საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > პროექტები

„აფხაზეთის სამთავროს მოდელი“ „Аҧсны аҳра моделы“
გაიოზ (გია) მამალაძე
საქართველოს სამეფო კლუბის კონცეფციიდან „აფხაზეთის სამთავროს მოდელი“ (პროექტი) Гуорҷила аҳра клуби концепциа аҟынтә „Аҧсны аҳра моделы“ (Апроект) რა თქმა უნდა, საქართველოს სამეფო კლუბის სახალხო რესპუბლიკური მონარქიის კონცეფციით, საქართველოს სამეფოს სახელწიფოს მმართველობა იქნება რესპუბლიკური, დავაზუსტოთ - “დაგვირგვინებული რესპუბლიკური”, ანუ მმართველი იქნება ხალხი, ყველა მმართველი თანამდებობა იქნება არჩევითი. შემდეგი პრინციპით: “მეფე მეფობს, ხალხი კი მართავს”. სხვაგან ეს საკითხები კონცეპტუალურად და დეტალურად გვაქვს განხილული (იხ. ჩვენი “ძირითადი პრინციპები საქართველოს სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო რესპუბლიკური სამეფოს კონსტიტუციისათვის” და “სახალხო კონსტიტუციური ჰორიზონტალური დემოკრატიული საპარლამენტო რესპუბლიკური მ ო ნ ა რ ქ ი ა (გვირგვინოსანი დემოკრატიული რესპუბლიკა)” და სხვა). ამიტომ, ამ საკითხზე საუბარს აქ აღარ გავაგრძელებთ. აქ წარმოგიდგენთ პრინციპებს (პროექტს). საქართველოს მომავალ სამეფოში აფხაზეთის მომავალი სამთავროს შესახებ (მზად ვართ მსჯელობისათვის): 1. შესავალი და ისტორიულ-სამართლებრივი საფუძველი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის ნდობის აღდგენა მოითხოვს ახლებურ, მოქნილ და ღირსეულ სახელმწიფოებრივ მიდგომას, რაც აუცილებლად, იქნება დაფუძნებული ისტორიულ გამოცდილებაზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებელ პირობაზე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ნიშნავს მხოლოდდამხოლოდ იმის აღდგენას, რაც იყო კონსტიტუციურად დადგენილი (აფხაზეთის ავტონომიერი რესპუბლიკა), თუმცა, შეიძლება და აუცილებლად მიგვაჩნია აფხაზეთის ავტონომიამ მიიღოს უფრო მაღალი ხარისხი საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში, ყოველგვარი, გარედან ინსპირირებული კონფედერაციისა და ფედერაციის “კონცეფციების” გარეშე და აფსარ-აფხაზ ხალხს მიეცეს სრული გარანტია საკუთარი იდენტობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის. სამეფო კლუბის ეს კონცეფცია ეფუძნება ორი უმნიშვნელოვანესი პრეცედენტისა და მოდელის სინთეზს:უელსის მოდელი (დიდი ბრიტანეთის გამოცდილება): სადაც გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრე იმავდროულად ატარებს უელსის პრინცის (მთავრის) ტიტულს, არის ამ მხარის კონსტიტუციური გარანტი და ადგილობრივი ინტერესების უმაღლესი მფარველი.1991 წლის ისტორიული შეთანხმების პრინციპები: საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიერ შემუშავებული საარჩევნო და კონსტიტუციური მოდელი, რომელმაც აფხაზეთში უზრუნველყო ეთნიკური პარიტეტი, აფსარ (აფხაზი) ერის უფლებების უმაღლესი გარანტია და პოლიტიკური სტაბილურობა. 2. აფხაზეთის სამთავროს სტატუსი, ტიტულატურა და დინასტიური იერარქია საქართველოს სახალხო სამეფოში, სახალხო მონარქიის მოდელით, დღევანდელი კონსტიტუციის შესაბამისად, სრულიად საქართველოში (მათ შორის აფხაზეთშიც) არ იარსებებს არანაირი არისტოკრატიული თუ ფეოდალური ტიტული (თავადი, აზნაური და ა.შ.). დაწესებული იქნება მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული სახელმწიფოებრივ-დინასტიური იერარქია: საქართველოს მეფე: ატარებს ისტორიულ ტიტულატურას — „მეფე აფხაზთა და ქართველთა...“ ან „მთავარი აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს მეფე“ (ან მსგავსი. იხ. ზემოთ მითითებული ნაშრომები).აფხაზეთის მთავარი (ტახტის პირდაპირი მემკვიდრე): საქართველოს ტახტის პირდაპირი მემკვიდრე დაბადებისთანავე ავტომატურად ატარებს ტიტულს — „აფხაზეთის მთავარი, საქართველოს ტახტის მემკვიდრე“.ზედწოდება „აფხაზი“: ტახტის მემკვიდრესა და აფხაზეთის მთავარს შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური დინასტიური ზედწოდება „აფხაზი“ (მაგალითად: ბაგრატ აფხაზი, გიორგი აფხაზი), რაც ხაზს უსვამს მის მჭიდრო კავშირს ამ მხარესთან. აფხაზეთის ერისთავთ-ერისთავი: აფხაზეთის მთავრის ვაჟი (სანამ ის თავად გახდება აფხაზეთის მთავარი) ატარებს „აფხაზეთის ერისთავთ-ერისთავის“ და აფხაზეთის უფლისწულის ისტორიულ ტიტულს, ხოლო აფხაზეთის მთავრის ქალიშვილს ექნება ტიტული - აფხაზეთის მთავრის ასული. საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის ეროვნული იდენტობა: ტახტის მემკვიდრე ოფიციალურად ატარებს ორმაგ ეროვნულ იდენტობას — ის გამოცხადებულია ქართველად და აფხაზად (აფსარად, აფსუად). ის წარმოადგენს ორივე მოძმე ერის ორგანულ სინთეზს, მათ საერთო შვილსა და ინტერესების უმაღლეს დამცველს. კურთხევის ცერემონიალი (ინტრონიზაცია): მემკვიდრის წამოზრდის შემდეგ (ასაკი დადგინდება, ალბათ, 12 წელი, შეიძლება 16), აფხაზეთის მთავრად მისი ოფიციალური კურთხევა და აღსაყდრება მოხდება აფხაზეთში, ბიჭვინთის (შეიძლება ბედიის, ან ცხუმის საკათედრო) ისტორიულ ტაძარში. სულიერი და სახელმწიფოებრივი ცერემონიალი ტარდება ორ ენაზე — აფხაზურ (აფსარულ, აფსურ) და ქართულ ენებზე, რაც ხაზს უსვამს ორივე ხალხის თანასწორობასა და ერთობას. 3. აფხაზეთის სამთავროს ატრიბუტიკა და სიმბოლიკააფხაზეთის სამთავროს გვირგვინი: აფხაზეთის სამთავროს ექნება თავისი განსაკუთრებული სამთავროს გვირგვინი, რომელიც გამოიყენება: აფხაზეთის მთავრის კურთხევის (ინტრონიზაციის) დროს; უხუცესებთან შეხვედრებისა და ოფიციალურ სახელმწიფო ცერემონიალებზე; დამსახურებული აფხაზი (აფსარი) მოღვაწეების დაჯილდოების დროს. გერბი: სამთავროს გვირგვინი ასევე ასახული და ინტეგრირებული იქნება აფხაზეთის სამთავროს ოფიციალურ გერბში. 4. საკონსტიტუციო გარანტიები, აფხზეთის სამთავროს პარლამენტი და ცენტრალური პარლამენტი აფხაზეთის პარლამენტში ქართულ და აფსარულ (აფხაზურ) დელეგაციებს ექნებათ საკუთარი კვოტები, რომელთა თანხმობის გარეშე აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით იქნება ამ ორი ფრაქციის თანხმობის აუცილებლობა. აფხაზთა წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში: საქართველოს ერთპალატიან ცენტრალურ პარლამენტში აფხაზ (აფსუა) ხალხს ექნება მიჩენილი თავისი წარმომადგენლობითი კვოტა (მათ მიერვე არჩეული დეპუტატები). ვეტოს უფლება ცენტრალურ დონეზე: აფხაზ დეპუტატებს ექნებათ სპეციალური ვეტოს უფლება იმ საკითხებზე, რომლებიც უშუალოდ ეხება: აფხაზეთის ავტონომიურ სტატუსს; აფხაზური (აფსუური) ენის კონსტიტუციურ გარანტიებსა და დაცვას; აფხაზი ხალხის იდენტობასა და კულტურულ მემკვიდრეობას. მეფისა და მთავრის გარანტორობა და მეფის ვეტო: აფხაზეთისა და აფხაზური ენის უმაღლესი გარანტი იქნება საქართველოს მეფე და აფხაზეთის მთავარი. საქართველოს მეფეს ექნება ვეტოს უფლება ნებისმიერი იმ საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას აფხაზი (აფსუა) ხალხისა და აფხაზეთის სამთავროს ინტერესებს. 5. ტახტის მემკვიდრის (მომავალი მეფის) ვალდებულებები და კავშირი აფხაზეთთანაფხაზური (აფსურ) ენის სავალდებულო ფლობა: საქართველოს ტახტის მემკვიდრე (და შესაბამისად, მომავალი მეფე) ვალდებული იქნებაიცოდეს აფხაზური ენა — საქართველოს მეორე სახელმწიფო ენა. ცხოვრების წესი და მუდმივი კომუნიკაცია: ტახტის მემკვიდრე თავისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის გარკვეულ პერიოდს გაატარებს უშუალოდ აფხაზეთში (სამთავრო რეზიდენციაში ან სხვა შესაბამის ადგილას). მას ექნება პირდაპირი, მუდმივი კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან, უხუცესებთან, ინტელიგენციასთან და ახალგაზრდობასთან, კულტურულ დაწასებულებებთან.აფხაზთა ინტერესების გატარება: საქართველოს ტახტის მემკვიდრე იქნება აფხაზი ხალხის ეროვნული, კულტურული და სოციალური ინტერესების მთავარი დამცველი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში და საერთაშორისო ასპარეზზე. 6. სახელისუფლებო პარიტეტი ადგილობრივ დონეზე (1991 წლის პრინციპები) აფხაზეთის სამთავროს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოები კომპლექტდება ეთნიკური ბალანსისა და პარიტეტული მართვის პრინციპით: საკანონმდებლო ორგანო (პარლამენტი): აფხაზეთის პარლამენტი ირჩევა სამნაწილიანი პარიტეტული სისტემით: აფხაზი (აფსუა) მოსახლეობის მიერ არჩეული კვოტა; ქართველი მოსახლეობის მიერ არჩეული კვოტა; აფხაზეთში მცხოვრები სხვა ეთნიკური სათემოების (სომხური, რუსული, ბერძნული და ა.შ.) მიერ არჩეული კვოტა. სახელისუფლებო პარიტეტის „ოქროს წესი“: თუ აფხაზეთის პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩევა აფხაზი (აფსუა) ეროვნების წარმომადგენელი, მისი პირველი მოადგილე აუცილებლად უნდა იყოს ქართველი.თუ აფხაზეთის მთავრობის (აღმასრულებელი ხელისუფლების) თავმჯდომარედ დაინიშნება ქართველი, მისი პირველი მოადგილე აუცილებლად უნდა იყოს აფხაზი (ან პირუკუ). გადაწყვეტილების მიღების ორმხრივი გარანტია (2/3-ის წესი): სამთავროსთვის საკვანძო მნიშვნელობის კანონებისა და გადაწყვეტილებების მისაღებად სავალდებულოა ორივე ძირითადი მხარის (ქართველებისა და აფხაზების) წარმომადგენელთა შეთანხმება (კვალიფიციური უმრავლესობა — 2/3). 7. მოქალაქეობა, ენობრივი და კულტურული გარანტიები ერთგვაროვანი მოქალაქეობა: აფხაზეთის სამთავროს ყველა მკვიდრი არის საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქე. აფხაზური ენისა და იდენტობის დაცვა: აფხაზურ (აფსუარ) ენას აქვს სახელმწიფო ენის სტატუსი აფხაზეთის ტერიტორიაზე. სამთავრო უზრუნველყოფს აფხაზური კულტურის, ეთნოგრაფიისა და ეროვნული თვითმყოფადობის სახელმწიფო და სამეფო მფარველობას. ქართველური ენების პატივისცემა: ტახტის მემკვიდრე, აფხაზურთან ერთად, უნდა ფლობდეს ქართველურ ენებსა და დიალექტებს (მეგრულს, სვანურს, ლაზურს). 8. საერთაშორისო და ისტორიული ანალოგები გაერთიანებული სამეფო (დიდი ბრიტანეთი): უელსის პრინცის ინსტიტუტი. ესპანეთის სამეფო: ასტურიის პრინცესა/პრინცი (ტახტის მემკვიდრე). საქართველოს გამოცდილება (1991 წელი): ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პარიტეტული საარჩევნო მოდელი. გაიოზ (გია) მამალაძე საქართველოს სამეფო კლუბი აფხაზთა და ქართველთა წმინდა მეფეები იყვნენ ჩვენი მფარველი! ამინ!

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე ევლალია ქალწული (+დაახლ. 303); წმიდა მოწამე ფელიქსი (+დაახლ. 303)
22 აგვისტოს (4 სექტემბერს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე ევლალია ქალწულის (+დაახლ. 303) და წმიდა მოწამე ფელიქსის (+დაახლ. 303) ხსენების დღეს.
მღვდელმოწამე ათანასე ეპისკოპოსი; ღირსი ანთუსა და მსახურნი მისნი - წმიდა მოწამენი ქარისიმე და ნეოფიტე
22 (04.09) აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მღვდელმოწამე ათანასე ეპისკოპოსის (+270-275); ღირსი ანთუსას (+დაახლ. 298) და მსახურთა მისთა - წმიდა მოწამეთ ქარისიმეს და ნეოფიტეს (III) ხსენების დღეს.
gaq