საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

ზოგიერთი ლიტერატურული წყარო მონარქისტულ ტრადიციებზე
ლალი ბარძიმაშვილი
პირველად, ლიტერატურულ თხზულებაში, მონარქის სახეს ''გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში'' ვხვდებით. აშოტ მეფე მამამთავარია ბაგრატიონების, პირველი ბაგრატიონი. ეს გვარი საქართველოს უძველესი პროვინციიდან - სპერიდან იყო. გრიგოლი მასთან შეხვედრისას არსებით საკითხზე აკეთებს აქცენტს და აქ მნიშვნელოვანი მაღალღირებული ხაზგასმაა ბაგრატიონთა ღვთიური წარმომავლობის შესახებ, რომ ისინი დავით წინასწარმეტყველის შთამომავალნი არიან - უფლის ნათესავი, ღვთის ხატი და ხელდასხმული. მათი მეფობა იყო ღვთივგანჩინებული, ღვთივკურთხეული მადლის გამოვლინება. (დავით წინასწარმეტყველის მესხურ წარმოშობაზე აღარაფერს ვიტყვი, არაერთხელ თქმულა და ჟურნალ ''ცისკარშიც'' დაიბეჭდა ახლახანს ეს მოკვლევა წყაროებზე დაყრდნობით).  გავიხსენოთ, გენიალური ''ვეფხისტყაოსანი'' - სრულქმნილი სამყარო, სოციალურად ბედნიერი თანასწორი გარემო, ურთიერთგაზიარებული, სიყვარულით სავსე და გაჯერებული სივრცე, ესოდენ მაღალი შეგნება პასუხისმგებლობით გამყარებული. ''ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან'', ანდა, ''ხამს მეფეთა ერთგულება, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად''; თუნდაც - ''ვით მოიხმაროს მონამან პატრონსა ზედა ხრმალია.'' '' სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მე მერტყას ჩემი ხრმალია?'' - ქვეყნის დაცვის აუცილებლობა, სახელმწიფოებრივი აზროვნების და პასუხისმგებლობის საკითხი როგორ გამოიხატება. ''მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია'' ანუ ზრუნვა - პასუხისმგებლობა ასევე სამწყსოზე! დაუნაწევრებელი ცნობიერება და მთლიანი სამყარო სავსებით ვლინდება; აქ განურჩევლობაა და მოწყალე გული ყველას თანაბრად სწვდება. სიქველე კი მეფეთა სინონიმია, საზოგადოებრივი მისიაა საგრძნობი, პირველ ყოვლისა. მათგანვე მოდის იმპულსიც საგმირო საქმეებისა... რა არღვევს ინდოეთის თუ არაბეთის ჰარმონიას? - არაბეთში შეჭირვებული უცხო მოყმის გამოჩენა, ხოლო ინდოეთში უცხო სასიძოს მოყვანის ფაქტი ანუ, თუ ერთი ადამიანი მაინც არის ქვეყნად უბედური ან განსაცდელში მყოფი, საყოველთაო ჰარმონია და ბედნიერება ვერ დამყარდება.

საინტერესოა როგორ დგას ხსნის, გადარჩენის პრობლემა.  ''არ კაცურად გარდამკოცნა'' - როსტევანი წუხს უცხო მოყმეზე, როგორ იდგა კაცობის, მისალმების საკითხიც. ირღვევა ერთობა, რადგან მეფე ყველასგან საყოველთაო პატივითა და მოწიწებით სარგებლობდა, ასე იგრძნო მან განსაცდელი და შველა ისევ უფლისგან უნდა მიიღოს - ''იგივეა ჩემი მხსნელი, ვინცა მიწა გამაკაცა.'' უცხო სასიძოს შემთხვევაშიც ირღვევა ნესტანის და ტარიელის ბედნიერება და ამასთანავე, ქვეყანას ექმნება საფრთხე. როგორ ცდილობენ ისინი დაიცვან სამშობლო და სიყვარული.
მუხრან მაჭავარიანი დიდებულად აღნიშნავდა: '' მხოლოდ თამარის საქართველოში შეეძლოო შოთას ვეფხვს კუდი მოექნია.'' ეს სრულქმნილი დროის,ძლიერ გარემოში შექმნილი პოემაა, ასეთი იყო ქვეყანა საკუთარი ბედის საზღვრებში მოქცეული და სვებედნიერი.  მეფე-მწიგნობრებიც ჰყავდა საქართველოს. ისინი ქართული კულტურის დიდი მესვეურებიც იყვნენ. არჩილ მეფის პოეზია, დემეტრე თავდადებულის - ''შენ ხარ ვენახი'', ვახტანგ VI-ის ზრუნვა და სტამბის დაარსება, ''ვეფხისტყაოსნის'' 1-ლი კომენტარები-განმარტებანი გავიხსენოთ, დავით აღმაშენებლის ''გალობანი სინანულისა''. მათ შედევრები შექმნეს, სულიერი კულტ
ლალი ბარძიმაშვილი
ურის მატერიალიზებული სახე და განძთსაცავი მარადქართული საუნჯისა. ''ცნობა-სრული'' - ისევ რუსთველის უზადო ფრაზას დავესესხები, ასეთი მეფეები გვყავდა ჩვენ, უნიკალური ნიჭისა და საზეო ფენომენისა. ზედროული და ზეადამიანური იყო არსებობა მათი. ხმალზე არანაკლებ ჭრიდა მათი გონი და ავტორიტეტი, ქვეყნის დასალიერამდე რომ სწვდებოდა მათი დიდების ხმა. როდის დაიწყო რღვევა? გავიხსენოთ, გურამიშვილის ეპოქა, ვახტანდ მეექვსე რჩეული ამალით გადის საქართველოდან, მალე მწუხარებით გარდაიცვლება. ''ვაი, რა ბოძი წაიქცა, სახლ-კარი თავს დაგვექცაო'' - ასეთია ეს განუზომელი ტრაგიკული შეგრძნება მეფე-პატრონის დაკარგვით გამოწვეული. დაქცეული საქართველოს მომავლის ხატიც ესაა და მეტაფორაც. ამ ეპოქიდან ღრმავდება ადამიანური და სულიერი კრიზისი. ''ლხინი, შვება და სიამე სულ ჭირად გადაგვექცაო. ჩვენ ყრმანი დავრჩით, პატრონი წავიდა, შორს გაგვექცაო''... შორეთიდან კი უცხო აღიმართა ქართველთა დასამორჩილებლად. გაუქმდა მეფობა და გაჩნდა სხვა ცნებები, სხვა ტკივილი, მორალმორღვეული სამყარო. ერეკლე მეფის ტვირთს სკეპტიკური მიდგომით ნიკოლოზ ბარათაშვილი სინჯავდა უკვე თავის პოემაში და ერეკლესთან ერთად მსჯავრი მაშინ მთელ თანადროულ საზოგადოებასაც გამოუტანა - ''ქარმან ჩრდილოსმან ყველაზედ პირველ გარდაუცვალა მათ გული ცხოველ! " თავადაც რეჟიმის მსხვერპლი შეიქმნა შემდგომ... ერეკლეს თუმცა ნებით არაფერი დაუთმია; მაშინ ჯერ კიდევ თავს მალავდა ის ფაქტი, რომ ჩრდილოეთმა ტრაქტატი თავის ნებასურვილისამებრ დაამახინჯა. ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიაც ხომ მას მიეძღვნა როგორც ძლევამოსილი სახელის მქონეს. თეკლა ბატონიშვილი ვაჟურად ჩაცმული ომებში ახლდა მამას ხშირად. რაოდენ მშვენიერია პოეზიაში გაცხადებული მისი სული და თითქოს დღევანდელ დროსაც შეეკითხება ეს თავისუფალი სული - ''რად გკვირს პატიმარს მწუხარებანი?"  შემდგომი ხანა გაუმთელებელი ტკივილის ხანაა. გაპარტახებული სამშობლო ისევ თამარს შეავედრა გრიგოლ ორბელიანმა, თამარი იდეალური მდგომარეობის ხატია და ეს დარღვეული კავშირის აღდგენის ცდაა, მისგანვე მოდის განახლების იმედი - "მიხარის გიმზერ,ვწუხვარ და გიმზერ და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე- არ გამოვფხიზლდე,რომ არა ვგრძნობდე ჩემი სამშობლოს სულით დაცემას!''...

გამოფხიზლება კი მწარე იყო და არავის ეწადა. დაიკარგა მეფობა - დაიკარგა თავისუფლება, იმატა დრტვინვამ. ''სისხლი მოითხარა'' - წერდა ილია (''კაცია-ადამიანი?!''), ''ობოლი სისხლი'' - მიხეილ ჯავახიშვილი (''ჯაყოს ხიზნები''); დიდხანს გაგრძელდა ქართველობის აღდგენის იმედი და კალმოსანთა სევდა. მწერლობა ერის სულიერ ლიდერადაც იქცა. ასე მოვედით მეორე დამოუკიდებლობამდე, ზვიად გამსახურდია ცდილობდა აღმოეფხვრა ცარისტულ-ბოლშევიკური წყვეტა და აღედგინა მონარქიული წყობა. ეს იყო სტრატეგიული მოსაზრება სამომავლო დაცვისა, მიტომაც განახორციელა ეს ცნობილი კავშირი ესპანეთში.

დასასრულს, ერთ ფაქტსაც გავიხსენებ: გუზან ყაჩაღი სოსლანს მიუყვანეს დასასჯელად. გულმძვინვარე და სასტიკი იყო გუზანი, თვალები დათხარეს. თამარმა არაფერი უწყოდა, როცა გაიგო, სამი დღე ტიროდა. ასეთი იყო ჰუმანიზმი და გულლმობიერება მისი.

მე კი დღევანდელობას შევახსენებ მაღალი აზრის სამრეკლოდან თქმულს - ''მოიგეთ გონება!'' (სოლომონ დოდაშვილი).

მამული, ენა, სარწმუნოება

ქალწულმოწამენი: ენაფა, ვალენტინა და პავლა (+308)
10 (23) თებერვალი
მღვდელმოწამე ხარლამპი და მის თანა მოწამენი: პორფირი, ბაფტოსი და სხვანი (+202)
წმიდა ხარლამპი, რომლის ხსენებასაც აღვნიშნავთ 23 თებერვალს, თესალიის ქალაქ მაგნეზიის (საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ოლქი) ეპისკოპოსი და ქრისტეს სიტყვის მხურვალე მქადაგებელი იყო. იგი მრავალ შეცდომილ სულს მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.
gaq