საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ესპანეთის დედოფალი სოფია, რძალთან, ქალიშვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ეწვია თეატრს
როცა დედოფალი ქუჩაში გავიდა, ხალხმა სიხარული ვერ დაფარა და ოვაციით შეხვდა. მისი ოჯახის წევრების მისამართითაც გაისმოდა გულთბილი შეძახილები.
შვედეთში პაწაწინა პრინცესას სურათები გამოაქვეყნეს
პატარა პრინცესა დაიბადა შვედეთის დედაქალაქში, მაშინ სულ 51 სანტიმეტრი იყო, 3 კილო და 280 გრამი. ახლა უკვე წამოიზარდა და სერიოზული სახით პოზირებს ფოტოაპარატის წინ. თუმცა თმები ისე პატარა აქვს, ბაფთა ძლივს დაუმაგრეს...
საშობაოდ პრინცესა ანამ ბრიტანელი ჯარისკაცები მოინახულა ავღანეთში
სამეფო ოჯახის წევრები, როგორც წესი, არ გამოხატავენ თავის აზრს მთავრობის გადაწყვეტილებებზე, რომ ბრიტანეთის სამხედრო ნაწილებმა მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა კონფლიქტში. თუმცა, ყოველთვის აქტიურად მხარს უჭერენ ცხელ წერტილებში მივლინებულ ჯარისკაცებს და ოფიცრებს. ასევე განსაკუთრებით ზრუნავენ ინვალიდებსა და ვეტერანებზე.
ელისაბედ II შობას ქვეშევრდომებს ტელეეკრანიდან მიულოცავს
ელისაბედ II ცდილობს არ ჩამორჩეს ციფრული ტექნოლოგიების საუკუნეს. შობის დღესასწაულს თავის ქვეშევრდომებს იგი ტელეეკრანიდან მიულოცავს ჩანაწერით სამგანზომილებიან ფორმატში. სწორედ 3D ფორმატში იწერს ტელეარხი „BskyB“-ი დიდი ბრიტანეთის დედოფლის სიტყვას, რომელიც ეთერში გაჟღერდება 25 დეკემბე
ქეით მიდლტონის ორსულობა მომგებიანია ბრიტანეთის ეკონომიკისათვის
მსოფლიო ეკონომისტების გამოთვლით, პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწინების ცერემონიალმა 2 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე მეტი მოგება მოუტანა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას. ეს ფული ლონდონში დახარჯეს ტურისტებმა , რომლებიც ჩასული იყვნენ ქორწილის ცერემონიის სანახავად დიდ ბრიტანეთში.
დანიის კრონპრინცის ოჯახი საშობაო კონცერტზე
მართალია, კრონპრინცისა და კრონპრინცესას შვილები ჯერ პატარები არიან, მაგრამ უყვართ ისეთ ღონისძიებაში მონაწილეობა, სადაც თანატოლებს ხვდებიან.
დედოფლის სახელობის ტერიტორია
დედოფალს ამცნეს, რომ მისი სახელი დაერქვა ანტარქტიკის ნაწილს. ამიერიდან ბრიტანეთის ანტარქტიკული ტერიტორიის სამხრეთის რაიონი იწოდება დედოფალ ელისაბედის მიწად. „ეს არის ჩვენი მხრიდან პატივის მიგება, რითაც სრულდება წელიწადი, რომელმაც ჩაიარა ბრილიანტის იუბილის ეგიდით. მე ამაყი ვარ, რომ შემიძლია ეს განვაცხადო დედოფლის ვიზიტის ჟამს საგარეო საქმეთა სამინისტროში“ - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა.
რუსეთში ქართველი მეფეების გადმოსვენების საკითხზე იმსჯელეს
ასტრახანში დასაფლავებული ქართველი მეფეების, ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის, სამშობლოში გადმოსვენების საკითხზე ქართული და რუსული ეკლესიების წარმომადგენელთა პირველი შეხვედრა გაიმართა. 13 დეკემბერს გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „იზვესტია“ ავრცელებს.
ალბანეთის ტახტის მემკვიდრე გაისად იქორწინებს
ალბანეთის მემკვიდრე დაიბადა 1982 წლის 26 მარტს ალბანეთის მეფის ლეკა I-ისა და დედოფალ სიუსანის ოჯახში. კრონპრინცი არის ალბანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლეგიის წევრი. ის თანამშრომლობს ახალგაზრდულ და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან.
პრინცი ჰარი საუკეთესო ბიძად აღიარეს
პრინცესა დაიანას ხსოვნისადმი მიძღვნილი ფონდის (Sentebale) დაარსებისას ჰარი სიტყვით გამოვიდა. მან თქვა, რომ ბავშვებთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას ანიჭებს. რომ გულის სიღრმეში ის კვლავ ბავშვია. და ამ განცდას უხანგრძლივებს მათთან გატარებული დრო.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq