საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ნორვეგიელი „კონკია“ მათე-მარიტი
სწორეთ ასეთი ქალბატონით მოიხიბლა პრინცი, მან სასახლე მიატოვა და შეიძინა ბინა, რომელშიც თავის გულისსწორთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა ერთი წლის განმავლობაში. პრინცის სამოქალაქო ქორწინებით უკმაყოფილო იყო ეკლესია, საზოგადოების ერთი ნაწილი...
ძველ გოგრაში თავმოკვეთილი ლუდოვიკო XVI-ის სისხლი აღმოაჩინეს
გენეტიკური მასალის იდენტიფიკაციის საშუალება გაჩნდა სხვა ფრანგი მონარქის - ანრი IV-ს ნეშტთან შეჯერებით, რომელიც ასევე ბურბონების დინასტიის წარმომადგენელი იყო. 1610 წელს იგი რელიგიურმა ფანატიკოსმა მოკლა. მეცნიერებმა დაადასტურეს ლუდოვიკოს სისხლისა და ანრი IV-ის მუმიფიცირებული თავის ქალისგან აღებული დნმ-ის გენეტიკური ერთობა. მეცნიერების თვალსაზრისით, ეს აღმოჩენა ხელს შეუწყობს მეფისა და მისი ნათესავების გენეტიკური კოდის გაშიფვრას.
41 საახალწლო მილოცვის ფოტოალბომი
დღევანდელი მონარქი ტახტზე ავიდა 1972 წლის 14 იანვარს. დანიის მონარქთა დინასტიის გვარია შლეზვინგ-ჰოლშტეინ-ზონდერბურგ-გლიუკსბურგი. დედოფლის მეუღლეა დანიის პრინცი ჰენრიკი. ეს ტიტული ფრანგი გრაფების შთამომავალს ანრი მარი ჟანა ანდრე დე ლაბორდ დე მონპეზას მიენიჭა 1967 წელს, მომავალ დედოფალზე ქორწინების შემდგომ. სამეფო წყვილს ორი ვაჟი ჰყავს - ფრედერიკი და იოაჰიმი.
ტელესერიალი მეფეზე
მეფის როლს ითამაშებს ცნობილი მსახიობი ფერნანდო ჯილი, რომელმაც ადრე ხუან კარლოსის შვილის, პრინც ფილიპეს შეასრულა ტელეფილმში „ფილიპე და ლეტიცია“, სადაც მოთხრობილი იყო თანამედროვე „კონკის“ - ლეტიციასა და პრინცის სიყვარულის ამბავი.
ავსტრიის ერცჰერცოგ კრისტოფისა და ადელაიდა დრაპ-ფრიშის ქორწილი
წყვილმა ჯვარი დაიწერა წმინდა აფრის ბაზილიკაში. პატარძალს ეცვა დიზაინერ Diane Lelys-ის შლეიფიანი გრძელი ატლასის კაბა. ადელაიდა ოცნებობდა,რომ მათი ჯვრისწერის დღე თოვლის ფანტელებს გაელამაზებინათ. მართალია, იმ დღეს არ მოთოვა, მაგრამ ფანტელების გარეშეც ლამაზი იყო ყველაფერი.
ფოტოსესია ბელგიაში - პრინცის ოჯახური იდილია
მსგავს ღონისძიებებს ხშირად აწყობენ ევროპის სამეფო ოჯახების წარმომადგენლები. მათი ფოტოები იბეჭდება გაზეთებში, მზადდება პლაკატები და ვრცელდება ინტერნეტით. ხალხი დიდი ინტერესით ეწაფება ამ ფოტოებს, ზოგი მომხიბლავი პრინცებისა და პრინცესების ფოტოების კოლექციონერია, ზოგი მონარქების ჩაცმულობით ინტერესდება, ზოგს კი ფოტოებზე აღბეჭდილი მონარქთა იდეალური ოჯახური სიმყუდროვე იზიდავს. ხალხის ასეთი დაინტერესება სამეფო ოჯახებით ფინანსურად მომგებიანია გამომცემლობებისათვის, დიზაინერებისათვის და ა. შ.
ავსტრიის ერცჰერცოგი კრისტოფი ჯვარს იწერს
ავსტრიაში მონარქია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გაუქმდა. თუმცა ავსტრიის მრავალრიცხოვანი საიმპერატორო ოჯახი მუდამ მეფურად ინახავდა ღირსებას (სხვათა შორის, ავსტრიაში და უნგრეთში არისტოკრატიული და მთავრული ტიტულები აკრძალულია, როგორც ბევრ ქვეყანაში). უნდა აღინიშნოს კრისტოფისა და იმრეს დიდი პაპის უფროსი ძმის, ავსტრიის საიმპერატორო ოჯახის ყოფილი მეთაურის, ავსტრიის უკანასკნელი იმპერატორის მემკვიდრის, დიდი მოღვაწის ოტო ფონ ჰაბსბურგის დამსახურება ევროპის არა ერთი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წინაშე...
ჟურნალიტები, სახელმწიფო ინტერესი და პრინცესა
სასახლის სიფრთხილე ქეითის მდგომარეობით უნდა იყოს გამოწვეული. როგორც ჩანს, პრინცესა საგანგებოდ გაარიდეს ხალხმრავალ გარემოს. ბერკშირის სიმყუდროვე ზედგამოჭრილი იქნებოდა მისთვის. თან შობის დღესასწაულსაც დაესწრებოდა. თუ კემბრიჯის ჰერცოგინია ხარ, დღესასწაულზე დასწრებაც კი გარკვეული მოვალეობაა. მნიშვნელობა არ აქვს, თავს შეუძლოდ გრძნობ, ტოქსიკოზი გაწუხებს თუ სხვა რამ, საზოგადოების წინაშე მომღიმარი და მოწესრიგებული უნდა წარდგე....
„Big H“ შობას ავღანეთში შეხვდა
დედოფალი და სამეფო ოჯახის წევრები სადღესასწაულო წირვას, ტრადიციისამებრ სანდრინგემის ეკლესიაში დაესწრნენ, შემდეგ კი დედოფალმა უმასპინძლა თავისი ოჯახის მრავალრიცხოვან წევრებს. ამ დროს კი პრინცი ჰარი ავღანეთში თავის თანამებრძლებთან ერთად სამხედრო პოსტზე მორიგეობდა.
პრინცი უილიამი შობის დღესასწაულს შეხვდება მეუღლის ოჯახში
პრინცი უილიამი პირველად გაატარებს შობის დესასწაულს არა საკუთარ სამეფო ოჯახურ წრეში, არამედ ბერკშირის საგრაფოში - თავისი ფეხმძიმე მეუღლის ოჯახში.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq