საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

მრავალვნებული ანტონ II
დავით დანელია

ანტონ II კათალიკოსი, ერისკაცობაში თეიმურაზ ბაგრატიონი, ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის ძე იყო. იგი 1762 წლის 21 დეკემბერს (ახ. სტ. 3 იანვარს) დაიბადა. მისი ბაბუის, თეიმურაზ II-ის პატივსაცემად ნათლობისას თეიმურაზი დაარქვეს.


თეიმურაზ ბაგრატიონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად. ერთი გადმოცემის მიხედვით, მცირე ხნით საბერძნეთში იმყოფებოდა. ბერობისა და იეროდიაკონობის მიღების შემდეგ, 1783 წელს რუსეთთან ტრაქტატის გაფორმებასთან დაკავშირებით ერეკლემ პეტერბურგში გააგზავნა ქართული დელეგაცია გარსევან ჭავჭავაძის მეთაურობით. დელეგაციაში შედიოდნენ მირიან ბატონიშვილი და 20 წლის ანტონი. პეტერბურგში იგი დიდი პატივით მიიღეს. ცარსკოე სელოს ეკლესიაში იმპერატორის ოჯახის თანდასწრებით ანტონი საზეიმოდ აკურთხეს ნინოწმინდელად, ცოტა ხნის შემდეგ კი, მისგან დაუსწრებლად – ალავერდელად. ეკატერინემ, ნიშნად ქართლ-კახეთის მეფისადმი გულმოწყალებისა, ანტონს აჩუქა 183 ბრილიანტის თვლით შემკული პანაგია (ეს პანაგია ანტონის გარდაცვალების შემდეგ რუსეთის სინოდმა დაიბრუნა). ანტონი რუსეთში დარჩა სწავლის გასაგრძელებლად. 1789 წელს, ანტონ I-ის გარდაცვალების შემდეგ, იგი საქართველოში ჩამოიყვანეს და კათალიკოსად აკურთხეს.

1795 წლიდან ანტონი აგრეთვე იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის სასულიერო საქმეებს განაგებდა. 1801 წლის 10 მარტს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ანტონი სერაფიმებით მორთული თეთრი ბარტყულათი დაასაჩუქ

რა, ზედ ბრილიანტის ჯვრით. 1801 წლის 15 სექტემბერს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა კათალიკოს ანტონს ალექსანდრე ნეველის ორდენი უბოძა.

1811 წელს კათალიკოსი საქართველოდან ძალით პეტერბურგში გაიწვიეს, სადაც იგი სინოდის წევრი გახდა. იმპერატორმა მას მწვანე ხავერდის მანტია უბოძა, მიანიჭა ანდრია პირველწოდებულის ორდენი და ამ ორდენის ჰონორარების გარდა ჯამაგირად
54 000 მანეთი დაუნიშნა.

კათალიკოსი ანტონი პეტერბურგში გადასახლებას ვერ ეგუებოდა, არ ესწრებოდა სინოდის სხდომებს. ერთ-ერთი ვერსიით, ამისი მიზეზი იყო ის, რომ მას არ ჰქონდა იმპერატორის მიერ დადასტურებული სინოდის ის დადგენილება, რომლის მიხედვითაც კათალიკოსობა საქართველოში საეგზარქოსო მმართველობით იქნა შეცვლილი.

1811 წელს კათალიკოსი ანტონი ჩამოშორდა საეკლესიო სამსახურს, საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, ხოლო 1812 წლიდან ნაპოლეონთან ომის გამო მოსკოვი დატოვა და ტამბოვში გადასახლდა. 1819 წელს კვლავ პეტერბურგში დაბრუნდა, ბოლოს კი ნიჟნი-ნოვგოროდის სოფელ ლისკოვოში დამკვიდრდა იმ დროისათვის იქ მცხოვრებ ქართველ მეფეთა შთამომავლის გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკის, ლეონ გრუზინსკის ქვრივის, პრასკოვია ევგრაფის ასული ტატიშჩევის ასულისა და ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე დადიანის სიახლოვეს.

გარკვეული პერიოდი თავისი ნათესავის გიორგი გრუზინსკის მამულში ცხოვრობდა, შემდეგ კი ნიჟეგოროდში გადავიდა. კათალიკოს ანტონთან და სხვა თანმხლებ პირებთან

ერთად თავდაპირველად მისი ნათესავი ესტატე ციციანოვი, იეროდიაკვანი დანიელი და იერობერი ფილადელფოს კიკნაძე იყვნენ. სამსახუროდ კათალიკოსი ანტონი ნიჟეგოროდის მიძინების ეკლესიაში დადგა. მიძინების ეკლესია გახლდათ მუდმივი სამლოცველო ტაძარი მისი მეუფებისათვის. ამ ეკლესიაში არსებული წმიდა ხარლამპის ეკვდერი მიკუთვნებულ იყო ქართველთათვის, სადაც ყოველთვის ქართულად სწირავდნენ.

საზეიმო გამოსვლებისას ქალაქში ანტონი მოძრაობდა ფრანგული წარმოების მოოქროვილი ექვსცხენიანი ეტლით, რომელიც მას საჩუქრად იმპერატორმა ალექსანდრემ უბოძა. ეს ეტლი კი მანამდე იმპერატრიცა ელისაბედ პეტრეს ასულს ეკუთვნოდა.
სიცოცხლის ბოლოს ანტონი ოშარის ქუჩაზე, ევფიმიევსკის (შემდგომში კი ტერსკის კუთვნილ) სახლში ცხოვრობდა, სადაც 1827 წლის 21 დეკემბერს, დილის 10 საათზე 66 წლის ასაკში მიიცვალა. ანტონის სიკვდილის შემდეგ ფულად დარჩა 400 მანეთი, რაც არ იყო საკმარისი მისი დასაფლავებისათვის. თ. გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკიმ ივალა 6000 მანეთი ანტონის დასაკრძალად.

ანტონ კათალიკოსი 14 წლის განმავლობაში დასაფლავებული იყო სკორბიაშენსკის ტაძარში, 1841 წლის 9 სექტემბერს კი მისი ნეშტი ფერისცვალების ტაძარში გადაასვენეს და დიმიტრიევის ეკლესიის სავანეში დამარხეს.

გადმოცემით, ნიჟნი-ნოვგოროდში მცხოვრებ ანტონს „უნეტარესად და უწმიდესად“ მოიხსენიებდნენ. ანტონს ჰქონდა მაღალი ტანი, ლამაზი და ცოცხალი სახე, გრძელი წვერები, ღრმა, შავი

თვალები და სქელი წარბები, არ იცოდა კარგად რუსული ენა და მთარგმნელის შემწეობით საუბრობდა. მას არ ყოფნიდა თავისი ჯამაგირი, რადგანაც უხვი და მოწყალე კაცი იყო და ბევრი მხლებლებიც ჰყავდა.

2011 წლის 11 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა სინოდის განჩინებით სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ანტონ II წმიდანად შერაცხეს და სახელად მრავალვნებული ანტონ II, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი უწოდეს. მისი ხსენება დაწესდა 21 დეკემბერს (ახალი სტილით 3 იანვარი).

დავით დანელია

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამე
15 (28) მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამის (+303) ხსენების დღეს.
22 მარტი - ხსენება წმიდა მოწამე ურპასიანესი (+295)
მაქსიმიანემ ბრძანა, ხეზე მიებათ ურპასიანე და ხარის გამხმარი ძარღვებით ეცემათ. შემდეგ წმიდანი რკინის გალიაში ჩასვეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა ურპასიანემ აუტანელი ტკივილები ლოცვით დაითმინა.
gaq