საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

სამშობლოდან ლტოლვილმა სოლომონ II-მ უცხო მიწაზე დალია სული
კახა კენკიშვილი

წუთისოფელმა უკანასკნელი მირონცხებული მეფე საქართველოსი მიიტანა შესაწირავად ღვთისა და მამულის სამსხვერპლოზე. ძალზე ახალგაზრდა - 42 წლისა გარდაიცვალა წმინდა სოლომონი. 21 წელი მეფობდა იმერეთს და, შეიძლება ითქვას, 21 დღეც არ გაუხარია. ცხოვრება მისი მამულის ერთიანობისთვის ბრძოლაში გაილია და ბოლოს, სამშობლოდან ლტოლვილმა, უცხო მიწაზე დალია სული.

წმინდა მეფე სოლომონი დაიბადა 1772 წელს. დედამისი იყო ერეკლე II-ის ასული ელენე, მამა - არჩილ ალექსანდრეს ძე, ძმა იმერთა მეფე სოლომონ I-ისა. მამამისი 1775 წელს გარდაიცვალა და როგორც ურწმუნო და შეჩვენებული იოსებ კათალიკოსისგან (ღვიძლი ძმისგან), სანეხვეზე დამარხეს. დავითი (ასე ეძახდნენ ბატონიშვილობისას წმინდა სოლომონს) ,,თავის ბიძისგან თავის მამულიდამ გამოხმულ შეიქნა და ციხეებიც დაუქცია’’. ელენეს მცირეწლოვან შვილებთან - დავითსა და გიორგისთან ერთად მამის სამეფოში შეუფარებია თავი, სადაც მეორედ გათხოვილა ანდრონიკაშვილზე. ამის გამო სოლომონ I და ერეკლე ერთხანობას ემდურებოდნენ და 1782 წელს შერიგებიან. მაშინ გამოუცხადებია სოლომონ I-ს თავის მემკვიდრედ ძმისწული დავითი. მაგრამ წინასწარ გაითვალისწინა მისი მცირეწლოვნობა - თავისი სიკვდილის შემთხვევაში, იმერეთი დროებით მის ბიძაშვილს დავით გიორგის ძეს უნდა განეგო. 1784 წლის 23 აპრილს, გიორგობას, გარდაიცვალა სოლომონ დიდი და მერვე დღეს იმერეთის დიდებულებმა სამეფო ტახტზე დავით გიორგის ძე აიყვანეს. იმავე წელს დავით არჩილის ძე იმერეთში დაბრუნდა და დავით მეფისგან საუფლისწულო მამულები მიიღო.

მეფე დავითმა დიდება და პატივი მოაკლო თავის ტახტზე ამყვანთ და სამეფო კარზე ახალი პირები დააწინაურა. განაწყენებულმა თავადებმა დაივიწყეს მეფისთვის მიცემული ფიცი და იმერეთში შინადაპირისპირება დაიწყო. მეამბოხეთა მეთაურები დაუკავშირდნენ დავით არჩილის ძეს და გადაწყვიტეს მისი გამეფება. მათ გვერდით ამოუდგა გრიგოლ დადიანიც, ოდიშის მთავარყოფილი, რომელსაც დავით გიორგის ძემ ჩამოართა მთავრობა და მის ძმას, მანუჩარს, გადასცა. იმერთა თავადები და სამღვდელოება 1789 წელს თხოვნით ეახლნენ ერეკლე II-ს - დასავლეთ საქართველოს სამთავროები ქართლ-კახეთისთვის შეეერთებინა და ამით საქართველო გაეერთიანებინა. ორი დღე ემუდარნენ იმერნი ერეკლეს, მაგრამ მან ეს აზრი უარყო. მაშინ გრიგოლმა ერეკლე მეფისგან გამოიწვია დავით ბატონიშვილი. მას ცოლად შერთეს გრიგოლის და მარიამი. 1789 წლის 11 ივლისს ხონის მახლობლად, ხუნწ-მათხოჯის ჭალაში, ოდიშის ჯარმა, ქართლ-კახეთის ლაშქართან ერთად, დავით ბატონიშვილის მეთაურობით, დაამარცხა დავით მეფის მომხრეები და მეორე დღეს იმერეთის ტახტზე დავით არჩილის ძე ავიდა. მას ბიძის პატივსაცემად სოლომონ II ეწოდა. ერთი წლის შემდეგ დავით მეფემ ოსმალთა და ლეკთა ჯარით დაამხო სოლომონი. მან დახმარებისთვის პაპას მიმართა. ერეკლე II-მ ქართლ-კახეთის ჯარი გამოგზავნა შვილიშვილის დასახმარებლად, სიძეს ლაშქრით მიეხმარა გრიგოლ დადიანიც. ლომსიათხევთან ბრძოლაში დამარცხებული დავითი ახალციხეში გაიქცა, ხოლო ტახტს კვლავ სოლომონი დაუბრუნდა.

1790 წელს მეფე ერეკლეს ძის, გიორგის ასული ნინო ცოლად შეირთო გრიგოლ დადიანმა. ეს გამოიყენა ერეკლემ და სამხედრო კავშირი შეკრა დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროებთან. ,,ივერიელთა ერთობის ტრაქტატის’’ ძალით მეფე-მთავრებს შორის მყარდებოდა პოლიტიკური კავშირი ერეკლეს უზენაესი ხელმძღვანელობით, გარეშე მტრისგან ქვეყნის საერთო ძალით დასაცავად. ტრაქტატის შედგენაში დიდი წვლილი მიუძღოდა სოლომონ ლიონიძეს. მას დასავლეთ საქართველოში უმოგზაურია და მთავართათვის ამ დოკუმენტზე ხელი მოუწერინებია.

სოლომონ II განაგრძობდა სოლომონ I-ის პოლიტიკას. წამოიწყო ბრძოლა დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებისთვის. ყველაზე მეტი დაბრკოლება ამ საქმეში ოდიშის მთავარი გრიგოლ დადიანი იყო. გრიგოლი თავს მეფისტოლად მიიჩნევდა და თავის მიერ გამეფებულ სიძეს როგორ დაემორჩილებოდა! სოლომონმა 1792 წელს მაინც მოახერხა გრიგოლის გადაყენება, მთავრად კი მისი ძმა მანუჩარ დადიანი დაადგინა, ხოლო 1794 წელს დაამარცხა გრიგოლის და დავით გიორგის ძის გაერთიანებული ჯარი. საბოლოოდ, მეამბოხეებმა თავი ახალციხეში მოიყარეს. 1795 წელს მათ გამოაკლდა მეფე დავითი - ის 11 იანვარს ყვავილით გარდაიცვალა და ჯრუჭის მონასტერში დაკრძალეს.

1795 წელს აღა მაჰმად-ხანი შემოესია საქართველოს. მეფე ერეკლემ ბრძოლის ველზე 5 000 კაცის გამოყვანაღა შეძლო. მათგან 3 000 სოლომონ მეფემ ჩამოიყვანა პაპის დასახმარებლად. 3 000 კაციდან ნახევარი ბრძოლის ველზე დ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
აეცა. ისე გმირულად იბრძოდნენ იმერნი კრწანისის ომში, რომ ქართველები გაუკვირვებიათ. ერეკლესა და სოლომონს ერთად დაუტოვებიათ თბილისი.

იმერეთში დაბრუნებულ გულმოკლულ სოლომონს ახალი განსაცდელი ელოდა. ტახტს ახალი მოცილე გამოუჩნდა - სოლომონ I-ის ძის ალექსანდრეს უკანონო შვილი გიორგი ბატონიშვილი. მას მხარს უჭერდნენ გაენათელი ეპისკოპოსი და რამდენიმე იმერელი თავადი. შეთქმულნი ახალციხეში მყოფ გრიგოლ დადიანს დაუკავშირდნენ და ისიც ოსმალთა ჯარით სასწრაფოდ გამოეშურა. სოლომონმა შეთქმულება დააპატიმრა, ტახტის მაძიებელი ბატონიშვილი მუხურის ციხეში გამოკეტა. შეთქმულების მონაწილე ექვთიმე გაენათელი იმერეთიდან გააძევა, რამდენიმე ხნის შემდეგ კი ისევ მოიწვია მღვდელმთავრად. გრიგოლ დადიანი უკან გაბრუნდა, შემდეგ კი ერეკლეს სოლომონის დასამხობად დახმარება სთხოვა. ერეკლემ უარი განუცხადა, მაგრამ სოლომონთან შუამავლად თავისი ძე, ალექსანდრე და შვილიშვილი იოანე გიორგის ძე გააყოლა. სოლომონმა უარი უთხრა პაპას, გრიგოლისთვის მთავრის ტახტის დაბრუნებაზე. გრიგოლი რომ დარწმუნდა, სოლომონი მთავრად აღარ დასვამდა, თავის ბიძასთან ერთად ლეჩხუმის მთავრის ქაიხოსრო გელოვანის გადაბირება მოახერხა და 1798 წელს სოლომონი იძულებული გახდა, გრიგოლი ოდიშის მთავრად ეცნო. სიძე-ცოლისძმას შორის დაპირისპირება წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ოღონდ სოლომონს არ დამორჩილებოდა და გრიგოლმა ამჯობინა, თავი რუსეთისთვის შეეფარებია. ,,მსურს რუსეთის მფარველობის ქვეშ ვიყო, - წერდა გრიგოლ დადიანი საქართველოს მთავარმართებელს პავლე ციციანოვს,  - რათა თავი დავაღწიო სოლომონ მეფის ბრჭყალებს. თუ რუსეთის მთავრობა არ მიშველის, იძულებული ვიქნები, მთელი ჩემი მიწა-წყლით ოსმალეთის ქვეშევრდომობა მივიღო’’. რუსეთის ხელისუფლების გეგმაში მთელი საქართველოს შემოერთება შედიოდა. ამიტომაც ციციანოვმა გადაწყვიტა, დადიანისთვის ემფარველა. 1803 წელს გაფორმდა აქტი, რომლის ძალითაც ოდიშის სამთავრო ავტონომიური უფლებებით უერთდებოდა რუსეთს. ამიერიდან იმერთა მეფეს აღარ შეეძლო ოდიშის დალაშქვრა და მის საშინაო საქმეებში ჩარევა. 1804 წელს გრიგოლ დადიანი გარდაიცვალა და მთავრად მისი მცირეწლოვანი ძე ლევანი დაადგინეს.

ოდიშის სამთავროს შეერთებამდე რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთის სამეფოც გააუქმა. 1803 წელს ციციანოვმა მიიღო იმპერატორის ბრძანება, ძალით დაეკავებინა იმერეთის სამეფო, მაგრამ იგი სისხლისღვრას ერიდებოდა და მშვიდობიანი გზით ცდილობდა ქვეყნის დამორჩილებას. ქრთამიც აამოქმედა - ოქროთი მოისყიდა სოლომონის კარისკაცები, საერო და სასულიერო პირნიც ბევრი გაიერთგულა. ასეთ ვითარებაში მყოფი მეფე ცდილობდა, რუსეთის მფარველობაში იმავე პირობებით შესულიყო, როგორი მფარველობითი ტრაქტატიც 1783 წელს დაიდო ქართლ-კახეთსა და რუსეთს შორის. ამ მიზნით რუსეთში გაგზავნა სოლომონ ლიონიძე, პარალელურად კი ოსმალეთის სულთანს რუსეთისგან ხსნა სთხოვა. უარით უპასუხეს. გრიგოლ დადიანსაც მიმართა მოსარიგებლად, მაგრამ ამაოდ.

1804 წელს, 20 აპრილს, რუსეთის ჯარმა გადალახა იმერეთის საზღვარი, დაიკავა სოფლები და ხალხს იმპერატორის ერთგულებაზე აფიცებდა. სოლომონი იძულებული შეიქნა, 25 აპრილს ხელი მოეწერა დოკუმენტისთვის, რომლის ძალითაც მეფე იმპერატორის ქვეშევრდომი გახდა, ხოლო იმერეთის სამეფო - რუსეთის შემადგენელი ნაწილი. სოლომონს მეფობა კი რჩებოდა, მაგრამ რად გინდა, ყველაფერში მთავარმართებელს უნდა დამორჩილებოდა. ამიერიდან სისხლის სამართლის საქმეებს იმერეთში რუსი მოხელეები განაგებდნენ. ეს ტრაქტატი სოლომონმა დროის მოსაგებად გამოიყენა და ომისთვის მზადებას შეუდგა. მან საიდუმლო კავშირი გააბა ქართველ ბატონიშვილებთან, ხანებთან, ფაშებთან, სპარსეთის შაჰთან და ოსმალეთთან. მეფემ ლეჩხუმელ ფეოდალთა გადმობირება სცადა, მაგრამ ყველგან და ყველაფერში ხელი მოეცარა. წაგებული ომის შემობრუნება ძნელდებდა. რუსეთმა ჯარებიც ჩააყენა იმერეთში, მათ შორის - ქუთაისშიც. სოლომონს დაჭერისა და რუსეთში გადასახლებისა ეშინოდა და ამიტომაც ვარციხეში გადასახლდა. 1806 წელს ბაქოსთან მოკლული ციციანოვის მაგივრად გუდოვიჩი დანიშნეს.

იმერეთის სამეფოს გაუქმებაში დიდი წვლილი შეიტანა გავლენიანმა თავადმა ზურაბ წერეთელმა. მას შემდეგ, რაც მეფემ სახლთუხუცესობიდან გადააყენა, რუსებს მიუდგა და აწვდიდა მის ყველა გეგმას. 1808 წელს გუდოვიჩს შეატყობინა, სოლომონი ლეკების დახმარებით რუსების განდევნას აპირებს. თავად განვდევნოთ და მეფობას მე ვიკისრებო. რუსებმა უარი უთხრეს და ისევ მეფის მხარეზე გადავიდა. 1808-10 წლებში ისევ სახლთუხუცესი იყო, მაგრამ ღალატზე ხე

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ლი არ აუღია. 1809 წელს გუდოვიჩი გენერალმა ტორმასოვმა შეცვალა. მან კი მეფეს შეუთვალა: ქუთაისში ჩამოდი, მძევლები - დიდგვაროვანთა შვილები თბილისში გაგზავნე, ხოლო პეტერბურგში - მადლობის დეპუტაციაო. გაუკვირდა მეფეს - რისთვის გადავუხადო მადლობა, ვუთხრა: ,,გმადლობთ უმდაბლესად, დიდო იმპერატორო, ვინაითგან დამამდაბლეთ მეფე ერთმორწმუნე და დამაკლე სამფლობელოთა ჩემთა ყოვლად უმოწყალესითა ამით ღრამოტითაო?’’ შეურაცხყოფილმა მეფემ ქუდზე კაცი იხმო. 6000 შეიარაღებული ვაჟკაცი ეახლა. სოლომონი ყველანაირად ცდილობდა ტახტის შენარჩუნებას. ახალციხის საზღვარზე ინახულა რუსეთის დაუძინებელი მტერი ალექსანდრე ბატონიშვილი, არზრუმისა და ახალციხის ფაშებთან გაგზავნა დეპუტაციები დახმარების სათხოვნელად.

1808 წელს რაჭაში, დაყუდებულ ბერს ზაქარია ჯაფარიძეს, სოლომონისთვის უთქვამს: - ,,მეფეო, ვიხილე ჩვენება ესე: მოვიდა ვეშაპი დიდი წითელი, რომელმანცა შთაგნთქა შენ და გიჩნდა ოდენ ფერხნიო’’ და იქვე განუმარტა ჩვენება: ,,აღდგება მეფობა შენი და მიეცემი მწუხარებასა და განსაცდელსა დიდსა. და გმართებს მოსვლად სინანულად და ვედრებად ღვთისა, რათა განერო ამ განსაცდელისგან. ხოლო ხალხნი სამეფოისა შენისანი იქნებიან დიდსა ჭირსა შინა და ვალალებასა, რომელ აღდგების მომსვრელი სენი და ფრიად სიყმილიო’’.

ნელ-ნელა წითელი ვეშაპი ბატონდებოდა იმერეთის მიწაზე. რუსებმა 1809 წლის ნოემბერში ფოთის ციხე წაართვეს ოსმალებს. რუსებმა ამ ბრძოლაში გაწეული სამსახურისთვის მამია გურიელი გაათავისუფლეს იმერთა მეფის მორჩილებისგან და დამოუკიდებელ მთავრად ცნეს. პეტერბურგიდან ტორმასოვმა იმერეთში ჯარის შეყვანისა და მეფის ტახტიდან ჩამოგდების ნებართვა მიიღო. დასავლეთ საქართველოს ჯარების სარდალს სიმონოვიჩს დაევალა, დაეჩქარებინა სოლომონის შეპყრობა. ამ საქმეში კი რუსებს ზურაბ წერეთლის ხელშეწყობის იმედი ჰქონდათ.

სოლომონსა და ტორმასოვს შორის მოლაპარაკება ისევ გაიმართა. მეფემ კიდევ ერთხელ სცადა იმერეთის სამეფოს ავტონომიური უფლებების შენარჩუნება, ტორმასოვი კი თავის პირობებს სთავაზობდა. სოლომონი მოლაპარაკების გაჭიანურებით დროის მოგებას ცდილობდა. ბოლოს მასაც ,,ამოეწურა მოთმინება’’. 20 თებერვალს ქუთაისის ეკლესიებში გამოაცხადეს ტორმასოვის ბრძანება სოლომონ მეფის ხელისუფლების გაუქმების შესახებ. ამავე დღეს რუსეთის სამხედრო ნაწილებმა ყველა კუთხიდან შეუტიეს იმერეთის სამეფოს. სოლომონი 4000 კაცით იყო გამაგრებული ვარციხის მიდამოებში. რუსებს წამოეხმარა გურიელი, გელოვანი ლეჩხუმის ჯარით ოკრიბაში შეიჭრა და მეფეს რაჭიდან დახმარების მიღების საშუალება მოუსპო. ალყაში მომწყვდეული სოლომონი იძულებული შეიქნა, რუსეთის წამოყენებული მოთხოვნები მიეღო. 12 მარტს ბაღდათის ზემოთ, სალხინოს საყდარში, სიმონოვიჩმა და მოგილევსკიმ საჯაროდ ჯვარსა და სახარებაზე დაიფიცეს, რომ მეფეს არ შეიპყრობდნენ, მიიღებდნენ მეფური პატივით და ტორმასოვთან შეხვედრის შემდეგ უკან გამოისტუმრებდნენ. მეფე ტორმასოვთან შეხვედრაზე დაუყოლიებიათ. რუსთა ერთგული ნიკო დადიანი ამბობს, - ამ საქმეში ხელმწიფე იმპერატორს უერთგულეს ზურაბ წერეთელმა, ოტია და სეხნია წულუკიძეებმა, გაენათელმა მიტროპოლიტმაო.

იმავე წლის 15 მარტს მეფე 500 კაცით ტორმასოვთან შესახვედრად გაეშურა. გზაში გამოუცხადეს, რომ ,,რუსეთის საპატიო ტყვე იყო’’ და ალყაშემორტყმული თბილისში ჩაიყვანეს. საბოლოოდ, მხლებლები ჩამოაშორეს და მარტო დარჩენილი თავად სუმბათაშვილის სახლში დააბინავეს. მეფის დაჭერისთანავე იმერეთის ციხეები რუსეთის ჯარმა დაიკავა, შეიქმნა დროებითი მთავრობა და იმერეთი ექვს ოლქად დაიყო.

სუმბათაშვილის სახლის მაღალ გალავანს ჯარისკაცები იცავდნენ. მეფესთან შესვლა მხოლოდ საგანგებო ნებართვით შეიძლებოდა. მიუხედავად დიდი სიფრთხილისა და ძლიერი დაცვისა, 1810 წლის 10 მაისის ღამეს მეფემ გაპარვა მაინც მოახერხა - ქაიხოსრო წერეთლის გეგმით - ლოგინში თავისი ფარეში ჩააწვინა, თვითონ მსახურის ტანისამოსი ჩაიცვა, ნაცრით პირისახე მოითხუპნა, თუნგი ხელში დაიჭირა და დარაჯებს უთხრა, - მეფის მსახური ვარ, მტკვარზე წყლის მოსატანად მივდივარო. ქალაქგარეთ მეფეს ერთგული ხალხი ელოდა: ქაიხოსრო, გიორგი, ორი სიმონ წერეთელი და სხვანი - სულ 23 კაცი. ახალციხისკენ გასწიეს. სოლომონი დიდი პატივით მიიღო ახალციხის ფაშამ.

იმპერატორის ბრძანებით, მეფის გაქცევის გამო პასუხისგებაში მისცეს მთელი საგუბერნიო ხელისუფლება. გაქცევის ხელშემწყობი ოთხი კაცი ავლაბარში დახვრიტეს და იქვე დაფლეს. იმ ღამეს თურმე მათ საფლავებს ნათელი დასდგომია. სხვები კი გააციმბირეს. იმერეთი

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ს საზოგადოებას ტორმასოვმა პროკლამაციით მეფის ღალატისა და რუსთა ერთგულებისკენ მოუწოდა. ხელიდან ხელში გადადიოდა მეფე სოლომონის მოწოდებაც. იგი ხალხს იმ უბედურებებს შეახსენებდა, რაც რუსეთმა აღმოსავლეთ საქართელოს დაატეხა თავს: - იცოდეთ, ვინც დღეს ოქროს გაძლევთ, ხვალ სახლ-კარსაც წაგართმევთ, თქვენს წმინდად შენახულ ცოლ-შვილსაც ნამუსს ახდისო. მეფე მოუწოდებდა იმერთ: - ეს არის დღე ერთგულებისა და ჩვენთვის დათხეულთა მამა-პაპათა თქვენთა სისხლთა განახლებისა, რომ განთავისუფლებისა თქვენისათვის გამოაცხადოთ ერთგულება თქვენიო. მალე მეფეც გადმოვიდა იმერეთში და აჯანყებულნი მის გარშემო შეგროვდნენ. პირველი სისხლიანი შეტაკება რუსეთის ჯარსა და აჯანყებულებს შორის 22 ივნისს მოხდა. აჯანყებულებმა სძლიეს. შეშფოთებულმა ტორმასოვმა აჯანყების ჩასაქრობად და დასავლეთ საქართველოს ჯარების მთავარსარდლად ,,ფოთის გმირი’’, გენერალი დიმიტრი ორბელიანი გაგზავნა დამატებით ძალებთან ერთად. ხალხის მოსასყიდად და ჯაშუშების დასაქირავებლად ტორმასოვი ფულსა და ოქროს არ ზოგავდა, მაგრამ გაკვირვებას იყო, რომ იმერეთში ჯაშუშებსა და მკვლელებს ვერ პოულობდნენ. შესაძლოა, ხალხმა იცოდა კიდეც სოლომონის მოძღვრის, მღვდელ ბესარიონ ქიოტიშვილის ამბავი. მამა ბესარიონი თურმე ,,ერის ურჩობაში’’ ჩავარდა და მეფე სოლომონის ერთგულებაზე არ დაუფიცია. იმავე ღამეს გამოსცხადებია ღვთისმშობელი და უთქვამს: ,,ბესარიონ, რახან შენ ურჩი გამოხვედი ჩემი ერისა, ისეთ ადგილას წარგავლენ, რომ ქართული შენ დღეში ვერ გაიგონოო’’. სამ კვირაში მღვდელს ცოლი და ორი შვილი გარდაეცვალა და ამ სოფლის დამტევებელმა, ჯერ იერუსალიმს და შემდეგ ათონის მთას მიაშურა, სადაც წლების განმავლობაში ქართულად დამლაპარაკებელი არავინ ჰყავდა.

...ოთხთვიანი ბრძოლების შემდეგ სოლომონი დამარცხდა და თავი ისევ ახალციხეს შეაფარა. მას თან გაჰყვა თავად-აზნაურთა დიდი ჯგუფი. ქალაქი ახალციხე გაჩირაღდნებული, დიდი პატივით, ღირსეულად შეხვდა მეფეს. სოლომონმა ისევ ხონთქარს მიმართა დახმარებისთვის, მერე - ირანის შაჰს. ამაოდ. ხელმოცარულმა რამდენჯერმე გაუგზავნა თხოვნის წერილი საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ I-ს. არც ამ წერილებს მოჰყოლია შედეგი. ყოველი მხრიდან შეჭირვებული მეფე არზრუმს წავიდა, სადაც სულთანმა მუდმივი ბინა მისცა საცხოვრებლად. მაგრამ ტორმასოვის მიერ მოსყიდულმა არზრუმის ფაშამ მეფის შევიწროება დაიწყო. სოლომონი ტრაპიზონს გადავიდა. იქაურმა ფაშამ, წარმოშობით ქართველმა ოსმან-ოღლიმ, დიდი პატივით მიღო იგი. ლტოლვილი მეფის ნუგეში და მესაიდუმლე ამ დროს მისი მოძღვარი იესე ყანჩაველი (წმიდა ილარიონ ქართველი) იყო.

ცოტა ხნის შემდეგ სულთანმა მუჰამედმა სოლომონს არზრუმის ჯარი შესთავაზა. მეფემ მადლობა გადაუხადა და სთხოვა, ჩემი ავადმყოფობის გამო ეს საქმე გადადეო. ამასობაში იმერეთიდან ქართველმა თავად-აზნაურებმა შემოუთვალეს, - შეიარაღებული თურქების ხელით იმერეთის ტახტზე დაბრუნებას ნუღარ ეცდებიო. მალე, 1815 წლის 7 თებერვალს, სამშობლოს დანატრებულმა 42 წლის მეფემ სული უცხოობაში დალია. დაკრძალეს ტრაპიზონის ბერძენთა წმინდა გრიგოლის ეკლესიაში. ,,მღვდელმთავარი დგას იმ ეკლესიაზე და დიახ სასოებით მიღებული აქვსთ ბატონი. ასე რომ, ხატის მსგავსად ემთხვევიან ბატონის საფლავსო’’, - სწერს მღვდელი იესე სოლომონის მეუღლეს, მარიამს. ერთ მხარეს საფლავზე ქართულად წაეწერათ: ,,განმეძარცვა მე პირველქმნილი სიკეთე და მშვენება და მდებარე ვარ შიშველ და კლებულ საფლავსა ამას შინა, ტომისაგან დავითისა, შთამოსრული ბაგრატიონი, ძე არჩილისა, სრულიად იმერთა მეფე სოლომონ, რომლისთვისცა ვითხოვ შენდობას’’. მეორე მხარეს კი: ,,ჰსაჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ბრძოდე მბრძოლთა მათ ჩემთა’’, ,,მომიხსენეთ მე, ძმანო, საფლავსა ამას მდებარე მეფე სოლომონ’’.

მამა იესეს დიდად უზრუნია მეფის სულისთვის.

სოლომონის გარდაცვალების შემდეგ მისი ამალის ნაწილი დაბრუნდა საქართველოში და ,,შეიწყნარეს რუსთა’’, სოლომონის მეუღლე მარიამი 1841 წელს გარდაიცვალა პეტერბურგში, ხოლო მოძღვარი იესე ბერად აღიკვეცა და დიდსქემოსანი აღესრულა ათონის მთაზე.

მრავალი განსაცდელი დაატყდა უმეფო იმერეთს, შავმა ჭირმაც გაანახევრა კაცთაგან ეს მხარე - აუცხადდათ მამა ზაქარიას წინასწარმეტყველება. წითელ ვეშაპს არათუ მეფე სოლომონი, უკვე მთელი საქართველო გადაეყლაპა. მეფის გარდაცვალებიდან გაივლის 6 წელი და რუსთა წინააღმდეგ ხმალზე ხელის გავლება იმათაც მოუწევთ, სოლომონი რომ რუსეთს ჩააბარეს, - ახლა უკვე ცხებული მეფის გარეშე...

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq