საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

ათასი წელი "უშიში ვითარცა უხორცო" გიორგი I–ის გამეფებიდან

გიორგი I (დ. 998 ან 1002 — გ. 16 აგვისტო. 1027) — საქართველოს მეფე 1014-იდან, ბაგრატ III-ის ძე.


გიორგი I -ის გამეფების დროისათვის, გაერთიანებული და გაძლიერების გზაზე დამდგარი საქართველოს სამეფო კარის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი მიზანია კავკასიაში პოზიციების განმტკიცება და სრული სუვერენიტეტის მოპოვება საერთაშორისო ასპარეზზე. ამ მიზნის განხორციელებაში საქართველოს დიდად უშლის ხელს ბიზანტია, რომელსაც აღარ აკმაყოფილებს მის მიერ იმპერიის უპირატესობის ფორმალური აღიარება და რეალურად სურს აქ მდგომარეობის გამყარება. ბიზანტია თავისი მიზნებისათვის საუკეთესოდ იყენებს დავით III კურაპალატის სამფლობელოებს, რომელიც 1001 წელს საქართველოს ჩამოაჭრა და აქ თავისი ადმინისტრაციული ერთეული „იბერიის თემი“ შექმნა. ამ ტერიტორიას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც ბიზანტიისათვის, რომელიც აქედან ავრცელებდა თავის ექსპანსიას საქართველოსა დასომხეთზე (ამავე დროს ეს მხარე დიდი ეკონომიკური შემოსავლის წყაროცაა), ისე საქართველოსათვის, რათა თავისი მიზნები განახორციელოს. ამიტომ გიორგი I იწყებს შეუპოვარ ბრძოლას ბიზანტიის წინააღმდეგ იმიერტაოსდასაბრუნებლად.


გიორგი I -ის ტახტზე ასვლისთანავე, ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდაზნაურებმა ერთიან საქართველოს კახეთ-ჰერეთი ჩამოაცილეს და იქ ადგილობრივი მმართველობა აღადგინეს. სამეფო კარმა, როგორც ჩანს, ერთი მხრივ ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა კახეთ-ჰერეთის დამოუკიდებელ ერთეულად ფორმირებისათვის; მეორე მხრივ, მეტად აღარ დაამძიმა შინაპოლიტიკური ვითარება, მომავლისათვის გადადო კახეთ-ჰერეთისათვის ბრძოლა, რათა ხელი არ შეშლოდა ბიზანტიის წინააღმდეგ ომის სამზადისში. ასეთი არჩევანი განპირობებული იყო იმ დროს შექმნილი ხელსაყრელი საერთაშორისო ვითარებით. კერძოდ, იმპერიას აუჯანყდა ბულგარეთი და ბასილი II (976-1025 წწ.) ოთხი წლის მანძილზე მათთან ომს აწარმოებდა.


გიორგი I 1014-1018 წლებში სამხრეთ ტაოში შეიჭრა და დაიკავა. 1019 წელს ბასილი II -მ ბულგარელებთან ომი წარმატებით დაამთავრა და საქართველოს მეფეს სადაო ტერიტორიის დაცლა მოსთხოვა. მეფემ იმპერატორის მოთხოვნაზე უარი განაცხადა, რასაც მოჰყვა ბიზანტია-საქართველოს ომი 1021-1023 წლებში.


გიორგი I -მა ბუნებრივია კარგად იცოდა, რომ ქართველების მიერ იმიერტაოს დაკავებას ბიზანტიის იმპერატორი უპასუხოდ არ დატოვებდა. იგი თავიდანვე შეუდგა სამხედრო და დიპლომატიურ სამზადისს. მან გადაწყვიტა ფართო მასშტაბის ანტიბიზანტიური კოალიციის შექმნა. ამ მიზნით ის დაუკავშირდა სომხურ პოლიტიკურ ერთეულებს: ანისის მეფე იოვანე-სუმბატს, რომელმაც ტახტი გიორგის დახმარებით დაიკავა. კოალიციაში მონაწილეობას იღებდნენ ანისის სამეფოს ვასალივანანდი და ვასპურაკანის მეფე სენექერიმ არწრუნი, რომელსაც პირადი პოლიტიკური მოსაზრებები გააჩნდა ბიზანტიის წინააღმდეგ საბრძოლველად. საქართველოს მეფეს ეხმარებოდა კახეთ-ჰერეთი, რაც გიორგი I -ის დიპლომატიურ წარმატებად უნდა ჩაითვალოს. გიორგი I -მა კავშირი დაამყარა ეგვიპტესთანაც, რომლის ფატიმიდი ხალიფები დიდი ხანია ხანია მეტოქეობას უწევდნენ ბიზანტიის იმპერიას და მნიშვნელოვნად ასუსტებდნენ კონსტანტინოპოლის პოზიციებს ახლო აღმოსავლეთში. საქართველოს სამეფო კარი, როგორც ჩანს, კარგად იყო ინფორმირებული წინა აზიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. გიორგი I -მა საგანგებო ელჩობა გაგზავნა კაიროში ხალიფა ალ-ჰაქიმთან და ერთობლივი საომარი ოპერაციების დაწყება შესთავაზა. სამწუხაროდ, კოალიციის ჩამოყალიბება ბოლო მომენტში ჩაიშალა - გარდაიცვალა ალ-ჰაქიმი, ალბათ სწორედ ამან განაპირობა გიორგის წარუმატებლობა.


1021 წელს ბასილი II ურიცხვი ლაშქრით მოულოდნელად შემოიჭრა საქართველოში. მოწინააღმდეგეები ბასიანს დაბანაკდნენ. გიორგიმ ბრძოლას თა

ვი აარიდა, ქალაქი ოლთისი გადაწვა და კოლას დადგა. ბასილი კვალდაკვალ გამოჰყვა მას და სოფელ შირიმნთან (ჩილდირის ტბის მახლობლად) შეება საქართველოს „უკანმავალ“ ლაშქარს. ქართველებმა შეუპოვარი ბრძოლით უკუაქციეს ბიზანტიელები, მაგრამ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და უკან დაიხიეს. ამ ბრძოლაში დაიღუპნენ ქართველი „ერისთავნი და დიდებულნი: რატი ძე ლიპარიტისი და ხურსი“. უკანდახეულ ქართველებს ბიზანტიელები გამოედევნენ და თან ყველაფერს ანადგურებდნენ. მათ „ტყუე ყვეს და მოაოხრეს არტანი“. იმპერატორმა „ასწყუიდა ქუეყანა ჯავახეთისა და გარდავიდა თრიალეთს. თრიალეთით უკუმოიარა ჯავახეთი და კუალად უბოროტესადრე შურის-გებით მოაოხრნა ქუეყანანი იგი“. გიორგი I -ს ამ დროს კახეთ-ჰერეთის ლაშქარი მოეშველა და ბრძოლის განახლება გადაწყვიტა. ზამთრის მოახლოებისა და როგორც ჩანს, ქართველთა ლაშქრის გაძლიერების გამო იმპერატორმა ბრძოლა აღარ გააგრძელა, სამხრეთით წავიდა და ტრაპიზონთან დაბანაკდა. დაიწყო საზავო მოლაპარაკება. გიორგი I მოლაპარაკებას აჭიანურებდა, რათა ხელსაყრელ მომენტში შეტევა დაეწყო. ამ დროს ბასილიმ ცნობა მიიღო, რომ მის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყვეს ქსიფემ და ნიკიფორე ფოკამ. როგორც ჩანს, საქართველოს მეფეს მათთან კავშირი ჰქონდა. მან აჯანყებით ისარგებლა და ისევ საომარ სამზადისს შეუდგა, თუმცა იმპერატორმა აჯანყება მალევე ჩაახშო, დაასწრო გიორგის და დაამარცხა.


1023 წელს გიორგი I იძულებული გახდა ზავის მძიმე პირობებს დათანხმებოდა. იმიერტაო ისევ ბიზანტიას დარჩა, ტახტის მემკვიდრე ბაგრატი კი სამი წლით მძევლად გაიგზავნა კონსტანტინოპოლში.


გიორგი I ამ მდგომარეობას არ შეეგუა და რევანშისათვის მზადება დაიწყო. მან 1025 წელს ვასპურაკანის მმართველის, ნიკიფორე კომნენოსის, იმპერატორის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ შეთქმულება გამომჟღავნდა.


გიორგი მეფე იყო პირველი, ვინც შეეცადა საქართველოს ფართო საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას.


ქართული წყარო „მატიანე ქართლისა“ მას შემდეგნაირად ახასიათებს: „სავსე ყოვლითა სიკეთითა, რომელ არავინ გამოჩენილ იყო მსგავსი მისი მამათა შორის მისთა ახოვანებითა, ჭაბუკობითა და სიქუელითა, ტანითა და სახითა, ცნობითა, და სავსე ყოვლითა განგებითა სახელმწიფოთა“ იყო იგი „უშიში ვითარცა უხორცო“. მისი მეფობისას ფართო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. ამის ყველაზე ბრწყინვალე მაგალითია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი მცხეთაში. მეფე გიორგი I გარდაიცვალა თრიალეთს, დაკრძალულია ქუთაისში.


გარდაიცვალა 1027 წლის 16 აგვისტოს, 25–26 წლისა თუ იქნებოდა, მაგრამ ბევრი რამ მოასწრო... წამოიწყო სვეტიცხოვლის ახალი ტაძრის მშენებლობა, დაამყარა დიპლომატიური კავშირები, კარგად იყენებდა საერთაშორისო ვითარებას, გაბედა და გაილაშქრა დიდი ურჩხულის, ბიზანტიის იმპერიისა და მისი დაუნდობელი იმპერატორის, ბასილი ბულგართმმუსვრელის წინააღმდეგ და იმიერტაოც გაატავისუფლა... ერთხელ, მისი ჯარიც დაამარცხა, მაგრამ ... ზოგიერთ არისტოკრატს არ უნდოდა ქვეყნის ერთიანობა და ზოგიერთ სასულიეროს კი ბიზანტის "მართლმადიდებლური ქვეყანა" ეგონა...

მისი დაწყებული საქმე, შვილიშვილის შვილმა, დავით აღმაშენებელმა დააგვირგვინა... მისმა მე–6 შთამომავალმა კი ბიზანტიას წაართვა ტრაპიზონ–ქალდეა და ბიზანტიის იმპერიის დამხობაშიც მიიღო მონაწილეობა, ევროპელებტან ერთად...

დღეს ბასილი ბულგართმმუსვრელის ქვეყანა აღარ არსებობს, ბიზანტიამ გამოჭამა გარშემო ქრისტიანები და მერე თავისი თავიც გამოჭმული აღმოუჩნდა (რუსეთიც ამ გზას აგრძელებს) გიორგი პირველის სამშობლოში კი ვიხსენებთ ჩვენს ახალგაზრდა უშიშარ და უნიჭიერეს მეფეს და ჩვენი შთამომავლებიც გაიხსენებენ!





მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq