საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები საზღვარგარეთ

გიორგი გრუზინსკი (1762–1852) – ნიჟეგოროდის თავადაზნაურთა წინამძღოლი

       გიორგი გრუზინსკი იყო ქართლელი უფლისწულის, ბაქარის შვილიშვილი. მათ სამემკვიდრეოს წარმოადგენდა  ვოლგისპირა დაბა ლისკოვო. ნიშანდობლივია, რომ ლისკოვო განთქმული იყო თავისი ტაძრების დიდებულებით და იმით, რომ სწორედ აქ,  1749 წლიდან 1808 წლამდე ინახებოდა უდიდესი ქართული სიწმინდე – წმიდა ნინოს ჯვარი!

      მამულები დაბაში შთამომავლობით ერგო  „ვოლგელ მეფეს“, როგორადაც ხშირად უხმობდნენ გიორგი ალექსანდრეს–ძე გრუზინსკის, მისი წარმომავლობის, თვითნებობისა თუ ფუფუნებისადმი მიდრეკილების გამო.

     გიორგი გრუზინსკი ბრძანდებოდა ერთობ წინააღმდეგობრივი და ეპატაჟური ფიგურა. მასში თავმოყრილი იყო ერთდროულად: ზღვარგადასული თავაწყვეტილობა და ენით აუწერელი ქველმოქმედება, წვრილმანებზე გამოკიდება და გულითადობა, მემამულური თვითნებობა და რუსული პატრიოტიზმი.   უხვად სწირავდა ფულს ეკლესია–მონასტრებს. იგი გუბერნიაში სარგებლობდა უდიდესი ავტორიტეტით. საკმარისია ითქვას, რომ  შვიდჯერ იყო არჩეული ნიჟეგოროდის თავადაზნაურთა წინამძღოლად! 1812 წელს მან პირველმა, ნიჟეგოროდელთაგან წარმოთქვა სახალხო ლაშქრის შექმნის იდეა, შემდეგ თვითონ ჩაუდგა სათავეში და ინახავდა მთელ ბატალიონს საკუთარი ხარჯით.

      ლისკოველმა მემამულემ იცოდა რამდენიმე ენა – ფრანგული, იტალიური, გერმანული; დაინტერესებული იყო გეოგრაფიით, ისტორიით, მათემატიკით, ფიზიკით, ფორტიფიკაციით, არტილერიით.

     გიორგი გრუზინსკი იყო უმკაცრესი მემამულე. მას არაერთხელ ჩაუდენია სხვადასხვა სახის მაქინაციები ყმა გლეხების დოკუმენტებთან დაკავშირებით. თავის გლეხებს ის სიკვდილითაც კი სჯიდა, ხოლო დევნილთ ივრდომებდა  თავისთან, სხვათა დოკუმენტებით. არსებობს ვერსია, რომ მისმა თვალთმაქცურმა თაღლითობებმა უკარნახეს გოგოლს, თავისი უკვდავი „მკვდარი სულები“ დაეწერა. საქმე ის გახლავთ, რომ გოგოლი ახლო მეგობრულ ურთიერთობაში იყო გიორგის ასულ ანასთან, რომელიც ცოლად ჰყავდა სინოდის ობერ–პროკურორს – გრაფ ა.პ. ტოლსტოის (საგულისხმოა, რომ სწორედ მათ სახლში აღესრულა გოგოლი). გოგოლის ნაწარმოების გარდა, მელნიკოვ–პეჩორსკის „ძველ წლებშიც“ ხედავენ ხოლმე გრუზინსკის, თავად ზაგორსკის პროტოტიპად.

      ნიჟეგოროდში დღემდე ცოცხლობს ასეთი გადმოცემა:

       გლეხებისადმი უმკაცრესი და უკანონო მოპყრობის გამო მისცეს სასამართლოში. მაგრამ გრუზინსკიმ მოხერხებულად დაიძვრინა თავი: საჭირო ხალხის მოსყიდვით მოაწყო საკუთარი თავის მდიდრული დაკრძალვა და 1798 წლიდან 1801 წლამდე ირიცხებოდა გარდაცვლილად, ვიდრე პავლე პირველი არ გამოასალმეს სიცოცხლეს და „მკვდრეთით აღდგა“ მხოლოდ 1801 წელს, როდესაც ტახტზე ავიდა ალექსანდრე I, რომლისგანაც მიიღო შეწყალება.

        თავად გრუზინსკის ჰყავდა უამრავი უკანონო შვილი – მათი ზუსტი რიცხვი თავად მანაც არ უწყოდა. ცნობილია ფაქტი, რომ გრუზინსკის სახლთან ყოველდღე იდგა სპეციალური კალათა, სადაც ყველა ქალს შეეძლო ჩაეწვინა თავადისაგან შობილი ჩვილი. ცხადია, თავადი ხვდებოდა, რომ შეიძლება მისთვის სხვისგან გაჩენილი ახლადდაბადებულიც შემოეპარებინათ, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, კალათში აღმოჩენილ ყველა ბავშვს, რომელთა რიცხვი ასს აღემატებოდა, ინახავდა და განათლებასაც აძლევდა.

        რაკი თავს მაკარის ცნობილი ბაზრობის პატრონად მიიჩნევდა, ბაზრობის სეზონის გახსნისას გიორგი გრუზინსკი მეფურად შეგრიალდებოდა ხოლმე იქაურ ტერიტორიაზე  მოოქროვილი კარეტით, რომელშიც თორმეტი ცხენი იყო შებმული. მის მობრძანებამდე არ იწყებოდა საეკლესიო მსახურება წმიდა მაკარის მონასტერში. „ვოლგელ მეფეს“ მოთმინებით ელოდნენ არქიმანდრიტიცა და გუბერნატორიც.

    ბუნებრივია, რომ თავისი კარ–მიდამოც მეფურად ჰქონდა მოწყობილი. თვით სახლი კლასიციზმის მანერით იყო ნაშენები, ხოლო გარს სახლს მშვენიერი პარკი აკრავდა, ორანჟერეებითა და წყალსატევებით დამშვენებული. იქვე შორიახლოს, მისივე შემოწირულობებით, აგებული იყო ამაღლების ტაძარი. თვლიან, რომ მთავარი ტაძრის არქიტექტორი თავად გრუზინსკი იყო, რომელიც საკმაოდ კარგად იყო გათვითცნობიერებული არქიტექტურაში.  სწორედ გრუზინსკის ადგილ–მამული და მისი შემოგარენი გახდა ლისკოვოში ქალაქის განაშენიანების მომავალი პროექტის საფუძველი.

     როგორც ცხოვრებაში  საზოგადოდ ხდება ხოლმე, გრუზინსკის აშენებულ სახლს გაცილებით დიდი ხნის სიცოცხლე ერგო, ვიდრე მის პატრონს – რომელმაც თავისთავად საკმაოდ ხანგრძლივად, 90 წელი იცოცხლა. გადმოცემის მიხედვით იგი გარდაცვლილა ოდიოზურ ვითარებაში: ისვენებდა თურმე და ამ დროს კარებში შემოეხეტა მუჟიკი, რომელმაც ბატონის დანახვაზე ქუდი არ მოიხადა. თავადი აღშფოთებისაგან რისხვით აენთო, გულის შეტევა დაემართა და იქვე განუტევა სული.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq