საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები დღეს

რუსეთის სამეფო დინასტია აღიარებს თავის დანაშაულს საქართველოს სამეფო დინასტიის წინაშე

(წიგნიდან "რუსეთის საიმპერატორო ტახტის სამემკვიდრეო")

ბაგრატიონების სახლის შესახებ

საიმპერატორო სახლის ამჟამინდელი მეთაურის უავგუსტესი მეუღლეა დიდი მთავრისა ლეონიდა გეორგიევნა, ასული ბაგრატიონ-მუხრან-ბატონისა, საქართველოს სამეფო სახლის წევრი, ბ ა გ რ ა ტ ი დ ე ბ ი - მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი დინასტიაა, რომლის წარსულზეც კიდევ ვისაუბრებთ ამ თავის დასასრულს. თავდაპირველად კი მის სადღეისო დინასტიურ მდგომარეობას შევეხებით.

1946 წელს დიდმა მთავარმა ვლადიმირ კირილოვიჩმა, რომელიც მაშინ ჯერ არ იცნობდა თავის მომავალ მეუღლეს, ვისთანაც ორი წლის შემდეგ იქორწინა - მიიღო შეკითხვა ესპანეთის სამეფო სახლის წევრის, ინფანტ დონ ფერნანდოსაგან - ბავარიის პრინცისაგან, რომლის შინაარსიც გაცხადებული იყო 1946 წლის 5 დეკემბრის აქტში:

"მისმა სამეფო უდიდებულესობამ, ინფანტმა დონ ფერნანდომ - ბავარიის პრინცმა, მომმართა შეკითხვით, მისი ქალიშვილის, ინფანტა მერცედესის თავად ირაკლი გიორგის-ძე ბაგრატიონთან ქორწინების წინ. თუ მხედველობაში მივიღებთ საქართველოს დამოუკიდებლობას 1918-დან 1921 წლამდე და ასევე საქართველოს სამეფო სახლის სადღეისო მდგომარეობას, შესაძლებლად ვთვლი თუ არა მე მოსალოდნელი შეუღლება ჩავთვალო თანაბარ ქორწინებად.

"ბერნში ესპანეთის წარგზავნილის, გრაფ დე ბაილენის მეშვეობით ინფანტისათვის გადაცემული ჩემი პასუხი დადებითი გახლდათ, რადგან საქართველოს ისტორიისა და ქართული საკითხის ხანგრძლივი და გულმოდგინე შესწავლის შედეგად და იმ რჩევათა საფუძველზე, რომლებიც მივიღე - ბიძაჩემის, ჩემი გარდაცვლილი მამის ძმის, დიდი მთავრის ანდრეი ვლადიმიროვიჩისაგან, ჩემი მრჩევლებისა და ისტორიის პროფესორ მ. მუსხელიშვილთან წერილობითი ურთიერთობის შესახებ, მე მივიჩნევ სამართლიანად და სასარგებლოდ - ვაღიარო ბაგრატიონთა უფროსი შტოს სამეფო ღირსება, ისევე, როგორც მათ წევრთა უფლება, იწოდებოდნენ საქართველოს მთავრებად და ატარებდნენ მათი მეფური უმაღლესობის ტიტულს. ამ ოჯახის უფროსი დღეისათვის ბრძანდება თავადი გიორგი ალექსანდეს - ძე..."

აქ უნდა გავიხსენოთ, რომ დიდი მთავარი ანდრეი ვლადიმიროვიჩი, რომელსაც იურიდიული განათლება ჰქონდა იმ დროისათვის ყველაზე ავტორიტეტული და კომპეტენტური იყო რუსული კანონებისა და ტახტის მემკვიდრეთა საკითხში. იგიც და საიმპერატორო სახლის სხვა წევრიც, დიდი მთავრისა მარია პავლოვნა უმცროსიც, რომელთაც მაშინ დაეკითხნენ, თვლიდნენ, რომ რომანოვებისა და ბაგრატიონების სახლების იურიდიული მდგომარეობა, როგორც ყოფილი სამეფო დინასტიებისა, იმჟამად თანაბარფასოვნად ჩაითვლებოდა.

ასე რომ, როდესაც ორი წლის შემდეგ დიდმა მთავარმა ვლადიმირ კირილოვიჩმა გადაწყვიტა თვითონ დაკავშირებოდა ქორწინებით ბაგრატიონთა სახლის წევრს, ამ ქორწინების ღირსშესაბამისობის შესახებ უკვე აღარ დასმულა კითხვა. ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო 1946 წლის 5 დეკემბრის აქტით - ძირითადად კანონთა - 219-მუხლის საფუძველზე დამყარებულ საიმპერატორო სახლის ყველა წევრისათვის აუცილებელი აქტით: ხელმწიფე იმპერატორი ყოველ შემთხვევაში შერაცხულ უნდა იყოს მთელი საიმპერატორო საგვარეულოს მეთაურად და საყოველჟამოდ მასზე მზრუნველად და მფარველად".

აქ შეგვეძლო დაგვესვა წერტილი, მაგრამ ამ საკითხში მრავალ ადამიანთა გაურკვევლოვის გამო, რამდენიმე სიტყვით მოგახსენებთ ბაგრატიდების სახლზე, როგორც 1801 წელს რუსეთის იმპერიასთან შეერთებამდე, ისე ამ შეერთების შემდგომ.

უძველესი დროიდან საქართველო იყო მართლმადიდებლური სამეფო, გარშემორტყმული სხვა რწმენის, უმთავრესად არაქრისტიანული სამყაროთი. აყვავებისა და ძლიერების პერიოდებს ენაცვლებოდა დაცემისა და დაქუცმაცებულობის წლები. საქართველოსაც, ისევე, როგორც ჩვენ, განუცდია ოქროს ურდოს შემოსევები, ხოლო უფრო გვიანდელ ხანაში მას ედგა სპარსეთის შაჰისა და თურქეთის სულთნის უღელი. მთელი ისტორიის მანძილზე ბაგრატიონები ყოველთვის რჩებოდნენ ქართველებისათვის იმ მეფეებად, რომლებიც თავის ხალხთან ერთად ინაწილებდნენ მის სიხარულსაც და გაჭირვებასაც, იმისდა მიუხედავად, დამოუკიდებელი და ძლევამოსილი სამეფოს მეთაურები იყვნენ ისინი, თუ მუსულმან მბრძანებელთა ვასალები.

საქართველოს დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს რუსეთთან - შუა საუკუნეებში კი მოსკოვის მეფეებთან. ჩვენ უფრო გვიანდელ პერიოდზე შევჩერდებით. საქართველოს კავშირებზე რუსეთთან მე-18 საუკუნის ბოლოსათვის, როდესაც საქართველომ გადაიგდო სპარსეთის უღელი, იმ ერთი ყველაზე უფრო გამოჩენილი მეფის მმართველობის ხანაზე, ვისი სახელიც ერეკლე მეორე გახლავთ. საქართველოს ჰქონდა დამოუკიდებლობა, მაგრამ ეს უძველესი სამეფო დაშლილი იყო და იმერეთში ტახტი ბაგრატიდების სხვა შტოს წარმომადგენელს ეპყრა. მაგრამ ერეკლე ილუზიების ტყვეობაში არ ყოფილა: იგი ნათლად ხედავდა თავისი მდგომარეობის სისუსტეს და დარწმუნებული იყო, რომ ადრე თუ გვიან სპარსეთი და თურქეთი განაახლებდნენ თავდასხმებს საქართველოს დასაპყრობად, ხოლო თავისი ძალებით იგი ვერ შეძლებდა მათ მოგერიებას. ამიტომ მან გადაწყვიტა დახმარება ეძებნა რუსეთში და ეღიარებინა მისი ზოგიერთი უფლება. შედეგად რუსეთსა და საქართველოს შორის დაიდო სამოკავშირეო ხელშეკრულება. ეს მოხდა 1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკში, რის საფუძველზეც იმპერატრიცა ეკატერინე მეორე საქართველოს იღებდა თავის მფარველობაში და რუსეთს ეძლეოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკისადმი კონტროლის უფლება. იმავდროულად რუსეთის მხრიდან დაიდო პირობა: "პატივი ეცა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და რომ მომავალში ერეკლე მეორე, როგორც რუსეთის ერთმორწმუნე და მოკავშირე, იქნებოდა საქართველოს მეფის წოდების მფლობელი და ამ წოდებასა და უფლებებში იგი, ისევე, როგორც მისი შთამომავლობა, რუსეთისაგან დამტკიცებულია საუკუნოდ და სამარადჟამოდ..." ეს სიტყვები: "საქართველოს მეფის წოდების მფლობელი" ნიშნავდა, რომ თუმცა საქართველოს ძველი სამეფო იმ დროისათვის დანაწევრებული იყო, "საქართველოს მეფის" ტიტული სწორედ მეფე ერეკლესა და მის შთამომავლობას ეკუთვნოდა.

სამწუხაროდ, 13 წლის შემდეგ ეს შეთანხმება დაირღვა. ისევ განახლდა საქართველოზე თურქებისა და სპარსების შემოსევები. მათ შეუპოვრად ეწინააღმდეგებოდა მოხუცებული მეფე ერეკლე, მისი საყვარელი ვაჟის, ლევანის სიკვდილით სევდისაგან გულგასერილი და ამასთანავე, ჯანგატეხილიც. იგი 1798 წელს გარდაიცვალა და მემკვიდრედ დარჩა გიორგი მე-12, სუსტი და ავადმყოფი ადამიანი. სპარსეთის შაჰი ცდილობდა მის დარწმუნებას, რომ უჯობდა კავშირი გაეწყვიტა რუსეთთან, მაგრამ მან უარით უპასუხა. მისი ძმა ალექსანდრე კი რუსეთის ნამდვილი მტერი იყო და თურქეთის მოკავშირე ავარელ ომარ ხანთან კავშირში მოქმედებდა. ამ ვითარებაში იმპერატორმა პავლემ საჭიროდ სცნო გაეგზავნა ჯარი საქართველოში და 1800 წელს ორი რუსული ბატალიონი ჩავიდა თბილისში გენერალ ლაზარევის მეთაურობით. მეფე გიორგის ლოიალობა არავითარ ეჭვს არ იწვევდა. წინა წელს მისმა ვაჟებმა, იოანემ და ბაგრატმა დამარცხება აგემეს მოწინააღმდეგე ბანაკში მყოფ ბიძას, ალექსანდრეს. მაგრამ მეფე გიორგი უკვე სასიკვდილოდ იყო დაავადებული წყალმანკით და მისი მზეც ესვენებოდა.

მეფემ სცადა თავისი ვაჟის, დავითისათვის უზრუნველეყო მემკვიდრეობა და ახალი ხელშეკრულების პროექტიც შემუშავდა, რომელსაც 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი უნდა შეეცვალა. ამ პროექტით საქართველო უფრო მჭიდროდ უკავშირდებოდა რუსეთის იმპერიას, მაგრამ ამისდა მიუხედავად ბაგრატიონთა ტახტის ხელშეუხებლობა მაინც გარანტირებული იყო. მაგრამ მეფე გიორგი მიიცვალა 1800 წლის დეკემბერში, სანამ ეს პროექტი რეალურად მიიღებდა შეთანხმების სახეს. ბატონიშვილმა დავითმა ვერ გაბედა ტახტზე ასვლა გამოეცხადებინა და 1801 წლის იანვარში გამოიცა საქართველოს რუსეთთან შეერთების მანიფესტი.

ასე რომ, რუსეთმა დაარღვია პირობა, რომელიც მას გეორგიევსკის ტრაქტატით ეკისრებოდა. ჩვენ აქ არ შევჩერდებით იმ მოტივების კრიტიკაზე, რომლებმაც გამოიწვიეს პოლიტიკის შეცვლა. ამისათვის მაშინ უცილობლად იქნებოდა გარკვეული მიზეზები, მაგრამ თუ წმინდა ადამიანური მოსაზრებებით განვსჯით, არ შეიძლება არ ითქვას, რომ პოლიტიკის ამ ცვლილებამ, რომელიც მუხანათობის ზღვართან დგას, არ შეიძლება სინანულის გრძნობა არ გამოიწვიოს რუს ადამიანებში. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ უდავოა: როგორიც არ უნდა ყოფილიყო კონიუნქტურული მოსაზრებები, რის გამოც რუსეთის ხელისუფლებამ აუცილებლად მიიჩნია საქართველოს გამგებლობა თავისი უშუალო კონტროლის ქვეშ მოექცია, ეს მოსაზრებანი ვერ გაანთავისუფლებენ რუსეთს იმ დაპირებისაგან, რომელიც მან მისცა ბაგრატიონების სახლს გეორგიევსკის ტრაქტატის დადების დროს. ბაგრატიონები იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, როგორშიც მოექცნენ მოგვიანებით ორი სიცილიის სამეფო დინასტიები, იტალიის სამეფოს ჩამოყალიბების შემდეგ და ჩერნოგორია, იუგოსლავიის შექმნის შემდეგ: იმ დინასტიათა მდგომარეობაში, რომელთაც ტახტი დაკარგეს. თავისი პირვანდელი წოდებანი ბაგრატიონებს არ უნდა დაჰკარგოდათ არანაირი აქტებით, რომლებიც კი შეიძლებოდა გამოცემულიყო მომავალში.

საქართველოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ მეფე გიორგი მე-12-ის შვილები გადასახლდნენ რუსეთში, სადაც ისინი იწოდებოდნენ ბატონიშვილებად, ხოლო მათი შთამომავლობა და ნათესაობა ფლობდა თავადთა ტიტულს. მეფე ერეკლე მეორის ვაჟი ალექსანდრე კვლავაც ინარჩუნებდა მტრულ პოზიციას, მან დიდხანს დაჰყო დაღესტანში. იქ გავრცელებული გადმოცემით, შამილი მისი უკანონო ძე იყო. თვით ტფილისშიაც კიდევ დიდხანს გრძელდებოდა წინააღმდეგობა, რომელიც 1830 წელს "თავადაზნაურთა შეთქმულებაში" გამოვლინდა, რაც ბაგრატიონთა ტახტის რესტავრაციას ისახავდა მიზნად.

რუსეთში ბაგრატიონები მონაწილეობდნენ მათი თანამედროვე რუსი მოღვაწეების მხარდამხარ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მრავალი მათგანი მსახურობდა რუსეთის იმპერიის შეიარაღებულ არმიაში. აქედან ზოგნი ასკვნიან, რომ ბაგრატიონებმა ამით დაკარგეს თავისი სამეფო ღირსება და გაუთანაბრდნენ რუსეთის ქვეშევრდომ აზნაურებს. მაგრამ რუსეთის იმპერიის შეიარაღებულ ძალებში ასევე მსახურობდნენ ბელგიის მომავალი ხელმწიფე ლეოპოლდ პირველი, ჰერცოგი მაქსიმილიან ლეიხტენბერგელი, პრინცები ოლდენბურსკები და მეკლემბურგ-სტრელიცვები, პრინცი ჰაიმე ბურბონელი და პრინცი ნაპოლეონ ბონოპარტი, რასაც არავითარი ზიანი არ მიუყენებია მათი დინასტიური ღირსებისათვის. ზემოთ ნახსენები უკანასკნელი ორი პრინცის მდგომარეობა ზუსტად შეესატყვისება ბაგრატიონთა მდგომარეობას. ისინი, ორივენი ეკუთვნოდნენ იმ დინასტიებს, რომლებმაც ტახტი დაკარგეს. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთში არსებობდეს ხალხი, რომელთაც ცუდად იციან საქართველოს წარსული და რუსეთის ბაგრატიონთა სახლისადმი მიცემული პირობა. ამიტომ ისინი ბაგრატიონებს ხშირად ათანაბრებენ რუსეთის აზნაურებთან, რომელთაც არ ჰქონიათ დინასტიური ღირსება. მაგრამ აქედან არ შეიძლება დაუსაბუთებელი აზრები გავიზიაროთ ბაგრატიონთა ჭეშმარიტი ღირსებების შესახებ, რარიგ მაღალ საფეხურზეც არ უნდა იდგნენ ის პირები, რომლებიც მსგავს აზრებს ავითარებენ. მთავარია, რომ ბაგრატიონებს თავად არასოდეს არ უარუყვიათ თავიანთი მეფური წარმომავლობა და რუსეთის ხელისუფალთა მხრიდანაც ეს საკითხი საერთოდ არასოდეს არ აღძრულა.

 შედგენილი - ლოს-ანჟელესისა და სამხრეთ კალიფორნიის არქიეპისკოპოს, მაღალყოვლადუსამღვდელოეს ანტონის რედაქციით.

გამოცემულია - "რუსეთის საიმპერიო კავშირ-ორდენის" მიერ.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq