საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

ინტერვიუ ირაკლი ბაგრატიონთან

იმერეთის შტოს გამგრძელებელი ირაკლი ბაგრატიონი თაბორის მონასტერში ღვთის მსახურებას ეწევა. ის წელიწად-ნახევარია ამ მონასტრის სტიქაროსანია. ჩვენ ირაკლი ბაგრატიონს სწორედ თაბორის მონასტერში ვეწვიეთ. 

„ვცხოვრობ ისე, როგორც გული მკარნახობს, ტიპიკონს ვემორჩილები და ღვთის მადლის მოპოვებისთვის ვიღწვი“, - ასე დაიწყო ჩემთან საუბარი ირაკლიმ. 

როგორც უკვე გითხარით, ის უფლისწულის ნათლობაზე არ ყოფილა. „დიდგვაროვნებს“, რატომღაც მიავიწყდათ იმერეთის ტახტის მემკვიდრე... თავად ირაკლი ბაგრატიონს ამასთან დაკავშირებით არანაირი წყენა არ გამოუთქვამს, მას სხვა კითხვები აქვს და პასუხსაც ითხოვს. 

- როცა ამ ორიოდე წლის წინათ ღვანკითში გესტუმრეთ, მახსოვს, მითხარით, აქ ყოფნას არაფერი სჯობიაო, ხეების დარგვითა და მამულის პატრონობით იყავით დაკავებული...

- საშემოდგომო ჭირნახული მივინახეთ ღვანკითში და ახლა აქ ვიმყოფები. წელიწად-ნახევარია, რაც თაბორის მონასტერში ვცხოვრობ, სტიქაროსანი ვარ. ვცდილობ, ქრისტიანულად ვიცხოვრო. სემინარიაშიც ჩავაბარე, ფსიქოლოგია -თეოლოგიის განხრით ვსწავლობ. იმაზე დიდი მადლი არაფერია, იქ იცხოვრო, სადაც დაიბადე და გაიზარდე, ხეც დარგო, კარ-მიდამოსაც მიხედო, მაგრამ ერთ ადგილას ყოფნა რთულია, ვერ განვითარდები ადამიანი, სიახლე აუცილებელია, ალბათ, ამ ახლის წყურვილმა ჩამომიყვანა დროებით თბილისში. 

- როგორც ვიცი, უფლისწულ გიორგის ნათლობაზე არ ყოფილხართ....

- არა, ნათლობაზე არ ვყოფილვარ, რადგან მონასტერში ვცხოვრობ და მონასტრის ტიპიკონს ვემორჩილები. სასიხარულოა, რომ კიდევ ერთი ქრისტიანი შეემატა მართლმადიდებლობას და ეს გიორგი ბაგრატიონია, სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ სვეტიცხოველში მოინათლა და ნათლობაში მეუფეები მონაწილეობდნენ, ეს დიდი მადლია...  

- მიწვეული იყავით?

- არა, მიწვეულიც არ ვყოფილვარ.

- რატომ, წესით ხომ უნდა ყოფილიყავი, როგორც ვიცი ქორწილში მიგიპატიჟეს.

- ვერ გეტყვით, მიწვეული უნდა ვყოფილიყავი თუ არა, ამას ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს. ნათლობა სამადლო საქმეა და ვისაც სურვილი ჰქონდა, შეეძლო ჩასულიყო სვეტიცხოველში და ნათლობაში მიეღო მონაწილეობა. 

- პატარა გიორგის რას უსურვებთ?

- გიორგის დიდი გაძლება და მადლი სჭირდება, ალბათ... მისი ცხოვრება არ იქნება ჩვეულე

ბრივი ადამიანის ცხოვრება. როცა დედ-მამა ბაგრატიონი გყავს და თან, როცა გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფი ფიქრობს, რომ ბავშვი შეიძლება საქართველოს მომავალი მეფე იყოს, მისი ცხოვრება თავისთავად ჩვეულებრივი ბავშვის ცხოვრებას არ ემსგავსება, ამიტომ ამ პატარა ქართველს, პირველ რიგში, ღვთის მადლს, ქართველკაცობას და გაძლებას ვუსურვებ. 

- პირადად თქვენ პატარა გირგის ტახტის მემკვიდრეობაზე რას ფიქრობთ?

- ამ პატარას აღვიქვამ როგორც პატარა ქართველ კაცს, დიდი სიყვარულითა და დიდი ადამიანობით. რაც შეეხება ტახტის მემკვიდრეს, ალბათ, ჯერ უნდა მივიდეთ იქამდე, რომ საერთოდ ტახტი გვქონდეს ქართველებს, უნდა ვკითხოთ ჯერ ქართველ ერს და არა ცალკეულ პირებს, უნდათ თუ არა ტახტი? 

- თუმცა, ეს ჯერ მაინც შორეული პერსპექტივაა...

- საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში შესაძლოა, უფლისწულს რეგენტი ახლავე დაენიშნოს, რაც ფაქტობრივად მეფობას ნიშნავს. 

- თქვენ რამდენად გაქვთ მონარქიის აღდგენის სურვილი?

- პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიკითხოთ, მონარქიის აღდგენა უნდა თუ არა ქართულ საზოგადოებას. ეს არის ყველაზე მთავარი. მერე უნდა ვიკითხოთ, თუ რა ფორმით უნდა აღვადგინოთ საქართველოში მონარქია და საერთოდ, ეს ორასწლიანი წყვეტა რა შედეგს მოგვიტანს. ეს არ არის უბრალო თემა. ამას გარკვეული კვლევა სჭირდება და კომპენტენტური ადამიანთა ჯგუფის დასკვნები იმაზე თუ რა შედეგი დადგება და როგორ მომავალს უწინასწარმეტყველებს ქვეყანას. ასე რომ, მე, როგორც ბაგრატიონი, ჩემს აზრს მაინც იმ ხალხს მივანდობ, რომელიც გადაწყვეტს უნდათ თუ არა საქართველოში მონარქია. ჩემს სათქმელს ისინი იტყვიან და მეც მათთან ერთად ვიქნები.

- ისევ ღვანკითი მინდა გავიხსენო და თქვენი ბაბუა, რომელმაც წერილით მიმართა კათოლიკოს პატრიარქს - „თუ კი ოდესმე საქართველოში მონარქია აღდგება, ამის ყველაზე დამსახურებული კანდიდატი ჩემი შვილიშვილიაო“. 

- ეს ნათქვამი ბაბუის სიყვარულიდან გამომდინარე იყო, სერიოზულად მაგ თემას მე არ ვფიქრობ, რომ მე ვარ საქართველოს ტახტის მემკვიდრე, მე ვარ ერთი უბრალო ადამიანი, რომელიც ცდილობს იცხოვროს ქართული ტრადიციებით და თუ ნაკლებს შემაწუხებენ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ბევრად კარგი იქნება...

- როდესაც დავით ბაგრატიონის ფარულმა ვნებამ, ხოლო შემდეგ კი ანა ბაგრატიონთან შეხლა-შემოხლის სცე

ნებმა ისტორიკოსთა ნაწილი გააღიზიანა და ახალ კანდიდატს დაუწყეს ძებნა, სწორედ მაშინ გამოითქვა აზრი, რაღა ესპანეთიდან ჩამოვიყვანოთ იოანე-ხუან ბაგრატიონი, როცა იმერეთში ბაგრატიონთა შტოს გამგრძელებელი არისო, მგონი თქვენ გგულისხმობდნენ.

 - კი, მე ვარ იმერეთის სამეფოს შტოს პირდაპირი შთამომავალი, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ჩემს თავს ვერ მოვიაზრებ საქართველოს მეფედ. საერთოდ, ვინმეს მეფობაზეც ზედმეტია საუბარი, რადგან დღესდღეობით საქართველოში მონარქიული ოჯახი, როგორც ერთიანი დინასტიური ოჯახი არ არსებობს. საქართველოს დინასტია გაერთიანებული არ არის. რადგან ფუნქციონალურად იმერეთის შტო ამ დინასტიაში არ გაერთიანებულა. ეს ფაქტია. მაგრამ ხდება ამ ფაქტის დამახინჯება. აქედან გამომდინარე, ერთიანი მემკვიდრეც ვერანაირად ვერ იქნება; გარკვეული პირები კი ბაგრატიონთა სახლის მემორანდუმს იშველიებენ, რომელზეც ჩვენ ხელი არა გვაქვს მოწერილი, როგორც იმერეთის ოჯახს, იმერეთის შტოს ნაცვლად ნახსენებია ბაგრატიონ იმერეტინსკი, რომლებიც მეოცე საუკუნეში ფაქტობრივად აღარ არსებობდნენ. ბევრი ლაფსუსია, მაგრამ ამბობენ, რომ ეს მემორანდუმი ჩვენმა ცნობილმა ისტორიკოსებმა მოიწონეს. ეს მაფიქრებინებს, რომ ჩვენს სახელოვან აკადემიკოსებს ეს აქტი არ წაუკითხავთ, იმდენად ზედაპირზე დევს აქ გაუმართაობა. მე მზად ვიყავი წერილობით დამედასტურებია ჩემი თანხმობა, მაგრამ ისინი ჩემს გაწვდილ ხელს უარყოფენ, ყველანაირად აიგნორებენ იმერეთის შტოს და არ ცდილობენ ლეგიტიმურად მოხდეს დინასტიის გაერთიანება.  

- ანუ გამოდის რომ....

- მე ვფიქრობ, აუცილებელია შეიქმნას კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ისტორიკოსებით და არა ისეთი ადამიანებით, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ მონარქიაზე. აქ ორი საკითხია, ერთი, გვინდა თუ არა მონარქია, რაზედაც ყოველ მოქალაქეს თავისი აზრი აქვს, და მეორე, ისტორიკოსთა მსჯელობის შედეგი. აუცილებლად უნდა ჩაერთოს იურისტიც. მე მაინტერესებს პასუხები კომპენტენტური პირებისგან. ასევე, რამდენადაც ვიცი, რუსეთშიც ძლიერია მონარქისტული ტენდეციები, ამიტომ საჭიროა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტის დასკვნა: საქართველოში მონარქიის აღდგენა გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენის წინაპირობას ხომ არ შექმნის?

------

დაიბეჭდა მცირედი შემოკლებით

ესაუბრა დეა თავბერიძე

www.ptpress.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

ქალწულმოწამენი: ენაფა, ვალენტინა და პავლა (+308)
10 (23) თებერვალი
მღვდელმოწამე ხარლამპი და მის თანა მოწამენი: პორფირი, ბაფტოსი და სხვანი (+202)
წმიდა ხარლამპი, რომლის ხსენებასაც აღვნიშნავთ 23 თებერვალს, თესალიის ქალაქ მაგნეზიის (საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ოლქი) ეპისკოპოსი და ქრისტეს სიტყვის მხურვალე მქადაგებელი იყო. იგი მრავალ შეცდომილ სულს მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.
gaq