27 სექტემბერი უდიდესი მნიშვნელობის თარიღია ქრისტიანთა ცხოვრებაში - ამ დღეს იდღესასწაულება ბიზანტიელი იმპერატორის, მოციქულთასწორ კონსტანტინე დიდის მიერ იერუსალიმს წარგზავნილი მისი დედის - წმიდა ელენეს მიერ ჯვრის ამაღლება, რომელზეც ეწამა მაცხოვარი. მაცხოვრის ჯვარზე შეხებამ აღადგინა მიცვალებული და მთელ სამყაროს მიეცა საყოველთაო აღდგინების სასოება. ამიტომაც არის, რომ ამ სადღესასწაულო თარიღს ორმაგი დატვირთვა აქვს ქრისტიანებისათვის - ერთდროულად: ისინი მარხულობენ ჯვარზე გაკრული მაცხოვრის ტკივილების ხსოვნისა და თანაგრძნობისათვის და ზეიმობენ ზეცად ამაღლების ბედნიერებით შეპყრობილნი. 27 სექტემბერი ქართველთათვის ტკივილის დღედ იქცა 1993 წელს - დაეცა ჩვენი ღვიძლი ქალაქი, აფხაზთა და ქართველთა სამეფოს უდიდესი ციტადელი - სოხუმი... თუმცა, დარწმუნებული ვართ, დროებით... 2011 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, ქვეყანას მოევლინა იესიან-დავითიან-სოლომონიანი - უფლისწული გიორგი, აფხაზთა და ქართველთა მეფეების მემკვიდრე! როგორც მაცხოვარმა შეცვალა ჯვარზე განცდილი ტკივილი მარადიული სიცოცხლითა და უკვდავებით. რომელიც ჩვენთვის ჯვართამაღლების დღესასწაულში გამოიხატა, გვწამს, ქართველი ხალხი კვლავ გააერთიანებს საქართველოს! ვულოცავთ პატარა უფლისწულს დაბადების დღეს! ღმერთმა გაზარდოს ბედ ნიერი, ჯანმრთელი და მსგავსი მისი დიდი წინაპრებისა! ვულოცავთ მის მშობლებს და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ბაგრატიონების გვარი! სამეფო კლუბი ულოცავს უფლისწულს დაბადების დღეს! |