საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > პროექტები

დემოკრატიული მონარქია - სამეფო კლუბის სახალხო რესპუბლიკური მონარქიის კონცეფციიდან (შემოკლებული ვარიანტი)
გაიოზ მამალაძე

თანამედროვე ევროპული კონსტიტუციური მონარქიები დემოკრატიული სახელმწიფოებია. საქართველოს მომავალი სამეფოც დემოკრატიულ პრინციპებს დაეფუძნება: მასში არ იარსებებს არისტოკრატიული ტიტულები თუ ფეოდალური გადმონაშთები. სახალხო მონარქიისა და დემოკრატიის იდეა გულისხმობს სისტემას, სადაც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ისტორიული ლეგიტიმაციის მქონე, ზეპარტიული მონარქი ერთმანეთს შეავსებენ.
1. ხალხის სუვერენიტეტი
• ხელისუფლების წყარო: სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთი წყარო არის ხალხი.
• არჩევითი ორგანოები: პარლამენტი აირჩევა ხალხის მიერ და გამოხატავს მის პოლიტიკურ ნებას; მთავრობა იღებს მმართველობის მანდატს კონსტიტუციით და პასუხისმგებელია პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე.
• მეფის ლეგიტიმაცია: მეფე არ ცვლის არჩეულ ხელისუფლებას. მისი ლეგიტიმაცია ეფუძნება არა საარჩევნო ხმებს, არამედ სახელმწიფოს ისტორიულ უწყვეტობას, კონსტიტუციურ წესრიგსა და საზოგადოების ნდობას.
2. მეფე — ზეპარტიული არბიტრი და ერის მფარველი
• პოლიტიკური ნეიტრალიტეტი: მეფე არ ეკუთვნის არც ერთ პარტიას, არ მონაწილეობს არჩევნებში (არც აქტიური, არც პასიური უფლებით) და პოლიტიკოსებისგან უმრავლესობისგან განსხვავებით, თავისუფალია კერძო დაფინანსებისა თუ საგარეო გავლენებისგან.
• კრიზისების მედიაცია: პოლიტიკური დაპირისპირებისა თუ რაიმე კრიზისის დროს მეფე მოქმედებს როგორც ნეიტრალური არბიტრი, რომელიც ხელს უწყობს დიალოგს და ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას.
• მთელი ერის წარმომადგენელი: პარტიული ხელისუფლება მოქმედებს თავისი ამომრჩევლის სახელით, მეფე კი წარმოადგენს როგორც უმრავლესობას, ისე უმცირესობას — იგი მთელი ერის მეფეა.
3. კონსტიტუციის, ადამიანის უფლებებისა და ბალანსის გარანტი
• უფლებათა დაცვა: მეფე არის კონსტიტუციური წესრიგისა და ფუნდამენტური უფლებების მცველი. დაუშვებელია პოლიტიკური დევნა, უკანონო დაპატიმრება, სიტყვის შეზღუდვა, სასამართლოში ჩარევა და დისკრიმინაციული საარჩევნო კანონები - ამას უზრუნველყოფს მონარქი.
• ძალაუფლების ბალანსი: მეფე არ ერევა ყოველდღიურ მმართველობაში, თუმცა უზრუნველყოფს, რომ ხელისუფლების ვერც ერთმა ცენტრმა ვერ მოიპოვოს ძალაუფლების მონოპოლია („უმრავლესობის ტირანია“).
• მეფე კონსტიტუციის დაქვემდებარებაში: მეფე არ დგას კონსტიტუციაზე მაღლა — იგი მოქმედებს კონსტიტუციის ფარგლებში.
4. ქართული ტრადიცია და სახელმწიფოებრივი ფორმულა
საქართველოს ისტორიაში აბსოლუტური მონარქია არ არსებობდა — მეფის ძალაუფლებას მუდამ ზღუდავდა ტრადიციული სამართალი, დარბაზი და ქრისტიანული პრინციპები. თანამედროვე მოდელი ამ ტრადიციის გაგრძელებაა.
სახელმწიფოებრივი მოწყობის ფორმულა:

• პარლამენტი — ქმნის კანონებს (ხალხის ნება);
• მთავრობა — ახორციელებს მმართველობას;
• სასამართლო — აღასრულებს მართლმსაჯულებას;
• უფლებადამცველი სისტემა — იცავს მოქალაქეთა თავისუფლებას;
• მეფე — იცავს კონსტიტუციურ სისტემას, დემოკრატიულ პრინციპებს, საარჩევნო კანონისა და საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობას და თანასწორუფლებიანობას, ადამიანის უფლებებს, ეროვნულ ერთიანობასა და სახელმწიფოს უწყვეტობას.
შეჯამება:
მეფე არ დგას ხალხზე მაღლა — მეფე დგას ხალხის სამსახურში.
მეფე არ დგას კონსტიტუციაზე მაღლა — მეფე არის კონსტიტუციის მცველი.
მეფე არ მართავს ხალხის ნაცვლად — მეფე იცავს ხალხს ხელისუფლების თვითნებობისგან.
მეფე იცავს მოქალაქეებს პოლიტოკოსების მხრიდან ძალაუფლების გადამეტებისგან. 

მამული, ენა, სარწმუნოება

ხსენება მე-3 მსოფლიო კრებისა (431)
22 სექტემბერს არის ხსენება მესამე მსოფლიო კრებისა. კრება გაიმართა ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს, იმპერატორ თეოდოსი მცირის (408-450) ზეობაში. იგი მოწვეულ იქნა კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, ნესტორის (428-431) ცრუსწავლების განსასჯელად. კრება დაინიშნა 431 წლის 7 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულისთვის. მასში მონაწილეობის მისაღებად ორასი ეპისკოპოსი შეიკრიბა.
წმიდა მოწამე სევერიანე (+320)
9 (22) სექტემბერი
gaq