|
ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი
ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი(დ. 7 თებერვალი 1812 ― გ. 11 მარტი, 1895), მსხვილი ქართველი მემამულე, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი. სწავლა-განათლება მიიღო პეტერბურგის პაჟთა კორპუსში. აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში შამილის წინააღმდეგ. ამ დროს იგი ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში ირიცხებოდა. 1848 წელს დაინიშნა ერევნის პოლკის მეთაურად. ყირიმის 1853-1856 ომის დროს სარდლობდა ე.წ. რიონის რაზმს, ებრძოდა სამეგრელოში შემოჭრილ ომერ-ფაშას ლაშქარს. თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისათვის მუხრანბატონი დაჯილდოვდა წმ. გიორგის მესამე ხარისხის ორდენით. 1881 წელს სამხედრო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ არჩეული იყო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლად (მარშლად). მუხრანბატონი ფლობდა 25 ათას დესეტინა მიწას. მას ერთ-ერთი პირველი ადგილი ეკავა რაციონალიზატორ მემამულეთა შორის; დიდ წარმატებას მიაღწია მეურნეობის კაპიტალისტურად გარდაქმნის საქმეში. 1876 მუხრანბატონმა საფრანგეთიდან გამოიწვია მეღვინეობის სპეციალისტები. დაიხმარა ცნობილი ქართველი მეღვინე ზ. ჯორჯაძე და მუხრანში ააგო დაახლოებით 1 მლნ. 200 ათ. ლიტრი ტევადობის ქარხანა, სადაც ღვინოს ევროპის წესით აყენებდა. 1882 მუხრანბატონის ღვინომ მოსკოვის გამოფენაზე უმაღლესი ჯილდო - სახელმწიფო გერბი,ხოლო 1889 წელს პარიზში გამართულ Exposition Universelle Internationale ოქროს მედალი დაიმსახურა. თავად მუხრანბატონს კი საფრანგეთის მმართველობამ უმაღლესი ჯილდო “Officier du mérite agricole” უბოძა. დღეს ივანე მუხრანბატონის კულტურულ–ისტორიული მემკვიდრეობის აღდენის ფართო პროექტს ახორციელებს სამეღვინეო კომპანია შატო მუხრანი. |
|
|
წმიდა მოწამენი: ფილიმონი, აპოლონი, არიანე, თეოტიქე და ოთხი მხედარი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 27 დეკემბერს, ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას.
როცა უსჯულო თვითმპყრობელმა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, თებაიდის მმართველმა არიანემ ბრძანა, მართლმორწმუნეები ან იძულებით გადაედრიკათ ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, ან - წამებით დაეხოცათ. | წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი და კალინიკე, რომელთა ხსეენბაც აღესრულება 27 დეკემბერს, დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამნენ ბითვინიის კესარიაში.
როცა უსჯულო იმპერატორმა ქვეყანაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, კესარიის მმართველმა კუმბრიკიუსმა მრავალი მორწმუნე მზაკვრობით გადადრიკა საცხოვნებელი გზიდან, სხვებს კი მუქარით აიძულებდა კერპების თაყვანისცემას. მაშინ ერთ-ერთმა ქრისტიანმა ლევკიოსმა საჯაროდ ამხილა მმართველის უსჯულოება. |
| | | |
|