საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > იდეოლოგია

მსგავსება და განსხვავება დავით აღმაშენებელსა და სტალინს შორის
გაიოზ მამალაძე
            (მცირედი შემოკლებით დაიბეჭდა ჟურნალში "თბილისელები" 03.12, 2024 წელი)

საქართველოს ისტორიაში სულ რამდენიმე ადამიანია, რომელთა სახელებიც, მათი მოღვაწეობის პერიოდში ძალიან ცნობილი იყო მაშინდელი მსოფლიოსთვის და რომლებიც, გარკვეულ, ზემოქმედებას ახდენდნენ იმდროინდელ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ესენია ვახტანგ გორგასალი, ფარსმან ქველი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი ბრწყინვალე და სტალინი. სხვა ქართველებიც იყვნენ მსოფლიოსთვის მეტნაკლებად ცნობილი, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულნი, თუმცა, შეიძლება ითქვას, საკუთარი დროის მსოფლიო პოლიტიკაში ყველაზე მეტად ცნობილი იყვნენ, მაინც, დავით აღმაშენებელი და სტალინი.

მათ შორის არის გარკვეული მსგავსებები და არის განსხვავებებიც.

დავიწყოთ წარმომავლობით. დავით აღმაშენებელი გახლდათ გვარად ბაგრატიონი. ბაგრატიონების წარმოშობაზე არაერთი ვერსია არსებობს, მათ შორის, საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია თეორია მათი წარმომავლობისა აბრაამ მამამთავრისა და ძველი ისრაელის სამეფოს საგვარეულოდან. ზოგი ბაგრატიონებს სომეხი ბაგრატუნების განაყოფებად თვლის. ზოგი, ქართველებად, სპერელებად, ლაზებად მიიჩნევს. ერთი გადაჭრით უნდა ითქვას, დავით აღმაშენებელი იყო საქართველოს მეფე. მეფეები, საერთოდ, არიან იმ ეროვნებისა, რომელსაც მართავენ, თუნდაც სხვა ქვეყნიდან იყოს დინასტია მისული იმ ქვეყანაში. ეს ყველგან ასეა. ისე, რომელიმე ქვეყნის დიდი თანამდებობის პირებიც შეგვიძლია ჩავთვალოთ იმ სახელმწიფოს ეროვნების მსახურებად, იმ სახელმწიფოს ეროვნების წარმომადგენლად, მიუხედავად წარმოშობისა, რომელსაც ემსახურებოდნენ. მაგალითად, ნაპოლეონი ფრანგია, მიუხედავად მისი კორსიკული წარმომავლობისა, და ტროცკი (ებრაელი) და ლენინი (დედის მხრიდან ებრაელების შთამომავალი, მამის მხრიდან, სავარაუდოდ, ასტრახანელი თათარ-მონღოლების და კალმიკების), მიუხედავად მათი არარუსული წარმომავლობისა, რუსები არიან, და სხვა.

მივუბრუნდეთ წარმომავლობას, ჩვენი კვლევებით აბრაამი და დავით წინასწარმეტყველი, ზოგადად მათი საგვარეულო, სემიტები კი არა, ქალდები იყვნენ, ქალდეველთა ურიდან, რომლებიც შემდეგ გაებრაელდნენ. თუმცა, მაინც მთავარია, რომ ბაგრატიონები ასწლეულების განმავლობაში იყვნენ ქართული კუთხეების, მერე კი სახელმწიფოების მეთაურები, საქართველოს ეკლესიის შვილები, ქართული კულტურის მატარებლები, ქართულენოვანნი, საქართველოს მსახურნი და ქართველები. მოკლედ, დავით აღმშენებელი წარმოშობით გახლდათ ქართველი, ქართულენოვანი და ქართული ეკლესიის შვილი. ბაგრატიონების დნმ-მ აჩვენა, რომ მათ სხვა ქვეყნებში არ ჰყავთ ნათესავები. ეს დავით აღმაშენებლის, შესაძლო, სავარაუდო, შვილთაშვილის - თამარ მეფის ქმრის, დავით სოსლანის დნმ-ია (Q1b2b1b2b2 - Y81205). დავით სოსლანი ბაგრატიონთა გვერდითი შტოდან წარმოშობილად ითვლება, ოს უფლისწულად. გვიანდელი ქართული წყაროები მას გიორგი პირველისა და ოსთა მეფის ასულ ალდეს შთამომავლად მიიჩნევენ. ამაზე, ოსური წყაროები, რა თქმა უნდა არ არსებობს. თანამედროვე ოსეთში შეიქმნა თეორია, თითქოს, დავით სოსლანი ოსი მეფეების შთამომავალი იყო, ოსი იყო. თუმცა, ოსეთში, სოსლანიდების (ბაგრატიონების) მსგავსი დნმ არ აღმოჩნდა. ჩვენ ვფიქრობთ, სოსლანი მართლა უნდა ყოფილიყო ბაგრატიონების გვერდითა, ოსეთში გაბატონებული შტოს შთამომავალი, თუმცა, ამის დნმ დასტური არ გვაქვს, ჯერ არ არის ცნობილი თამარმეფემდელი ბაგრატიონების საფლავი და ამგვარად, არაა ცნობილი მათი დნმ. მაგრამ, ვიმეორებთ, დღევანდელი ბაგრატიონების დნმ-მონათესავე ოსეთში და სხვა ქვეყნებში არ ჩანს.

მოკლედ, დავით აღმაშენებელი იყო ქართველი.

სტალინის წარმოშობაზე უამრავი ვერსია დადის, თითქოს, არ იყო დედამისის ქმრის, ბესარიონ ჯუღაშვილის შვილი და სხვა. თუმცა, ეს გამოწვეულია სტალინის გვარის, ჯუღაშვილის, თითქოსდა კავშირიდან ოსურ ძუგასთან, ძუგაევთან და ამით, დედამისის საყვარლისგან მის წარმოშობის მტკიცებით, თითქოსდა, სტალინის გაქართველებას ცდილობენ. ჩვენ არ ვიზიარებთ ამ ვერსიებს. ვფიქრობ, სტალინი ნამდვილად იყო ბესარიონის ძე. ზოგი თვლის, რომ სტალინის წინაპრები, ჯუღაშვილები, იყვნენ ოსები, მამა და პაპა კი გაქართველებული.

ბოლო ხანს გაკეთდა სტალინის შთამომავალთა დნმ კვლევა და დადგინდა მათი დნმ-ა G2a1a1a1a1a1a1a1b1 - Z7947, თანამედროვე კლასიფიკაციით G-GG332. ასეთი დნმ-ს მატარებელი რამდენიმე გვარია ყოფილა ოსეთში. ამ ჰაფლოჯგუფს ოსებმა რატომღაც „ოს ბაყათართა“ დნმ უწოდეს. ჰყოლიათ რამდენიმე ახლოს მდგომი ნათესავი, მაგალითად, დრიაევი და კისიევი. მაგრამ, რაც მთავარია, ძუგაევები არ აღმოჩნდნენ ჩვენი ჯუღაშვილების დნმ მსგავსი დნმ-ს მატარებლები, ანუ ნათესავები. მაშასადამე, ჩვენი ჯუღაშვილები არ არიან ძუგაევების განაყოფები. რაც შეეხება კვლავ სტალინის დნმ-ს, ეს ჰაფლოჯგუფი წარმოქმნილი უნდა იყოს დაახლოებით 1 200 წლის წინ, ცენტრალური კავკასიის მთებში. სარმატულ და სხვა, ირანიდან კავკასიაში და კავკასიის უფრო სამხრეთით მოსულთა საფლავებში მსგავსი დნმ არ აღმოჩნდა. აღნიშნული ჰაფლოჯგუფი დაახლოებით 3 700 წლის წინ არის გამოყოფილი ძირითად ხაზს G2 ჯგუფისა. აქვე აღვნიშნოთ, რომ ქართველთა დიდი ნაწილის ჰაჰლოჯგუფები G2-ის განაყოფებია. ჩვენი აზრით, სტალინის წინაპართა, ასევე, კისიევების და დრიაევების, ასევე, ოსეთში არსებული ბევრი გვარის წინაპრები უნდა ყოფილიყვნენ დვალები, საქართველოს ძველი ისტორიული ტომი, რომელიც მოსახლეობდა დარიალის გარშემო მიდამოებში, დვალეთში. დვალეთში, შუა საუკუნეებში, ქართული სამწიგნობრო სკოლაც არსებობდა. დვალების ნაწილი, შემდეგ, დროთა ვითარების გამო, საქართველოს დასუსტების გამო, გვიან შუა საუკუნეებში გაოსდა, ნაწილი კი ჩრდილოეთ კავკასიაში რუსების გაბატონებისა და ამგვარად, ქართული კულტურისა და ენის შევიწროვების შედეგად.

ჩვენი აზრით, ჯუღაშვილები, თუნდაც, რომ იყვნენ გადმოსულები ჩრდილო კავკასიიდან, ოსურენოვანი გარემოდან, გვიან შუა საუკუნეებში, ან უფრო გვიანაც, მაინც ქართველები არიან. მათი წარმომადგენლობა საქართველოში, თუნდაც გადმოსახლებული იყოს, მაინც გაქართველებულია, როგორც არაერთი გვარია გაქართველებული სხვა რეგიონებიდან და ქვეყნებიდან მოსული, სადაც წარმოიშვა მათი დნმ (იხ. შესაბამისი კვლევები სხვა, ზოგიერთ ქართულ გვარზე).

რაც მთავარია, როგორც ვთქვით,  ჩრდილო კავკასიაში ჯუღაშვილების დნმ-ს მატარებელი წინაპრების, სავარაუდო, თეორიული, სახლობის დროს, 3 700 წლის წინ, ჯერ კიდევ არ იქნებოდა მოსული ოსურ-ირანულ-არიული ტალღა, რომელმაც, შემდეგში, ოსურენოვნად აქცია ადგილობრივი კავკასიელების ნაწილი. ანუ, თუ მართლა ოსეთიდან მოსული არიან სტალინის წინაპრები, ისინი იყვნენ ქართველების მონათესავეთა შთამომავლები.

 გარდა ამისა, ვფიქრობ სტალინი იყო ქართველი, ქართველი დედის შვილი, ქართულენოვანი და საქართველოს ეკლესიის (მაშინ ავტოკეფალია გაუქმებულის, მაგრამ, იდეაში არსებულის) შვილი. ცნობილია, რომ დედამისი მორწმუნე ქალი გახლდათ და შვილი ეკლესიაში დაჰყავდა. პატარაობაში იოსებ ჯუღაშვილი აზროვნებდა ქართულად, ლოცულობდა ქართულად, ლექსებს წერდა ქართულად. შემდეგში სასულიერო სასწავლებელშიც სწავლობდა.

ბავშვობაში დავით აღმაშენებელი ოცნებობდა, თურმე, ბერობაზე. მაგრამ, არ გამოუვიდა. სტალინი სწავლობდა სასულიერო სასწავლებელში, რაც, სასულიერო ცხოვრებისკენ მიმავალი გზა იყო. მაგრამ, მერე რევოლუციონერობა არჩია.

დავით აღმაშენებელი მაშინდელი მსოფლიოს პოლიტიკაზე ზემოქმედებდა. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის წამოწყებამ მაშინდელი განვითარებული მსოფლიოს ვითარება და პოლიტიკური რუკა შეცვალა, რაშიც, გარკვეული წვლილი მიუძღოდა დავით აღმაშენებლის ჯარის ნაწილის მონაწილეობას ჯვაროსნულ ომში. დავით მეფის გამარჯვებამ დიდგორში, მანამდე ერწუხში, დავით აღმაშენებლის სამხედრო მომედებებმა საქართველოში, რაც ჯვაროსნების ირიბი დახმარება და მოკავშირეობაც იყო და, ზოგადად, დავით აღმაშენებლის პიროვნულმა თვისებებმა, დიდი გამოხმაურება ჰპოვა იმდროინდელ მსოფლიოში. მნიშვნელოვანი იყო ჯვაროსნების, ბიზანტიისა და საქართველოს თანამშრომლობა. არის ცნობა, რომ მაშინდელი მსოფლიოს ორი ყველაზე დიდი პოლიტიკოსი, ბიზანტიის კეისარი (ბასილევსი), ალექსი და იერუსალიმის მეფე, ბალდუინი, დავით მეფის სანახავად, ფარულად იყვნენ ჩამოსული საქართველოში. ეს სამი ხელმწიფე (იერუსალიმის წინა მეფეებიც) იბრძოდნენ უფრო ქრისტიანული სივრცის გაფართოებისათვის, რაც უფრო მეტად ჰუმანური იყო იმ დროისათვის.

ასევე, არის ცნობა, რომ ჩვენი მეფის ფარულად სანახავად,  დერვიშის ტანსაცმელში გადაცმული, ერთ-ერთი თურქი სულთანიც მოსულა საქართველოში, იმდენად აინტერესებდა დავით მეფე და ჩვენი სამეფო.

სტალინიც მსოფლიო პოლიტიკის ცენტრში იყო, რადგან უდიდეს რუსულ იმპერიას ჩაუდგა, ლენინის მერე, სათავეში და მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ გამარჯვებულად ითვლება. მას მაშინდელი მსოფლიოს სამი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსის რიგებში ვხედავთ, რუზველტთან (და ტრუმენთან) და ჩერჩილთან ერთად. რომლებმაც მოახდინეს მსოფლიოს ახალი გადანაწილება. ეს სამი პოლიტიკოსი იბრძოდა, თუნდაც იძულებით, უფრო ჰუმანური მსოფლიოსათვის, ტირანულ ძალასთან, ნაცისტებთან. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მანამდე სტალინი ნაცისტ ჰიტლერის მოკავშირე იყო ევროპის გადანაწილებისათვის დაგეგმილ საკითხში, მოლოტოვ-რიბენტროპის ზავით, რაც ჰიტლერმა ჩაშალა სსრკ-ზე თავდასხმით.

დავით აღმაშენებელსაც და სტალინსაც პოეტური გატაცება ჰქონდათ, სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპებზე, თუმცა, მაინც.

ორივეს ძალიან უყვარდა წიგნების კითხვა, ძალიან. ეს საკითხი ცნობილია, ამიტომ, ბევრს აღარ ვისაუბრებთ.

ორივე, საკმაოდ თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობდა. თუმცა, არის ცნობები, რომ სტალინს ძალიან უყვარდა, ხანდახან, ქეიფის გამართვა, სადაც ქართული ღვინო ისმებოდა. ამბობენ, განსაკუთრებული კერძებიც ბევრი იყოო. დავით აღმაშენებელი, თითქმის, ბერივით ცხოვრობდა. ამიტომაც უწოდეს, ალბათ, მეფე-მღვდელი.

ორივემ, ფაქტობრივად, ახლიდან შექმნა სახელმწიფო. დავით აღმაშენებელმა ჩაიბარა აფხაზთა პატარა სამეფო და ის აქცია ერთიან ქართულ-კავკასიურ სახელმწიფოდ, შეიძლება ვუწოდოთ - იმპერიაც. რომლის შემადგენლობაში შემოიყვანა მაშინდელი შირვანი და სომხეთის ნაწილი, თუმცა, სომხებისავე თხოვნით. შირვანის დასავლეთი ნაწილი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ დასახლებული იყო ქრისტიანებით, ქართველი ჰერებით, და ამიტომ. აღმოსავლეთი შირვანი კი იმიტომ, რომ იქიდან თურქთა შემოჭრის საშიშროება მოესპო.

სტალინმა, ფაქტობრივად, გააძლიერა ლენინის მიერ საფუძველჩაყრილი სახელმწიფო, ცენტრალიზებული და გააფართოვა საბჭოთა კავშირი, რომელიც მემკვიდრე იყო დიდი რუსული იმპერიისა. ჯერ, რუსეთის იმპერიიდან გასული ქვეყნების დაკავებით. შემდეგ, ასევე რუსეთის იმპერიისგან გასული პოლონეთის ჯერ დაკავებით, მერე ვასალად ქცევით, შემდეგ აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა კავშირის ვასალური ქვეყნებისა და სივრცის შექმნით.

დავით აღმაშენებელს თავის „გალობანი სინანულისანში“ უწერია, რომ „ვიღწვოდი უმეზობლობასა“, ანუ საზღვრებს ვაფართოვებდიო, სამეფოებს ვიპყრობდიო. ის აფართოვებდა საქართველოს საზღვრებს. ასევე, როგორც აღვნიშნეთ, რომელ სახელმწიფოსაც მართავდა, მისი საზღვრები სტალინმაც გააფართოვა, რუსეთი გააფართოვა. ხოლო, მისი მბრძანებლობის დროს საქართველოს კერძო საზღვრები ნამდვილად შემცირდა. ესეც კიდევ ერთი განსხვავება დავით აღმაშენებელსა და სტალინს შორის.

 სახელმწიფო მანქანა და დასჯის მეთოდები. სახელმწიფოს მუშაობის სისტემა დიდწილად დამოკიდებული იყო ტრადიციაზე, რომელიც ჩაიბარა დავით აღმაშენებელმა, თუმცა, რეფორმებიც მოახდინა. მისი რეფორმების ერთ-ერთი მიმართულება იყო საეკლესიო კრება და ეკლესიის გაწმენდა ქვაბავაზაკებისგან, შემდეგ კი ეკლესიის გავლენის გამოყენება საქართველოს გასაძლიერებლად. დავით აღმაშენებელი ქვეყანას მართავდა სარდლებთან და ბერებთან ერთად. სტალინის დროს ეკლესია იყო ძალიან შეზღუდული და უამრავი სასულიერო პირი იქნა მოკლული სისტემის მიერ.

სასჯელის ზომები. სასჯელები, რომლებიც ვიცით, რომ განახორციელა დავით აღმაშენებელმა. სამი მონაცემი გვაქვს: ტფილისის აღებისას 500 დაქირავებული განჯელის სარზე გასმა, სახელმწიფო მოღალატე ლიპარიტ ბაღუაშის დაპატიმრება 2 წლით, საერისთავოს ხელმძღვანელობის ჩამორთმევით, შემდეგ მისი შეწყალება და მისთვის ერისთავობის უფლების აღდგენა. ლიპარიტის მიერ დანაშაულის განმეორების გამო მისი ხელახლა დაპატიმრება და უცხოეთში გასახლება. მესამე, აფხაზეთის საერისთავოში დამსახურებული ადამიანების დასაჩუქრება და დამნაშავეთა „წურთნა“.

ქვეყნის ერთიანობის წინააღმდეგ უცხო ქვეყნიდან დაქირავებული უცხოელი მტრების სიკვდილით დასჯა ბუნებრივი მოვლენა და აუცილებელი იყო იმდროინდელ სამყაროში. ლიპარიტის დასჯა საკმაოდ ჰუმანური მეთოდებით განხორციელდა. ხოლო ტერმინი „წურთნა“ ჩვენ სხვაგან განხილული გვაქვს და უნდა ნიშნავდეს შეგონებას, გამოსწორების მცდელობას. შეიძლება ვინმე შეგვეკამათოს, მაგრამ, „წვართნა“არანაირად არ ნიშნავს სიკვდილით დასჯას, თუ ვინმე დაუშვებს რომ ფიზიკურ ცემას ნიშნავს, ესეც არანაირად არ უახლოვდება იმ სისასტიკეს, რასაც სიკვდილით დასჯა ჰქვია, მითუმეტეს, მასობრივი დასჯები სიკვდილით, განხორციელებულნი კომუნისტურ იმპერიაში.

სტალინის დროს მასობრივად სჯიდნენ სიკვდილით, მილიონობით ადამიანია დახვრეტილი ან გასდასახლებაში დაღუპული. კონკრეტულად, სტალინის პირადი ბრძანებით შეიძლება ეს არ ხდებოდა, თუმცა, სახელმწიფო მანქანა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სტალინი, ასეთი იყო. გარკვეულწილად, ეს რუსული სახელმწიფოს ისტორიული ტრადიცია გახლდათ, ერთიანი ქართული სახელმწიფოს ტრადიციისგან განსხვავებით. ამასთან, უნდა ითქვას, რომ მეოცე საუკუნის ოციანი-ოცდაათიანი-ორმოციანი წლები სასტიკი იყო არა მხოლოდ რუსეთში, არამედ, ისეთ კულტურულ ქვეყანაშიც, როგორიც გერმანიაა (გერმანიაში უფრო ორმოციანი წლები, და მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელთა მასობრივი განადგურება). აქვე აღვნიშნოთ, რომ 1920-1930-იანი წლების გერმანული, უფრო სწორად, ნაცისტური რეპრესიები იმავე წლების რუსულ-საბჭოურ სისასტიკესთან ახლოს ვერ მივა.

თავის სიცოცხლეში, დიდი პატივისცემით სარგებლობდა დავით აღმაშენებელი საქართველოს უბრალო მოსახლეობაში, სამხედროებსა და ეკლესიის წარმომადგენელთა შორის.

სტალინის სიცოცხლეში, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს შორის შეიქმნა სტალინისადმი დადებითი, აღფრთოვანებული, ბელადური დამოკიდებულება, რისი დამამტკიცებელიც არის 1956 წლის მარტის მოვლენები, ქართველების მნიშვნელოვანი ნაწილის გამოსვლა სკკპ-ს ყრილობის მიერ სტალინის „კულტის დაგმობისა“ და ძეგლების განადგურების წინააღმდეგ, რაც განპირობებული იყო ქართველების დიდი ნაწილის მიერ - სტალინის პიროვნებაში ქართული გენიის გამოვლინების ძიებით, რაც იმდროინდელი ვითარების, საქართველოს მდგომარეობის, ტოტალიტარიზმის, პროპაგანდის, განწყობებისა და მოვლენების შედეგი გახლდათ.

 დღეისათვის, დავით აღმაშენებელი ქართული სამხედრო, პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი და კულტურული ნიჭიერების უმაღლეს გამოვლინებად ითვლება.

სტალინს ისევ ბლომად ჰყავს თაყვანისმცემლები, რომლებიც თვლიან, რომ სტალინი ქართველი კაცის სამხედრო-სტრატეგიული და პოლიტიკური გენიის სიმბოლოა. მათი დიდი ნაწილი იმიტომ კი არ არის სტალინისტი, რომ მოსწონთ სტალინის პარტიის მიერ საქართველოს ანექსია, ქართული მიწების მეზობლებისთვის გადაცემა, მასობრივი რეპრესიები და სხვა, ამაში ისინი სხვებს თვლიან დამნაშავედ, ლენინს, ორჯონიკიძეს, კომუნისტურ პარტიას, დროს... და არა სტალინს, არამედ იმიტომ, რომ, ალბათ, წესრიგი ენატრებათ და საქართველოს დიდება უნდათ, რასაც ვერ ხედავენ ამჟამინდელ ვითარებაში, ხოლო დავით აღმაშენებელი შორეულ წარსულად მიაჩნიათ.

მიუხედავად ჩემი უარყოფითი დამოკიდებულებისა სტალინისადმი, ასე თუ ვიფიქრებთ, სტალინისტების, რომლებსაც არ უნდათ რუსეთმა კვლავ ანექსია მოუწყოს საქართველოს, გაგება შეიძლება.

ქართული სამხედრო-სტრატეგიული, პოლიტიკური, კულტურული გენიისა და ქართული ზნეობის, გულისხმიერების, სიკეთის უმაღლესი გამოვლინება, ყველაზე მეტად, დავით აღმაშენებლის პიროვნებაშია გამოხატული.

დავით აღმაშენებელია ქართველობის უმაღლესი სიმბოლო, ყველა გაგებით!

 

 

 

 

 


მამული, ენა, სარწმუნოება

მოციქულნი: იასონი და სოსიპატრე, კერკირა ქალწული და სხვანი, მოწამენი: სატორნიოს, იაკისხოლე, ფავსტიანე, იანუარი, მარსალი, ევფრასია, მამია, ზენონი, ევსევი, ნეონ და ვიტალი (ხსენება 11 მაისს)
იასონ მოციქული ტარსში (მცირე აზია) ცხოვრობდა. ის ქალაქის მკვიდრთა შორის პირველი შეუდგა ქრისტეს. მოციქული სოსიპატრე აქიიდან იყო. ორივენი წმიდა პავლემ დაიმოწაფა. დიდმა მოძღვარმა წმიდა იასონს ტარსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, წმიდა სოსიპატრე კი იკონიის ეპისკოპოსად აკურთხა. სარწმუნოების საქადაგებლად ისინი დასავლეთში გაემგზავრნენ და 63 წელს მიაღწიეს კუნძულ კერკირას.
11 მაისი - ხსენება ღირსი კირილის, ტუროველი ეპისკოპოსისა
წმიდა კირილის მაღალმა სიწმინდემ და განათლებამ მიიქციეს საყოველთაო ყურადღება და ის აირჩიეს ტუროვის კათედრაზე. წმიდა კირილს ეკუთვნის გზავნილები წმიდა ანდრეი ბოგოლიუბსკის მიმართ, რომლებშიც განსწავლიდა მას საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა საკითხებზე.
gaq