|
ოთარ ბაგრატიონ-მუხრანელი
ოთარ ვლადიმერის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი (დ. 5 მაისი, 1920, თბილისი - გ. 20 სექტემბერი, 1988, იქვე) — ქართველი არქიტექტორი. საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1967). დაღესტნის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1977). 1943 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. 1946-1964 წლებში მუშაობდა მშენებლობაზე და სხვადასხვა საპროექტო დაწესებულებაში. 1964-1988 - ტიპობრივი და ექსპერიმენტული დაპროექტების თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (1966-1976 მთავარი არქიტექტორი). ნამუშევრები: დასასვენებელი სახლი გუდაუთაში (1953), თბილისში - ორთაჭალჰესის შენობა და ხიდი (1955; ორივე თ. მარგველაშვილთან ერთად), "საქქალაქმშენსახპროექტის" საწარმოო კორპუსი (1969; ს. რევიშვილთან, ა. საბაშვილთან, ლ. ჩოფიკაშვილთან, გ. ხიზანიშვილთან ერთად) და რესტორანი "კასპი" (1985, ვ. სიხარულიძესთან, გ. ხეჩინაშვილთან ერთად), სასტუმრო "კოლხეთი" ქობულეთში (1983; მ. ეძგერაძესთან, ა. ქურდიანთან, ერთად, საქართველოს მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემია, 1985), მოსკოვში - დღევანდელი საქართველოს საელჩოს სასტუმრო (1977; გ. ტონიასთან ერთად) და სხვა. |
|