გთავაზობთ ზვიად გამსახურდიას მიმართვას იბერიულ-კავკასიურო მოძრაობისადმი / ქართული რენესანსის კავშირისადმი.
1992 წლის დასაწყისში ორმა ორგანიზაციამ: ქართველ ნაციონალისტთა ერთობამ (რომელსაც მაშინ ხელმძღვანელობდა აწ გარდაცვლილი კონსტანტინე ჭიჭინაძე) და ქართული რენესანსის კავშირმა (რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი) დავაარსეთ იბერიულ-კავკასიურო მოძრაობა - ეროვნული ფრონტი.
მალე გროზნოში გავემგზავრე პრეზიდენტთან კონსულტაციებისათვის. რა თქმა უნდა, ბატონ ზვიადს ჰქონდა ინფორმაცია ამის შესახებ.
მეორე დილით, შეხვედრაზე გადმომცა ეს მიმართვა, რომელიც ღამით დაწერა. მიმართვა მე ჩამოვიტანე გროზნოდან თბილისში.
რამდენიმე თვეში, იბერიულ-კავკასიური მოძრაობა - ეროვნული ფრონტის ორგანიზაციები: ქართული რენესანსის კავშირი და ქართველ ნაციონალისტთა ერთობა ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციად გავერთიანდით, სახელწოდებით" ქართველ ნაციონალისტთა ერთობა. რა თქმა უნდა, ზვიად გამსახურდიასთან კონსულტაციის შესაბამისად.
ზვიად გამსახურდიას, ჩემი თხოვნით, აღნიშნულ მიმართვაში საგანგებოდ აქვს განხილული რა არის ნაციონალიზმი და რითი განსხვავდება ის ნაციზმისა და შოვინიზმისგან. ვინაიდან, როგორც ვთქვი, ვაპირებდით ქართული, ნამდვილი ნაციონალიზმის სახელით მოქმედებას, საქართველოს პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია კი უდიდესი იდეოლოგი გახლდათ და შესანიშნავად განმარტა კიდეც ყველაფერი.
ზვიად გამსახურდიას აქვს დაწერილი მეორე რედაქციაც აღნიშნული მიმართვისა, რომელიც შედარებით ვრცელია, სახელწოდებაც ოდნავ განსხვავებულია ("მიმართვა იბერიულ-კავკასიური მოძრაობისადმი"). შემდეგში მსგავსი სახელწოდების ორგანიზაცია - იბერიულ კავკასიური მოძრაობა, სხვებმა ჩამაყალიბეს, ჩვენმა მეგობრებმა, რომლებიც ახლაც ნაყოფიერად მოღვაწეობენ აღნიშნული მიმართულებით, კერძოდ, ჩერქეზული კულტურის სახლში.
მე და ჩემი მეგობრები, ვთვლით, რომ ზვიად გამსახურდიას მიმართვა (იბერულ-კავკასიური მოძრაობისადმი / ქართული რენესსანსის კავშირისადმი) ანუ ჩვენი ორგანიზაციისადმი, არის ჩვენი და ჩვენი მოძრაობის მხარდამჭერებისათვის - ა ნ დ ე რ ძ ი, არის ძვირფასი რელიქვია და მიმართვაში წარმოდგენილი იდეები კი ჩვენი სამოქმედო გეგმა. გაიოზ მამალაძე
ზვიად გამსახურდია მიმართვა იბერიულ-კავკასიური მოძრაობისადმი ქართული რენესანსი კავშირისადმი * მივესალმები იბერიულ-კავკასიური მოძრაობის - ეროვნული ფრონტის შექმნას, რომელმაც პრაქტიკულ სინამდვილედ უნდა აქციოს ის იდეები, რომელნიც მუდამ წარმოადგენდნენ ქართული ნაციონალიზმის კორიფეების, ჩვენი დიდი მეფეების, მწერლები სა და მოღვაწეების მამოძრავებელ ძალას. დღეს "ნაციონალიზმი” საძრახის სიტყვად აქციეს სოციალისტებმა, კომუნისტებმა, კოსმოპოლიტებმა, გადაგვარებულმა ეროვნულმა ნიჰილისტებმა. მსოფლიოში ნაციონალიზმს გმობენ ის ამორფული, უტრადიციო, დენაციონალიზებული კონგლომერატები, რომელთაც არ გააჩნიათ ისტორია, თვითმყოფადი კულტურა, რომელთაც სურთ კაცობრიობა აქციონ ერთგვაროვან მასსად, რომელსაც ამოძრავებს მარტოდენ მხეცური ინსტინქტები და მატერიალური ფასეულობებისადმი ინტერესი. "ნაციონალიზმი” და "ნაციზმი” არ არის იდენტური ცნებები. ნაციონალიზმი ნაციის თვითმყოფადობისა და განვითარებისათვის ზრუნვაა, იგი არ უარყოფს სხვა ერების სიყვარულს, მათთან თანამშრომლობას და კეთილმეზობლობას. ნაციზმი კი შოვინიზმის უკიდურესი ფორმაა, ეს არის საკუთარი ნაციის ფეტიშიზაცია, სხვა ერებისადმი სიძულვილი, ერთი ერის მხრივ სხვა ერებზე ბატონობისკენ, მათი მოსპობისკენ სწრაფვა. ნაციზმი და შოვინიზმი მხოლოდ დიდ ერებს ახასიათებს, რომელთაც აქვთ ექსპანსიისაკენ დიდი მიდრეკილება. მცირე ერის ნაციონალიზმი კი არავის უქმნის საფრთხეს, იგი იცავს მარტოდენ საკუთარ არსებობას და თვითმყოფადობას. დღეს ზოგიერთი დიდი ერის შოვინიზმი და ნაციზმი კოსმოპოლიტიზმითა და ინტერნაციონალიზმით ინიღბება, ამიტომაც იგონებენ ახალ-ახალ ფედერაციებს, ინტეგრაციის სივრცეებს და სხვა, რაშიც ვლინდება დიდი ერებისა და სახელმწიფოების ჰეგემონიზმი და ექსპანსიონიზმი. ამის გამო დღეს ევროპის ინტეგრაციის იდეას აუჯანყდა დანია, ინგლისის პოლიტიკური ლიდერი მარგარეტ ტეტჩერი, სხვა ევროპელი მოღვაწენი, ასე რომ ახალი მსოფლიო იმპერიალიზმის მესვეურთ დღეს მრავალი თავსატეხი პრობლემა გაუჩნდათ.იბერიულ–კავკასიური ერთობის იდეებს ღრმა ფესვები აქვთ ჩვენშიც და საზღვარგარეთაც. ეს იდეები გვხვდება ექვთიმე ათონელთან, ლეონტი მროველთან, შემთხვევითი როდია აგრეთვე ჩვენი მეფეების სწრაფვა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ერთობის დამყარებისაკენ. დასავლური ენათმეცნიერებაში და ეთნოლოგიაში ჰუმბოლდტის, ჯონსტონის, კარსცის, ბლუმენბახის და სხვათა შრომები ნათელს ჰფენენ პალეოკავკასიური და პალეომედიტერანული იბერიული მოდგმის წინაისტორიას. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ წინაბერძნული და წინა ინდოევროპული მოსახლეობა პირინეებისა, ხმელთაშუა ზღვისა და ეგეოსის ზღვის აუზისა, ჩრდილო–დასავლეთ ევროპისა და მცირე აზიისა — იბერიული მოდგმისა იყო. ქართველმა მეცნიერებმა — ნიკო მარიმ, მიხეილ წერეთელმა, ტიტე მარგველაშვილმა, ივანე ჯავახიშვილმა, არნოლდ ჩიქობავამ და სხვებმა კავკასიოლოგიისა და იბერიოლოგიის მრავალ პრობლემას მოჰფინეს ნათელი, რასაც მუდამ ჩქმალავდნენ საბჭოურ–სტალინისტური მეცნიერების წარმომადგენელნი, აგრეთვე პრო–ინდოევროპული სკოლის მეცნიერები, პირველ რიგში, სუკ–ის ნაფიცი მეცნიერი თამაზ გამყრელიძე, ვ. ივანო
| ვი და სხვანი, რათა ქართველმა ერმა სწორად არ გააცნობიეროს თავისი ეთნოგენეზისი, თავისი ერთობა იბერიულ–კავკასიურ და იბერიულ–პირინეული მოდგმის ხალხებთან. ამის მიზანია აგრეთვე ქართველ ერს შეუქმნან და ჩამოუყალიბონ ეროვნული არასრულფასოვნების, სიძაბუნის, გარიყულობის კომპლექსი და უფრო იოლად მოახდინონ მისი ასიმილაცია, ანუ `ინტეგრაცია”, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ.დღევანდელი ნეოკომუნისტური, კოსმოპოლიტურ–რუსოფილური, კრიმინალური ხუნტის, ანუ ე. წ. `სახელმწიფო საბჭოს” მესვეურნი იბერიულ–კავკასიური ერთობის იდეების ქადაგებას "ფაშიზმს” უწოდებენ, თუმცა "ავიწყდებათ”, რომ ფაშიზმი არის რასობრივი განსაკუთრებულობისა და უპირატესობის თეორია, ბიოლოგიური რასიზმი, მარტოოდენ ინდოევროპული, უპირატესად გერმანული წარმოშობის ხალხების გამოცხადება კავკასიურ, ანუ თეთრ რასსად, რომელმაც უნდა იბატონოს დანარჩენ კაცობრიობაზე. ასეთი რამ ჩვენთვის უცხოა, ჩვენ არავითარ განსაკუთრებულობას და ჰეგემონიზმს არ ვქადაგებთ, ჩვენ გვსურს ქართველი ერი გაერკვეს საკუთარ ეთნოგენეზისში, სწორი წარმოდგენა შეიქმნას თავის მონათესავე ერებზე და ენებზე, საერთო ეთნიურ და კულტურულ ძირებზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველები, ჩეჩნები, ინგუშები, აფხაზები, ჩერქეზები, ადიღეელები, ყარაჩაელები, ბალყარელები, ყაბარდოელები, ავარიელები, ლეზგები და სხვანი საერთო იბერიული წარმოშობის ხალხებია, პროტოიბერთა შთამომავალნი, მათი მსოფლ
| იო ცივილიზაციისა და კულტურის მემკვიდრენი!იბერიულ–კავკასიურ ხალხთა ერთობის მოწინააღმდეგეთა ძირითად არგუმენტია სარწმუნოებრივი სხვაობა ქართველებსა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხალხებს არ ახასიათებს რელიგიური ფანატიზმი, ისლამური ფუნდამენტალიზმი და ექსტრემიზმი. ისინი რელიგიის საფუძველზე არ აგებენ ურთიერთობას სხვადასხვა ქვეყნებთან და ერებთან. გარდა ამისა, ჩვენს საუკუნეში ისლამისა და ქრისტიანობის დაპირისპირებას პოლიტიკურ სფეროში აღარა აქვს ისეთი ხასიათი და მნიშვნელობა, როგორც ჯვაროსნული ლაშქრობების დროს. ასეთი დაპირისპირება კავკასიელი ხალხებისათვის შუა საუკუნეებშიც უცხო იყო, ვაჟა ფშაველასა და ყაზბეგის შემოქმედებიდან საუკეთესოდ ჩანს, რომ კავკასიური რაინდობა, სტუმართმოყვარეობა და ჰუმანიზმი მუდამ სძლევდა რელიგიური ფანატიზმით და შეუწყნარებლობით გამოწვეულ დაპირისპირებას ჩვენს ხალხებს შორის. ასე რომ, ვინც დღეს რელიგიური ფაქტორის მუსირებით ცდილობს ჩაშალოს ჩვენი გაერთიანება, მას თავად არ ესმის რელიგიის როლი ადამიანურ ცხოვრებაში და პოლიტიკაში, ან შეგნებული ბოროტგანზრახვით სჩადის ამას. რად გვავიწყდება, რომ თვით ქართველთა ნახევარზე მეტი მუსულმანური სარწმუნოების მიმდევარია, რა ვქნათ, გავწიროთ და მოვიკვეთოთ ისინი? ამრიგად, იბერიულ-კავკასიური ერთობის მოძრაობა არის ჩვენი ხალხების თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და აღორძინების უმთ ავრესი პირობა. იგი უნდა გაძლიერდეს და გავრცელდეს მთელს კავკასიაში. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1992 წლის 12 ივნისი * იბერიულ-კავკასიურ მოძრაობა - ეროვნულ ფრონტში შედიოდა ორი ორგანიზაცია - ქართული რენესანსის კავშირი და ქართველ ნაციონალისტთა ერთობა. შემდეგში ეს ორგანიზაციები გაერთიანდნენ ქართველ ნაციონალისტთა ერთობის (ნაციონალისტების) სახელწოდებით. |