საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები საზღვარგარეთ

მარიამ–მართა დედოფალი, დაახლ. 1050-1105 წ. - ბიზანტიის დედოფალი

      მარიამი ბაგრატ IV-ის და ბორენა დედოფლის ასული იყო.

      ბაგრატ IV-ის მეფობის პერიოდში ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს ბიზანტიის იმპერიასთან ხან ღია, ხან ფარული დაპირისპირების პირობებში უხდებოდა ცხოვრება. 1052 წელს ბაგრატი იძულებული გახდა თავის დედასთან, მარიამ დედოფალთან ერთად თავად წასულიყო ბიზანტიაში.  ბაგრატსა და მარიამს იმპერატორის კარზე სამ წლამდე მოუწიათ დარჩენა. მათი იქ ყოფნის დროს იმპერატორის ტახტისათვის დინასტიურ ბრძოლაში  სამი იმპერატორი გამოიცვალა:  კონსტანტინე (1041-1055) მონომახი, თეოდორა დედოფალი (1055-1056) და მიხეილ (1056-1057) VI დუკა. საიმპერატორო კარზე გახანგრძლივებულ ყოფნას უქმად არ ჩაუვლია. დედა-შვილის დიპლომატიურ მცდელობათა შედეგად დედოფალმა თეოდორამ ბაგრატს მცირეწლოვანი ასული სთხოვა (1056 წ.), რათა “შვილად თვისად აღეზარდა”. ბაგრატმა და მარიამმა მართა უფლისწული საქართველოდან დაიბარეს. სწორედ მაშინ, როცა მართა უფლიწული კონსტანტინოპოლში ჩავიდა, დედოფალი თეოდორა აღესრულა. ამ დროს იმპერატორის კარზე მყოფ გიორგი ათონელს უთქვამს:  ”უწყოდეთ, ყოველთა, ვითარმედ დღეს დედოფალი განვიდა და დედოფალი შემოვიდა”. თუმცა მაშინ მართა უფლისწული მალევე დააბრუნეს სამშობლოში. 

      ცხრა წლის შემდეგ, იმ დროს, როდესაც ახლო აღმოსავლეთში თურქ-სელჩუკების საფრთხე გაჩნდა, მართლაც ახდა გიორგი ათონელის წინასწარმეტყველება. ბიზანტია საქართველოს მიმართ უფრო “გულმოწყალე” შეიქნა და  მასთან კეთილი ურთიერთობების დამყარებას შეეცადა.  1065 წელს კონსტანტინე დუკამ მართა უფლისწული ბაგრატს იმპერატორის ძის, მიხეილის  საცოლედ სთხოვა. ბაგრატმა მართა შესაფერი ამალით გააგზავნა კონსტანტინოპოლში. ქორწინების შემდეგ მართას მარიამი დაარქვეს.  ამ ქორწინებიდან 1074 წელს მარიამს შეეძინა ვაჟი, კონსტანტინე პორფიროგენეტი. 

      მარიამის მეუღლე  მიხეილ VII დუკას (1071- 1078) ბიზანტიური წყაროები მაინცა და მაინც კარგად არ ახასიათებენ. იგი თითქოს ყოფილა  დონდლო, გულუბრყვილო, უზრუნველი, მართვა-გამგეობაში გამოუცდელი, საკუთარ საქმეებშიც უსუსური (ეფრემის ქრონიკა, გეორგიკა, VII). 1078 წელს ბიზანტიის სამეფო კარზე მორიგი გადატრიალება მოხდა, მიხეილ დუკა მონასტერში გაამწესეს და იმპერატორად გამოაცხადეს ნიკიფორე III ბოტანიატე (1078-1083). “სამეფო კვერთხი რომ დაიპყრო ბოტანიატემ, თუმცა ... უკვე ბებერი და ადრე ორჯერ დაქორწინებული იყო, მაინც კიდევ დაქორწინდა დედოფალ მარიამზე...” (ნიკიფორე ვრიენიოსი). მარიამი ბოტანიატეს ცოლად  იმ პირობით გაჰყვა, რომ კონსტანტინეს ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადებდა, მაგრამ იმპერატორმა სიტყვა არ შეასრულა, ბოტანიატემ  კონსტანტინეს სამეფო ტახტი წაართვა.

      მალე სასახლის კარზე ახალი შეთქმულება მომზადდა ისააკ და ალექსი კომნენოსების მეთაურობით. სასახლის ინტრიგებში კარგად გაწაფულმა კომნენოსებმა მარიამ დედოფლის გული მოიგეს, ისააკი დანათესავებია დედოფალს, მისი დისწული თუ ძმისწული შეურთავს ცოლად (ზონარა), ხოლო ალექსი დედოფალს აშვილებინეს. დედოფალი ფრიად დამწუხრებული ყოფილა თავისი შვილის გამო, რომელსაც ბოტანიატემ მემკვიდრეობის უფლება ჩამოართვა. ამის გამო მიემხრო იგი ალექსი და ისააკ კომნენოსების შეთქმულებას. მათ აღუთქვეს მარიამს, რომ კონსტანტინეს ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადებდნენ.

      1081 წელს ანას მამამ ალექსი კომნენოსმა, მარიამის დახმარებით, ტახტიდან გადმოაგდო ნიკიფორე ბოტანიატე და გამეფდა. შემდეგ ალექსიმ, პირობისამებრ, მართლაც მიიწვია მარიამის შვილი კონსტანტინე თანამმართველად (კონსტანტინე ალექსი კომნენოსის თანამმართველი იყო 1081-1092 წლებში). თანამმართველის რანგში კონსტანტინე სამეფო სიგელებსა და ოქრობეჭდებს ალექსი მეფის შემდეგ წითელი მელნით აწერდა ხელს და საზეიმო გამოსვლების დროს  სამეფო თავსაბურავით შემკული ალექსის უკან მიჰყვებოდა... როგორც კი მარიამმა მიიღო ალექსი კომნენოსისაგან წერილობითი თანხმობა კონსტანტინესათვის მემკვიდრეობითი უფლებების შენარჩუნების შესახებ,  დატოვა იმპერატორის სასახლე და მანგანას სამეფო პალატებში გადავიდა საცხოვრებლად.

      1092 წელს ალექსი კომნენოსმაც დაარღვია პირობა. მარიამი მონაზვნად აღიკვეცა, მაგრამ მაინც განაგრძობდა ბრძოლას შვილისათვის ტახტის მოსაპოვებლად. 1094 წელს მან მონაწილეობაც კი მიიღო ალექსი კომნენოსის წინააღმდეგ შეთქმულებაში. 1096 წელს მარიამის შვილი, კონსტანტინე, გარდაიცვალა. ამის შემდეგ დედოფლისათვის აზრი დაკარგა პოლიტიკურმა ბრძოლამ.

      მარიამი ღრმად განათლებული და ნიჭიერი ქალი ყოფილა.  მასთან მიმოწერა ჰქონდა ღვთისმეტყველ თეოფილაქტე ბულგარელს. მარიამს უძღვნა მან “იოანეს სახარების განმარტება”. მასვე დააწერინა მარიამმა ტრაქტატი კონსტანტინე პორფიროგენეტის აღსაზრდელად.  მარიამი უკვეთავდა ხელნაწერებს ქართული მონასტრებისათვის, მატერიალურ დახმარებას უწევდა ათონის ქართულ მონასტერს. გაწეული ამაგისათვის ათონის მონასტრის ბერებს სააღაპე წიგნში შეუტანიათ მარიამის მოსახსენებელი.       დედასთან, ბორენა დედოფალთან ერთად, მარიამს იერუსალიმშიც აუშენებია მონასტერი კაპპათას სახელწოდებით.  მარიამ დედოფალი საქართველოში იყო ჩამოსული რუის-ურბნისის კრების მიმდინარეობის დროს.

      ანნა კომნენოსი დაუფარავი აღტაცებით წერს მარიამისა და მისი ვაჟის კონსტანტინეს განსაცვიფრებელ სილამაზეზე “.... დედოფლის სილამაზე და მისი მომაჯადოებელი მიმზიდველობა, მისი ზნის სანდომიანობა _ ყველაფერი ეს აღემატება ფერწერას და ხელოვნებას. ... ის იყო ცოცხალი ქანდაკება, რომელიც ხიბლავდა მშვენიერების მოყვარულთ... როგორც ბუნების ძეგლი, ისეთი იყო ის ყმაწვილი და ღვთის ნახელარი საჩუქარი, თუ შეიძლება ასე ითქვას; თუ კი ვინმეს დაუნახავს მაინც, იტყოდა, რომ ეს ოქროს მოდგმის ნაშიერი არისო, როგორც ეს ელინურ მითებშია მოთხრობილი. ასეთი უბადლო სილამაზისა იყო...”

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq