლო
ბრიტანელი მონარქები Trooping the Colour აღლუმზე
მეფეებს უამრავი პრივილეგია აქვთ, მათ შორის ორმაგი დაბადების დღის. ტრადიცია ედვარდ VII დაამკვიდრა, რომელიც ნოემბრის თვეში იყო დაბადებული. ერთხელ, მან მოულოდნელად გადაწყვიტა დაბადების დღე თბილ ივნისში აღენიშნა, აქედან იღებს სათავეს ეს ტრადიციაც.
ლიტველმა საბარგო მანქანის მძღოლმა კაბა მოუქსოვა ქეით მიდლტონს
„n24.by“-ის ცნობით, ლიტვის მოქალაქემ, ვალენტინას კაირისმა საჩუქარი უძღვნა ქეით მიდლტონს - მისთვის მოქსოვა წითელი კაბა. მისი სიტყვებით, როდესაც გაიგო, რომ პრინც უილიამის მეუღლე ფეხმძიმედ იყო, გადაწყვიტა მისთვის გაეკეთებინა საჩუქარი.
ჰერცოგინია ქეთრინი ლაინერის ნათლობის ცერემონიაზე
ყველასათვის გასაკვირად, პირმშოს მოლოდინში მყოფი ჰერცოგინია ქეთრინი, ფეხმძიმობის უკანასკნელ თვეებშიც აგრძელებს თავისი საზოგადოებრივი მოვალეობების შესრულებას. იგი ესწრებოდა საკრუიზო ლაინერის ნათლობის ცერემონიას საუთჰემპტონში. ჰერცოგინია ჩავიდა იქ, საიდანაც ტრადიციის მიხედვით, ვერ გავა პირველ რეისში ხომალდი სამეფო ოჯახის კურთხევის გარეშე.
გვირგვინოსნები და თოჯინები
მონაკოს მთავრის - ალბერის მეუღლეს, შარლენს იცნობენ, როგორც „მოწყენილ პრინცესას“. მაგრამ მისი გამოცოცხლება შეძლო უზარმაზარმა თოჯინა-ზვიგენმა პრინცის პაპის - ალბერ I-ის მიერ დაარსებულ მონაკოს ოკეანოგრაფიის მუზეუმის შესასვლელში. თუკი გაუცინარი პრინცესის გაცინება ყოფილა შესაძლებელი, მით უფრო ადვილია დანარჩენ გვირგვინოსანთა კარგ გუნება-განწყობაზე დაყენება თოჯინების მეოხებით.
კავალი მიდლტონს გარდერობის შეცვლას სთავაზობს
დიზაინერი რობერტო კავალი ნათელ, სექსუალურ, ფერად და უჩვეულო ნამუშევრებს ქმნის. ის ახალგაზრდა ქალბატონებს ურჩევს, სამოსი უფრო თამამად აირჩიონ. ამასვე ურჩევს კემბრიჯის ჰერცოგინიას ქეით მიდლტონს: "ის ახალგაზრდულად უნდა გამოიყურებოდეს, უფრო თანამედროვედ და სექსუალურად. მე ვისურვებდი მისთვის შემექმნა კაბა".
პრინცი ფილიპი - ედინბურგის ჰერცოგი
პრინცი ფილიპის ბიოგრაფმა ეშლი უოლტონმა მას დაარქვა „ჩვენი ეროვნული სიმდიდრე“. რას ნიშნავს გაერთიანებული სამეფოსათვის ეს ხნიერი ჯენტლმენი, რომელმაც 66 წელი გაატარა დედოფლის გვერდით? პრინცს ქვეყანაში მეტად თავისებური რეპუტაცია აქვს - ერთის მხრივ მოსავს პატივისცემა, როგორც ეს მის სახელსა და ტიტულს შეეფერება, მეორეს მხრივ კი - იგი იმდენად გამოირჩევა უხეშობამდე მისული პირდაპირობითა და ჯიქურ პირში მიხლილი სიტყვით, რომ ავიწყდებათ მახვილსიტყვაობისადმი მისი მიდრეკილება და ზოგჯერ „gaffe“-ს - უადგილო გამონათქვამებს აბრალებენ ხოლმე.
შვედეთის პრინცესას ქორწინება
8 ივნისს შვედეთში შედგა პრინცესა მადლენისა და ფინანსისტ კრისტოფერ ო’ნილის ქორწინება. ფოტოსესია ჩატარდა სასახლის ბიბლიოთეკაში, საზეიმო ვახშმამდე ცოტა ხნით ადრე. ახალდაქორწინებულებს შეუერთდნენ ნეფრე-დედოფლის მშობლები - მათ შორის მეფე კარლ გუსტავ XVI და დედოფალი სილვია.
ქეით მიდლტონი ბავშვის გაჩენას ანესთეზიის გარეშე აპირებს
კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი გეგმავს შეუერთდეს იმ დედების რიცხვს, რომლებიც ეწევიან უმტკივნეულო მშობიარობის პროპაგანდას. ბევრი მომავალი დედა თვლის, რომ ზეპირი გადმოცემები მშობიარობის ტკივილების შესახებ ერთობ გაზვიადებულია. ამიტომ ბუნებრივი მშობიარობა ანესთეზიის საშუალებების გარეშე სულ უფრო პოპულარული ხდება.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq