საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

მართლმადიდებლური გეოპოლიტიკის საკრალური გამოვლინება - უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, პასუხი აფხაზეთზე, ჩრდილო ქართლზე და ყირიმზე
გაიოზ მამალაძე


 საკრალური მართლმადიდებლური გეოპოლიტიკის გამოვლინება, გნებავთ, საკრალურის გამოვლინება მართლმადიდებლურ გეოპოლიტიკაში - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნისა და თანამორწმუნეთა ჩაგვრისთვის, რუსეთის იმპერიამ პირველი დიდი დარტყმა უკვე მიიღო, ჯერჯერობით უკრაინაში, იქნება სხვა დარტყმებიც...

 

15 დეკემბერს, უკრაინაში, კიევში, წმიდა სოფიის ტაძარში გაიმართა უკრაინის მართლმადიდებელთა გამაერთიანებელი საეკლესიო კრება, მას ესწრებოდნენ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის კიევის საპატრიარქისა და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები, ასევე უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ორი მღვდელმთავარი. 

 

 

კრებამ უკრაინის გაერთიანებული ადგილობრივი ეკლესიის მეთაურად აირჩია პერეიასლავისა და ბელოცერკოვის მიტროპოლიტი ეპიფანე დუმენკო.

 

 

ფაქტობრივად, დაიწყო უკრაინიდან რუსული ეკლესიის გამოძევების კანონიკური პროცესი. უკრაინაში მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყავდა მოსკოვის საპატრიარქოს, ნაწილი უკვე გადავიდა უკრაინის ეკლესიაში, ნაწილი კი ავტოკეფალიის მინიჭების გამო, სულ მალე გადავა აწ უკვე მშობლიურ და კანონიკურ ეკლესიაში.

 

 

რუსეთის იმპერიამ უზარმაზარი შეცდომა დაუშვა, რაც იმპერიებისთვის დამახასიათებელია, განსაკუთრებით, მათი არსებობის უკანასკნელ ფაზაში, მით უმეტეს, უნიჭო, „სალდაგფონ“ მმართველთა ხელში და ბრძოლა გამოუცხადა თავის ყველაზე ახლო მეზობლებს, რომლებიც მასთან მართლმადიდებლობით იყვნენ დაკავშირებული, საქართველოს და უკრაინას.

 

უკრაინასთან ბრძოლა, გარდა, მართლმადიდებელ მოძმეებთან ბრძოლისა, ატარებდა სხვა ხასიათსაც, უკრაინელები და რუსები აღმოსავლეთ სლავებს ეკუთვნიან და გენეტიკურად უახლესი ნათესავები არიან. ანუ რუსეთი ებრძოდა უახლოეს ნათესავებს.

 

 

ამგვარად, რუსეთის იმპერიამ ბრძოლა გამოუცხადა როგორც მართლმადიდებლებს, ისე გენეტიკურად მოძმეებს, უკრაინელებს, რომელთანაც ისტორიული და კულტურული სიახლოვე, გარკვეულ საკითხში, საერთო ისტორიაც აქვთ.

 

მეტიც, რუსეთის იმპერიამ ბრძოლა გამოუცხადა საკუთარი ეკლესიის უკრაინულ მრევლს და წაართვა საკუთარ მრევლს ტერიტორია - ყირიმი, და წართმევას უპირებს სხვა აღმოსავლურ ოლქებსაც. კიდევ მეტიც, ამ მიზნით, ყაჩაღური დაჯგუფებების სახელით, უკრაინელ ხალხს უხოცავს ჯარისკაცებს, შვილებს...

 

უკრაინის ამბებს აბრალებს დასავლეთს დ

ა არა თავის იმპერიულ და მიუღებელ, ყოვლადგაუმართლებელ, ხისტ, უნიჭო, „სალდაგფონურ“ პოლიტიკას.

 

არ შეიძლებოდა ამას არ გამოეწვია შესაბამისი შედეგი, სამყაროში არაფერი რჩება პასუგაუცემელი.

 

როგორ აღვნიშნე, დღევანდელ მოვლენას წინ უძღოდა, სხვა მართლმადიდებლური ქვეყნისთვის, საქართველოს ტეროტორიების, სოხუმისა და ცხინვალის ოლქების ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია („აღიარების“ სახელით), რაც  მართლმადიდებლურ სამყაროში, პირდაპირ, აღქმულ იქნა, როგორც აგრესია,  მართლმადიდებელი ხალხების მოძმე ერის - ქართველების წინააღმდეგ. აღქმულ იქნა, როგორც უმძიმესი დანაშაულა.

 

მეტიც შეგვიძლია ვთქვათ, შეძრწუნებულად -  რუსეთის იმპერიამ გაილაშქრა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წინააღმდეგ, რომლის წილხვედრიც არის საქართველო.

 

ამას ყველაფერს მოჰყვა საკრალური პასუხი, გნებავთ, გნებავთ, საკრალური გეოპოლიტიკური პასუხი - სასჯელი. და რუსეთის იმპერიამ მიიღო დიდი დარტყმა, დაკარგა და კარგავს დიდ მრევლს უკრაინაში, დაკარგა და კარგავს დიდ შემოსავალს უკრაინის მრევლიდან, დაკარგა და კარგავს დიდ ქონებას უკრაინის ტეროტორიაზე (ტაძრებს, შენობებს, მიწებს, სიწმინდეებს), რაც უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის ხელში გადადის და გადავა.

 

ეს დიდი დარტყმა არის იმპერიისთვის მორალურადაც, რადგან რუსული იმპერია სულ უფრო და უფრო მარცხდება და სუსტდება, სხვადასხვა ასპექტში, ამ შემთხვევაში, საეკლესიო ასპექტში და ასევე სხვა მიმართულებითაც. შეილება ეს ყველაფერი ჯერ მთლიანად და კარგად არ ჩანს, მაგრამ, გამოჩნდება.

შესაძლოა, ეს ყველაფერი პუტინის ადმინისტრაციამ გამოიყენოს იმპერიის რუსული მოსახლეობის უფრო მეტად შეკავშირებისათვის, დამუხტვისა და იმპერიული იდეოლოგიის განმტკიცებისათვის („ნაციის შეკავშირებისთვის საჭიროა მტერი“), თითქოს, დასავლეთი მას, ისევ, შეთქმულებას უწყობს, მტრობს და ებრძვის. მაგრამ, რუსული ეკონომიკა არ დგას ისეთ სიმაღლეზე, რომ შეძლოს შესაბამისი ქმედებების წამოწყება, ან თუ წამოიწყებს, ეკონომიკა მალე ჩამოეშლება რუსეთის ფედერაციას...

 

რუს პოლიტოკოსებს უნდა გაეთავისებინათ თავისი შეცდომები, რაც სხვა მართლმადიდებელ და მეზობელ ხალხებთან მოუვიდათ, რომლებმაც თავი შეაფარეს ნატოს, მაგრამ, რუსეთის იმპერიის უნიჭო მმართველობამ საკუთარი მაგალითის დანახვა და ახალი შეცდომებისგან თავის არიდება ვერ შეძლო, რადგან, ისევ ხისტი და უხეში პოლიტიკისა და ძალის იმედად დარჩა. უნიჭო პოლიტიკის.

 

რუსეთის იმპერიამ ვერ შეძლო ბრიტანეთის ყოფილი იმპერ

იის მაგალითით ეხელმძღვანელა. ბრიტანეთის იმპერია, მისმა ნიჭიერმა და თანამედროვეობაში კარგად გარკვეულმა მესვეურებმა გადააკეთეს თანამეგობრობად, რომელშიც შედის 53 ქვეყანა და სხვათა შორის, დღესაც იზიდავს სხვა ქვეყნებს მასში გაწევრიანებისთვის.

 

უნდა გავიხსენოთ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსის წინა მოგზაურობა კიევში. ეს დაახლოებით 2008 წლის დასაწყისში იყო, როგორც მახსოვს. იმ დროს მოსკოვის საპატრიარქოსთან კონსტანტინოპოლის პატრიარქს გარკვეული უთანხმოება ჰქონდა, მაგრამ, უკრაინელების თხოვნაზე, ეცნო მათი ეკლესიის ავტოკეფალია, მსოფლიო პატრარქმა განაცხადა, რომ სქიზმაზე ვერ წავიდოდა. მაგრამ, მას შემდეგ რუსეთმა არაერთი დანაშაული ჩაიდინა მართლმადიდებლური სამყაროს წინააღმდეგ და უკრაინის ავტოკეფალიის ცნობა, ამგვარად, თვითონ რუსეთმა მოამზადა, მოამწიფა.

 

მაშასადამე, უკრაინის ავტოკეფალიის ცნობა, თვითონ რუსეთის „დამსახურებაა“.

 

კონსტანტინოპოლის პატრიარქის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი არის არა მხოლოდ დასავლეთის პასუხი რუსეთის მიერ აფხაზეთის, ჩრდილო ქართლისა და ყირიმის ანექსიაზე, არამედ ამაში იკვეთება საკრალური ნიშნები. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თავის წილხვედრ ქვეყანას შემწეობის გარეშე არ დატოვებდა და არც მართლმადიდებელ უკრაინელ ხალხს მოაკლდებოდა ყოვლადწმინდას დახმარება.


ეს ზეცის პასუხია! ესაა სწორედ მართლმადიდებლური გეოპოლიტიკის საკრალური გამოვლინება! ესაა პასუხი აფხაზეთისთვის, ჩრდილო ქართლისთვის (ე. წ. სამხრეთ ოსეთისთვის) და ყირიმისთვის ზეციდან! ვისაც არ სწამს ასეთი რამეების, მათთვის გასაგებ ენაზე ვიტყვი, ესაა ლოგიკური პოლიტიკური პასუხი ანექსიებზე!


რუსეთის მესვეურმა უნდა შეიგნონ, რომ ტერტორიათა წართმევების საუკუნეები გავიდა. მათ უნდა მოახერხონ კარგად აცხოვრონ საკუთარი მოსახლეობა, ხოლო მეზობლებს კი, შეეცადონ არაფერი დაუშავონ.

 

და მთავარი, აფხაზეთი, ჩრდილო ქართლი (ე. წ. სამხრეთ ოსეთი) და ყირიმი უნდა დაუბრუნდეს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც თვითონ რუსეთმა ცნო სსრკ-ს დაშლის მერე, აღნიშნული ტეროტორიებით. ეს რუსეთის დამარცხება კი არ იქნება, არამედ რუსეთში რეალური და დემოკრატიული, მართლმადიდებლური პოლიტიკის გამარჯვება.

 

სჯობს ეს მოხდეს ისევ რუსეთის ნებით. აფხაზეთი და ჩრდილო ქართლი მაინც დაუბრუნდება საქართველოს, ხოლო ყირიმი კი უკრაინას, აუცილებლად. ასეთია ისტორიის ლოგიკა. იმპერიების დრო წავიდა, ახლა თანამეგობრობების ეპოქაა.

 

 გაგრძელება იქნება

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq