|
ალექსანდრე გიორგის ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი
 | | ბაგრატიონის საფლავის გრანიტის კოლონა | ალექსანდრე გიორგის ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი (დ. 1796 ან 1797 ― გ. 5 თებერვალი, 1862). რუსეთის არმიის გენერალ-ადიუტანტი, კავალერიის გენერალი; იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილი.
მამამისი, გიორგი იყო სოლომონ პირველის ვაჟის, ბატონიშვილ ალექსანდრეს ქორწინების გარეშე შობილი შვილი. თუმცა ბატონიშვილის სტატუსით სარგებლობდა
ჭაბუკი ბაგრატიონი იმერეთის მეფე სოლომონ II-მ დააპატიმრა, როგორც ტახტის პოტენციური პრეტენდენტი. პატიმრობიდან გაქცევის შემდეგ (1811) დასახლდა რუსეთში. მანამდე იბრძოდა სოლომონ მეფისა და რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებულებთან, რის გამოც რუსეთის იმპერატორმა დააჯილდოვა წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენით.
დაამთავრა პაჟთა კორპუსი. სამხედრო სამსახური დაიწყო კორნეტად ლაიბ-გვარდიის ულანთა პოლკში. იბრძოდა ნაპოლეონის წინააღმდეგ. დეკაბრისტების აჯანყების ცახშობაშიც მიიღო მონაწილეობა. თავი გამოიჩინა 1828-1829 რუსეთ-ოსმალეთის ომში როგორც ნიჭიერმა სამხედრო მოღვაწემ. მეთაურობდა ცხენოსანთა დივიზიას.
გიორგი ბატონიშვილის შთამომავლებს ალექსანდრე პირველმა უგანათლებულესი თავადების წოდება და იმერეტინსკის გვარი მიანიჭა. უგანათლებულესი თავადი ყველაზე აღმატებული წოდება იყო რუსეთის იმპერიაში, თუმცა რომანოვების წოდებაზე, დიდი თავადის (მთავრის) და იმპერატორის სისხლის თავადის (მთავრის) შემდეგ. ანუ ბაგრატიონები ამგვარად დაკნინდნენ რუსეთის იმპერიაში. ასეთივე წოდება მინიჭეს ქართლ–კახეთის მეფეების შამომავლებსაც. ქართლის მეფეების შთამომავლებისთვის ესეც კი არ მიუციათ.
ალექსანდრე ბაგრატიონ–იმერეტინსკი დასაფლავებულია სანქტ-პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში, ლაზარეს სასაფლაოზე. |
|
|
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37). | ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს. |
| | | |
|