საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

ბატონიშვილი ერეკლე... მეფე ერეკლე II-ის სასამართლოში
ლოვარდ ტუხაშვილი


სამი დღე ზეიმობდა ქიზიყი ნეიშნის გამარჯვებას. სამი დღე რეკდა სოფ. ბოდბისხევის შვიდივე ეკლესიის ზარებიც. ხუმრობა ხომ არ იყო, თხუთმეტი წლის ჭაბუკმა ერეკლე ბატონიშვილმა ნეიშნის ველზე საარაკოდ დაამარცხა დაღესტნელი მოთარეშეები. ამ ამბებიდან ერთი მსგეფსი იყო გასული. ბოდბისხევის წმინდა მარიამის ეკლესიის ,,დაცული ტყის“ პირას სოფლელები ერთმანეთს ჭიდაობაში ეჯიბრებოდნენ. წინა დღეს მოწვევა მიართვეს მაღაროში დაბანაკებულ ერეკლე ბატონიშვილს. უარი შემოეთვალა უფლისწულს: ,,შეუძლოდ ვარო“! სამაგიეროდ ვერცხლით შეჭედილი ხორასნული ხანჯალი გამოეგზავნა ჭიდაობაში გამარჯვებული ფალავნის ჯილდოდ. ხანჯალი განაპირა მუხის ხეზე ეკიდა, ჩამავალი მზის სხივებით განათებული. მწუხრი იწყებოდა უკვე. იცრიცებოდა დღის ნათელი. დოლი და ზურნაც ჩამცხრალიყო. ახალგაზრდა ფალავანს გიორგი დუღაისძეს ხუთი მეტოქე წამოექცია, ამაყად იდგა წრეში და ახალ მეტოქეს ელოდა. აღარავინ სჩანდა მასთან შემბმელი. მსაჯებმა ერთხმად გადაწყვიტეს ერეკლესეული ხანჯალი გამარჯვებულისთვის გადაეცათ. ,,აბა დაუკარით“ - გაისმა უეცრად. კვლავ აბრახუნდა დოლი, აჭყვიტინდა ზურნაც. წრეში მოსხლეტილი ტანის პირშებურვილი ჭაბუკი შემოიჭრა. მოწესეებმა კამეჩის ტყავის ქამრები დაატრიალეს და წრე გააფართოვეს. კუნთმაგარი ჩანდა უცნობი ჭაბუკი. საველე ჩოხა ეცვა, თუშური ქუდი ეხურა, თუშური პაჭიჭები უჩანდა, საჭიდაო ქალამნების თასმებით ამოსალტული. პირშებურულს საოცრად ძლიერი თვალები ჰქონდა. მომნუსხველი მზერით მისჩერებოდა გიორგი დუღაისძეს. ,,არა“, - თქვა მოულოდნელად გიორგიმ - ,,არა ვარ თანახმა. არ დავეჭიდები მაგას. არც ქუდი მოუხდია, სახეც დაფარული აქვს. რა ვიცი, ვინ ოხერია. თანაც ჩემი წონა არ არის, ტანმორჩილია“ - თქვა და წრიდან გავიდა. ,,მშიშარა ხარ“ - კუშტად თქვა უცნობმა. მერე მაყურებლებს მიუბრუნდა. ,,ლაჩარი ყოფილა თქვენი ფალავანი“. ,,ლაჩარიო“ - ეს საშინელი შეურაცხყოფა იყო იმ შორეულ ეპოქაში. ეს სიტყვა მახვილზე უფრო ბასრად ჭრიდა. სილაჩრე სიკვდილზე დიდ საშინელებად ითვლებოდა. მაყურებლებმა ძალად შემოაგდეს წრეში სოფლის ფალავანი, ,,ან იჭიდავებ, ან საჯაროდ ჩამოგკიდებთ მუხის ტოტზე ბატონიშვილი ერეკლეს ხანჯლის მაგიერ“ - მუქარით უთხრა გიორგი დუღაისძეს მამასახლისმა. წამიც და მეტოქეები ერთმანეთს ეძგერნენ. სხარტი ჩანდა უცნობი, ავაზასავით მოქნილი და მოძრავი. გიორგი მიხვდა, რომ სისწრაფით ვერ აჯობებდა. გაჩერდა შუა წრეში, - ,,შენა ბიჭო, მგონი მეცნობი“ - უთხრა ეშმაკური ღიმილით უცნობს. მერე ხელი გაუქანა სახისკენ. საბურველის ჩამოხსნა უნდოდა. უცნობმა სახე აიქნია და უკან გადაიზნიქა. ისარგებლა ამით გიორგიმ, წელში შეუვარდა, ფოლადის სალტესავით შემოაჭდო ვეება მკლავები უცნობს და მუხრუჭით გულაღმა დასცა. ,,უჯეროა“ - დაიყვირა ხალხმა. მაგრამ გიორგი არავის უსმენდა. წაქცეულს ააგლიჯა საბურავი. ყველას გაკვირვების შეძახილი აღმოხდა: ,,ერეკლე ბატონიშვილი ყოფილა, ერეკლე ბატონიშვილი“. ეკლესიის გადასახვევიდან ოციოდე მხედარი გამოიჭრა, პრიალა ჩაჩქანები ეხურათ, ჯაჭვის პერანგები ეცვათ. მათ გადათელეს საჭიდაო წრე და წაქცეულთან მიიჭრნენ. ჭარმაგი მხედარი სწრაფად დაქვეითდა და ხელები გაშალა: ,,ბატონიშვილო, ამას რას ვხედავ, რას იტყვის მეფე“. ერეკლე ფიცხლად წამოიჭრა, მხედარს მახვილი გამოართვა და განზე გამხტარი გიორგი დუღაისძისკენ გაექანა. ,,არა ჩემი წაქცევისთვის, არამედ მოტყუებისათვის, უნდა დავსაჯო“. იმ რაინდულ ეპოქაში ჭიდაობაში მოტყუებით მიქარვა და მეტადრე წელში შევარდნით მუხრუჭი წესების დარღვევად ითვლებოდა. დააშოშმინეს აღელვებული ბატონიშვილი, შესვეს საკუთარ ბედაურზე, რომელსაც ,,ნიავა“ ერქვა. ბატონიშვილი ცხენდაცხენ მიუახლოვდა განაპირა მუხას, ჩამოხსნა ხორასნული ხანჯალი, მამასახლისს გადაუგდო და უთხრა: ,,ეს ჯილდო გადაეცი სოფლის ფალავანს, მაგრამ იცოდეს, სადმე არ შემომეყაროს, თორემ უსათუოდ წავაცლი თავს“.

გამოხდა ხანი. ორი წლის მერე ბატონიშვილი ერეკლე მამამისმა, თეიმურაზ II-მ გამოიძახა ირანში. იქიდან ნადირ-შაჰმა ავღანეთის გზით ინდოეთში წაიყვანა. მშვიდობით დაბრუნებული ბატონიშვილი დაუცხრომლად ებრძოდა მტრებს. არასოდეს ავიწყდებოდა ბოდბისხევში განცდილი მარცხი. ხუმრობდა ხოლმე: ,,წმინდა მარიამის ეკლესიის ჯვარი რომ გამახსენდება, ბეჭები ტეხვას და წელი ტკივილს დამიწყებს ხოლმე“. უყვარდა ბატონიშვილს ქიზიყელები. ოღონდ წყენა მაინც ვერ გაინელა. ჟამითი-ჟამად შემოთვლიდა ხოლმე: ,,ბოდბისხეველებო, ფოლადის მახვილები ხართ ყველანი. ჩამოდით ჩემთან, ჩემი სასახლის კარები ღიაა თქვენთვის. ოღონდ ის ერთი მატყუარა თვალით არ დამანახოთ“. არ მოსწონდა არავის ბატონიშვილის ეს ახირება, მაგრამ ვერავინ უბედავდა შეპასუხებას. ჯერ ერთი, უფლისწული იყო და მეორეც, ღმერთივით უყვარდათ ბატონიშვილი ერეკლე ქიზიყელებს.

გადაიკარგა სოფლიდან გიორგი დუღაისძე იმ საბედისწერო ჭიდაობის შემდეგ. ჩამოიკიდა ერეკლესეული ხორასნული ხანჯალი, მამისეული ხმალი აიღო და გაქრა. მასთან ერთად გადაიხვეწა სამი მისი ერთგული მეგობარი. სულ მალე მთელ კახეთს მოედო უცნაური ,,მფრინავი რაზმის“ ამბავი. ქართველ მხედართა მომცრო გუნდი თავზარს სცემდა ჭარ-ბელაქანს. ალაზნის გაღმა ნაპირებს. გუნდს მეთაურობდა ვინმე გორგა ბოხორელი. კიდევ რამდენიმე ვაჟკაცს ასახელებდნენ: შეუპოვარ გივი ბოდბელს, ,,სატანად“ წოდებულ თედო ფანიანელს და ბუღა მირზაანელს. დაჰქროდა ეს ოთხეული კახეთის მთა-ველებზე. სისხლს უშრობდა დაღესტნელ აბრაგებს. ქიზიყში ამბობდნენ, რომ გორგა ბოხორელი იგივე გიორგი დუღაისძეაო. ცხრა წელიწადი იარეს უჩინმაჩინის ქუდით გორგა ბოხორელის რაზმელებმა. იბარებდა ბატონიშვილი ერეკლე მათ სასახლეში, მაგრამ ამაოდ, არ ცხადდებოდნენ საჯაროდ არსად.

 გავიდა კიდევ ხანი და ბატონიშვილი ერეკლე ნადირ-შაჰმა თეიმურაზ II ქართლის მეფედ დაამტკიცა, ერეკლე II კი კახეთის მეფედ გამოცხადდა. ჩამოვიდა საყვარელ ქიზიყში ერეკლე II. შემოიარა სოფლები. ყველა მთხოვნელ-მახვეწარი საერთო მიღებაზე ბოდბის მონასტერში დაიბარა. ორშაბათ დილას დიდი ჭადრების ქვეშ დაუდგეს ფანჩატური ახალგაზრდა მეფეს. მთხოვნელები სათითაოდ შემოჰყავდათ კარისკაცებს მეფესთან. უკვე იცრიცებოდა დღის სინათლე, წვებოდა მწუხრი, როდესაც ეზოში შავჩოხიანთა ოთხეული გამოჩნდა, ,,გორგა ბოხორელი მოვიდა, მეფეო“ - მოახსენეს ერეკლე II-ს. ,,შემოიყვანეთ“ - ბრძანა მეფემ. და აი, აქ მოხდა საოცრება. როგორც კი გორგა ბოხორელმა მუზარადი მოიხადა, განრისხებული ერეკლე II ფეხზე წამოხტა. მან თავისი ძველთაძველი მტერი გიორგი დუღაისძე ამოიცნო. ,,როგორ, შენ ბედავ ჩემთან მოსვლას?!“ ,,თქვენთან არა, ბატონიშვილო - მიუგო გორგა-გიორგიმ. - მე ჩემს ბატონთან, კახეთის მეფე ერეკლე II-თან  მოვედი. მეფეო! - მუხლი მოიყარა რაინდმა - საჩივარი მაქვს თქვენთან. თუ თქვენ არა, ვის უნდა შევჩივლო. თქვენ ხართ ამ ქვეყნის მეფე, თქვენ უნდა მიქომაგოთ და მიპატრონოთ. თუ ქვეშევრდომს არ დაიცავ, აბა რისი მეფე ხარ“. ერეკლე II  დაჯდა. ,,უსამართლობაში რომ არ ჩამომართვა - თქვა მან - მოწმეებთან ერთად მოგისმენ“. 

დაუძახა ერეკლე II-მ კახეთის სახლთუხუცესს რევაზ ჩოლოყაშვილს, ქიზიყის მოურავს პაპუა ანდრონიკაშვილს, მსაჯულთუხუცესს, მდივანბეგ გიორგი ჯანდიერს, ბოდბის ეპისკოპოსს ონოფრეს. ,,ბატონებო! - თქვა მან, - მომჩივანი შარიანი კაცია, ყველამ ერთად მოვუსმინოთ და განვსაჯოთ მისი სარჩელი“. წამოდგა ფეხზე გორგა-გიორგი. მაშინდელ სასამართლოში თხოვნას მთხოვნელი დაჩოქილი ამბობდა. მაგრამ საჩივარი მომჩივანს ფეხზე მდგომელს უნდა ეთქვა. ,,მეფეო, - დაიწყო გორგა-გიორგიმ, - მეათე წელია ერთმა კაცმა სიცოცხლე გამიმწარა, სოფელში აღარ მაყენებს. მამა-პაპეულ სახლში ვეღარ დავმდგარვარ. საკუთარი სახელი და გვარი ვერ მითქვამს ხმამაღლა. მე რომ მერჩის ეგ მაგის საქმეა, მაგრამ შენ ქვეშევრდომთან რა ხელი აქვს. შენი ქვეშევრდომის დევნა განა შენი შეურაცხყოფა არ არის?“ ერეკლე II დუმდა. უხმოდ მისჩერებოდა მომჩივანს. მერე ონოფრე ბოდბელმა ამოიღო ხმა: ,,შვილო ჩემო, თუ ათი წელი სიკვდილით გემუქრებიან, რად არ მოხვედი ჩემთან და ან ქიზიყის მოურავთან. ახლა ხომ იფიქრებს აუგს ჩვენზეც მეფე. განა არ იტყვის, რომ ჩვენ ვერ ვუვლით მის ქვეშევრდომებს?“ ,,ეჰ, მეუფეო, - თავი დახარა გორგა-გიორგიმ, - იმ კაცს ვერც თქვენ აჯობებთ და ვერც ქიზიყის მოურავი“. მერე ამაყად თავი ასწია და მტკიცედ თქვა: ,,კახეთის მეფე ერეკლე II-სთან, მე ვუჩივი ბატონიშვილ ერეკლეს! დაე, ბატონიშვილმა ერეკლემ ჩემს მეფე ერეკლესთან აგოს პასუხი“. 

ყველა გაოგნდა. დუმილის შემდეგ წამოდგა ერეკლე II და თქვა ხმამაღლა საზეიმოდ: ,,მე მეფე ერეკლე II, გაძლევ თავისუფლებას, ხოლო ბატონიშვილ ერეკლეს, ვითარცა უსამართლოდ შენს მდევნელს, ვაჯარიმებ დამასკური მახვილით“. მოიხსნა მეფემ თავისი დამასკური მახვილი და გორგას გადასცა. გორგა ბოხორელმა ანუ გიორგი დუღაისძემ დაიჩოქა და ისე ჩამოართვა ხმალი მეფეს. ასე მოუგო სასამართლო ბატონიშვილ ერეკლეს ქიზიყელმა გლეხის ბიჭმა მეფე ერეკლესთან.

   

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq