საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ლეგიტიმიზმის საკითხები

ქალი - მონარქი?
ნინო ტარყაშვილი


მისაღებია თუ არა მართლმადიდებლური კუთხით სამეფო ტახტზე ქალის გამეფება? საკითხი დღესაც აქტუალურია. Mმინდა შემოგთავაზოთ საკუთარი მოსაზრება.

Uუფალი არის დიდი მეუფე_მეფე და მღვდელმთავარი. ცნობილია, რომ უფალ იესო ქრისტეს, როგორც დავით წინასწარმეტყველის შთამომავალს, ეკუთვნოდა სამეფო ტახტი, რისაც ეშინოდა ჰეროდეს, რადგან მას ტახტი მიტაცებული ჰქონდა. Aამიტომაც მოაკვდინეს მისი ბრძანებით თოთხმეტი ათასი ყრმა. ჰეროდე იმედოვნებდა, რომ ყრმათა შორის ჩვილი `მეტოქეც~ მოყვებოდა და ამით შემცილეს სამუდამოდ მოიშორებდა. არსებობს ხატი, სადაც უფალი გამოსახულია როგორც მეფე და მღვდელმთავარი. მღვდელმთავარსაც, რომელიც არის უფლის ნების აღმასრულებელი, ვუწოდებთ მეუფეს და მეფეც, სიტყვა, მოდის მეუფედან. (ამ აზრს ეთანხმება დიდი მკვლევარი ივანე ჯავახიშვილიც). 

წარმართულ დროში მეფე ითავსებდა უმაღლესი ქურუმისა და უმაღლესი საერო იერარქის ფუნქციებს.

Qქრისტიანულ სინამდვილეში მეფე იწოდებოდა, საგარეო, საერო ეპისკოპოსად და მეფის ტანსაცმელი იკერებოდა სამღვდელმთავრო შესამოსელის შესაბამისად. მაგალითად: 1993 წლის "მწყემსში" გელათის კედელზე გამოსახული წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის შესამოსელის შესახებ ვკითხულობთ: "ტანსაცმელი ჰგავს მღვდელმთავრის სტიქარს, მხოლოდ სახელოები აქვს მოკლე. სახელოებზე არის თათმანები, რომელნიც მოქარგულნი არიან ოქროთი, მარგალიტებით და სხვა ძვირფასი ქვებით, სამაჯურის მსგავსად. მაჯას ზემოთ საყელოებზე შემოყოლებულია ოქროს ქსოვილი, რომელიც მორთულია ძვირფასი ქვებით და მოდიდო მარგალიტებით. საყელოს გარშემო შემოყოლებულია ოქროს ქსოვილი ბეჭებამდის და იქეთ-აქეთ არის გადაშვერილი თავები სამღვდელმთავრო ომოფორის მსგავსად. (თუმცა არის ასეთი ინფორმაციაც, რომ პირიქით: ბიზანტიის იმპერატორმა უბოძა პირველად წმიდა იოანე ოქროპირს თავისი შესამოსელი.)"

მეფე, რომ მეუფედან მოდის ამას, ირიბად, ისიც ადასტურებს, რომ საერო პირთაგან მხოლოდ მეფეს ჰქონდა წმიდა საკუთხეველში სამეუფეო კარით შესვლის უფლება. წმიდა დედოფალ თამარის ცხოვრების, `ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის~ თამარის `მეფობრივი~ ძალაუფლების აღმნიშვნელ სიტყვად ხმარობს `მეუფებრივ~ ძალაუფლებას. Aანუ, თამარის ისტორიკოსისთვის სიტყვები `მეუფებრივი~ და ~მეფობრივი~ სინონიმებია. ამასთან, იმ ქალაქს, სადაც მეფე მუდმივ ცხოვრობდა ხოლმე, `სამეუფო ან სამეფო ქალაქი~(ისტორიანინი და აზმანი.) სახლი სამეუფო(ჯუანშერი. ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა.) ეწოდებოდა.

Qსაქართველოში მეფის კურთხევის დროს, კათოლიკოსს, მომავალი გვირგვინოსანი სახარების წაკითხვის შემდგომ `წესისამებრ მღვდელმოძღვართასა~ ორთავე მხრით ეპისკოპოზთაგან ხელმოკიდებული სამგზის საკურთხევლის თაყვანისცემის შემდგომ შიგ შეჰყავდა, სადაც მეფეს კათოლიკოსის წინაშე მუხლი უნდა მოეყარა. მერე მას თავზე ომოფორს დაადებდნენ, კათოლიკოსი ჯვარს გადასწერდა და `მაღლად სასმენელად ყოველთა იტყოდა ხოლმე; `საღმრთო მადლი, რომელი ყოველთავე უძლურებათა ჩუენთა ჰკურნებს და ნაკლულევანებასა ჩუენსა აღავსებს, განაჩინებს ღმრთის მოშიშსა(სახელდებით) ერსა და სამეფოსა ამას ზედა მეფედ-მეფედ და გარეშემოარტყამს საღმრთოსა ძალსა მისსა და ვილოცოთ ყოველთა, რათა დაიმკვიდროს მისთანა მადლმან ყოვლად წმიდისა სულისამან"-ო. მეფეს ზიარების დროს აზიარებდნენ მღვდელმოძღვართა ზიარების შემდგომ და მღვდლებზე უწინარეს. (ივანე ჯავახიშვილი. თორმეტტომეულის მეშვიდე ტომი. იხილეთ თავი სახელმწიფო სამართალი).

სამეფო ტახტს უწინ ეწოდებოდა საყდარი. სიმბოლურია, რომ საყდარს, მცირე ზომის ეკლესიასაც უწოდებენ.დავით აღმაშენებლის  ერთ-ერთ პარაკლისში მას მივმართავთ როგორც მღვდელმთავარს. დავითი, მართლაც, საერო და სასულიერო სიბრძნით აღჭურვილი პიროვნება იყო და ალბათ, შემთხვევითი არაა, რომ მთელს იმდროინდელ მსოფლიოში გავრცელდა ლეგენდები მეფე-მღვდელმთავრის შესახებ. ევროპის ჯვაროსნულ ქრონიკებში გავრცელებული იყო შეხედულება, რომლის მიხედვითაც ვოლფრამ ფონ ეშენბახის "პარციფალში" მოხსენიებული `მეფე-ხუცესი~ იოანე პრესბიტერი დავით აღმაშენებელთან იყო გაიგივებული. (იოანე პრესბიტერი სპარსეთის და არმენიის მიღმა მდებარე დიდი ქრისტიანული სახელმწიფოს მეფე ყოფილა. იგი თავის ხელქვეით აერთიანებდა როგორც საერო, ისე სასულიერო ხელისუფლებას. იგი ერთდროულად მეფეც იყო დახუცესიც. ასე ეწერს გერმანელი მემატიანე ოტო ფრაიზინგელი ქრონიკებში, რომელიც 1145 წლით არის დათარიღებული.) მეფე და მღვდელმთავრად იწოდებოდა მელქისედეკიც _ სელემის მეფე. გავიხსენებთ ერთ ეპიზოდს წმიდა დიმიტრი როსტოველის რედაქციით გამოცემულ დავით წინასწარმეტყველის ცხოვრებიდან:

იმისათვის, რომ სატახტო ქალაქი იერუსალიმი ეკურთხებინა და თვითონაც უშუალო სიახლოვეს ყოფილიყო უფლის დიდების სამყოფელთან, დავითმა იერუსალიმში მოაწყო სჯულის კარავი, ყოველივეთი მსგავსი იმისა, რომელიც უდაბნოში შექმნა მოსემ უფლის ბრძანებით და რომელიც დავითის დროს გაბაონში მდებარეობდა. სწორედ აქ გადმოიტანა მან ღვთის ერის უაღმატებულესი სიწმინდე _ სჯულის კიდობანი კარიათიარიმიდან. 

სიწმიდეთა გადმოტანა უდიდესი ზეიმურობით აღსრულდა. Aამ მსვლელობაში მონაწილეობდა 70 ათასი ისრაელელი. თავდაპირველად კიდობანი ურმით მიჰქონდათ. მაგრამ რადგანაც უფალმა მოაკვდინა ერთ-ერთი ისრაელელი, რომელმაც გაბედა ხელით შეხებოდა კიდობანს - ხელი შეაშველა მას, როცა ურემი გადაიხარა, ამიტომ შემდეგ, მთელი დანარჩენი გზა კიდობანი ხელით მიჰქონდათ ლევის ტომის წარმომადგენლებს - მღვდელმსახურებს. თავად მეფე მოწიწებით ზეიმურობდა, განუწყვეტლივ ცეკვავდა უფლის კიდობნის წინ და ასე მიუძღვოდა პროცესიას მთელი გზის განმავლობაში! ამასთან მას განეძარცვა სამეფო შესამოსელი და მხოლოდ სელის სამღვდელო კაბა ემოსა. Aაქედან, ვფიქრობ, ნათლად ჩანს, რომ დავით წინასწარმეტყველიც იყო ერთდროულად მეფე და მღვდელმთავარი.

ამასთანავე მართლმადიდებლური რელიგიისთვის ყველაზე სასურველი მმართველობა მონარქიაა. Mმონარქი უფლისგან მირონცხებული, ღვთისგან კურთხეულია ხელისუფალია, რომელიც ლოცულობს ერისათვის და მართავს მას. მონარქი აუცილებლად უნდა იყოს მამაკაცი, რადგან მართლმადიდებლობა გამორიცხავს ქალის მღვდელმთავრობას. Eეს უკვე არის გარკვეული ცდომილება. Mმართლმადიდებლობაში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მიუღებელია ქალის ომოფორით გამოსახვაც. ომოფორით გამოისახება მხოლოდ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და ეკლესიის საკურთხეველშიც წმიდა დედებიდან მხოლოდ მას გამოსახავენ. მონარქი ისევე წარმოადგენს სახელმწიფოს თავს, როგორც მამაკაცი წარმოადგენს ოჯახის თავს და ოჯახში, როგორც მიკროსტრუქტურაში, აისახება მაკროსტრუქტურის, სახელმწიფოს მოწყობის წესი. თუ დავუშვებთ, რომ სახელმწიფოს შეიძლება მართავდეს ქალი _ მონარქი, მაშინ ავტომატურად იშვება, ოჯახის უფროსადაც შეიძლება იწოდებოდეს ქალი. ეს კი უკვე ეწინააღმდეგება როგორც ოჯახის, ასევე სახელმწიფოს მოწყობის მართლმადიდებლურ პრინციპებს.

თავის დროზე, საქართველოში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია თამარის გამეფების საკითხმა. მკვლევართა ერთი ნაწილის ვარაუდით, სწორედ ამან განაპირობა ორბელების აჯანყება. რადგან, სხვა შემთხვევაში, ისინი ასეთ რისკზე არ წავიდოდნენ. Gგიორგი მესამეს მემკვიდრე ვაჟი არ ჰყავდა და ტახტი ისედაც ორბელების სიძეს და გიორგი მესამეს ძმისშვილს, დემეტრე (დემნა) უფლისწულს რჩებოდა. როგორც ჩანს, ქალის გამეფების წინააღმდეგი იყო იმდროინდელი კათოლიკოს-პატრიარქი, თავისი სიწმინდითა და კეთილშობილებით ცნობილი ნიკოლოზ გულაბერისძე, რომელიც სწორედ თამარის გამეფების წინ გადადგა კათოლიკოს-პატრიარქობიდან და საერთოდ წავიდა საქართველოდან. Gგიორგი მესამემ ხელი შეუწყო საეჭვო ზნეობის მიქელის აღსაყდრებას, რომლის მოსყიდვაც და დასტურიც თამარის გამეფების თაობაზე დიდი ქრთამი დაუჯდა. სამწუხაროდ,  გიორგი მესამემ დაასაჭურისა და დააბრმავა ტახტის კანონიერი მემკვიდრე დემეტრე (დემნა) ბატონიშვილი. უფალმა, რომ ეს ქმედება არ მოიწონა, ამის მინიშნებები გონიერი თვალისთვის აშკარად ჩანს საქართველოს ისტორიაში. 
პირადად ჩემთვის, სხვაგვარად აუხსნელია, წმიდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სრულიად უდანაშაულო შვილიშვილების, ალექსანდრესა და ლევანის დასაჭურისება შაჰ-აბასის მიერ, თუ არა მათი წინაპრის, გიორგი მესამეს მიერ ჩადენილი ანალოგიური ცოდვა.  ადგილი ჰქონდა გიორგი მესამეს შთამომავლების თვალებით დათხრის ფაქტსაც. ამასთან, ტახტის კანონიერი მემკვიდრის დასაჭურისებით, დასაჭურისდა ერის გამრავლება, ღრმა სინანულამდე (სამწუხაროდ, ეს დღემდე არ მომხდარა). და დაიხშო დავით აღმაშენებლისეული თვალი გონიერი. ისიც ნიშანდობლივია, რომ გიორგი მესამე, მძიმე კვირაში, ვნების კვირის სამშაბათს გაიყვანა უფალმა ამ ქვეყნიდან, რასაც, ალბათ, ისევე აქვს თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა,  როგორც დავით კურაპალატის პირდაპირ აღდგომის დღეს გარდაცვალებას. დავით კურაპალატმა შეძლო ეშვილა და მამობრივი მზრუნველობა გაეწია შემდგომ საქართველოს გამაერთიანებლის, ბაგრატ მესამესათვის. Gგიორგი მესამესაც შეეძლო მამობრივი მზრუნველობის გაწევა ერთი წლის ობლად დარჩენილი დემეტრე (დემნა) უფლისწულისთვის, რაზედაც ბიბლიაზე დაიფიცა კიდეც. შემდგომ კი, სტეფანოს ორბელის სიტყვებით, ფიცი გატეხა და ეძიებდა ყრმა დემნას სიკვდილს, რის საბაბსაც თავად უფლისწული არ აძლევდა. (ორბელების აჯანყების და დემეტრეს დასჯის დეტალებს, ახლა თემას რომ არ გადავუხვიო, სხვა წერილში მივუბრუნდები).

თამარი, ვფიქრობ, უფალმა შეიწყალა სიცოცხლეში, როგორც თავისი სიწმინდის, ასევე, იმის გამოც, რომ იგი იყო მამის ხაზით ბოლო მემკვიდრე წმიდა მეფე დავით აღმაშენებლისა. თუმცა, თამარის სიცოცხლეშივე იჩინა თავი აშკარად ნეგატიურმა მოვლენებმა. თამარი დაუკითხავად გაათხოვეს გიორგი რუსზე და, იმ შემთხვევაში, თუ თამარს მისგან ვაჟი შეეძინებოდა, ეს სამწუხაროდ, დაგვაყენებდა დინასტიური მმართველობის შეცვლის ფაქტის წინაშე, რისგანაც ისევ გულმოწყალე უფალმა გვიხსნა. L(სამეფო ლეგიტიმაცია როგორც ბიბლიურად, ასევე საქართველოშიც, როგორც ცნობილია, გადადიოდა მამის ხაზით.) თამარის გამეფება დემოკრატიის მონაპოვარი იყო. ამ დაშვებამ კი, თავისთავად, ხელი შეუწყო ყუთლუ-არსლანის უფრო დემოკრატიული მოთხოვნების აღმოცენებას. Aასევე ადგილი ჰქონდა ისეთ თამამ და მიუღებელ შეფასებებს, როგორიცაა თამარის შედარება ღვთისმშობელთან და ტაბახმელას ბეთლემად გამოცხადება. A(იხილეთ `ცხოვრება წმიდა მეფისა თამარისი. ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი~). საგულისხმო და ნიშანდობლივია, რომ თამარი სწორედ ტაბახმელას გარდაიცვალა უცნობი ქალური სნეულებით. თუ არა წმიდა თამარის სიცოცხლეშივე დაწყებული უარყოფითი ძვრები მართლმადიდებლური იდეოლოგიის თვალსაზრისით, მიუხედავად თავად მეფის წმიდა ცხოვრებისა, სხვაგვარად აუხსნელია ლაშა-გიორგის თავისუფალი, ხშირად მართლმადიდებლურ მცნებებს დაშორებული და ლამის ურწმუნოებამდე მისული თავისუფალი აზროვნება და ასევე რუსუდანის ზნეობრივი სახე.

საინტერესოა, რომ რუსთაველის "ვეფხისტყაოსანში" თინათინიც და ნესტან-დარეჯანიც მეფის მხოლოდშობილი ასულები არიან, რომელთაგან თინათინს ამეფებს რუსთაველი, ნესტან-დარეჯანს კი ადედოფლებს. თინათინშიც და ნესტან-დარეჯანშიც არაერთი მკვლევარის აზრით, თამარ მეფე იგულისხმება. მხოლოდ თინათინის სახით რუსთაველმა მოგვცა მე-12 საუკუნის საქართველოს ფაქტობრივი მმართველი მეფე-ქალის და მისი სამეფოს ხილული სახე. ნესტან-დარეჯანის სახით კი რუსთაველმა დაგვიხატა თამარის სასურველი სახე. მას უფრო სწორად მიაჩნდა ქალის გადედოფლება და არა გამეფება, რაც ეწინააღმდეგება მართლმადიდებლური მონარქიის ჭეშმარიტ პრინციპებს. ამიტომაც არიან ნესტან-დარეჯანი და ტარიელი რუსთველისათვის მთავარი გმირები და არა თინათინი და ავთანდილი. თუმცა, რეალურად, პრეცენდენტი უკვე დაშვებული იყო და აქედან გამომდინარე, რუსთაველი, შესაძლოა, ყოფილიყო პოლიტიკური დევნილი, იმ საერო თუ სამღვდელო პირთაგან, რომელთაც დაუშვეს კანონიერი ტახტის მემკვიდრის, დემეტრე უფლისწულის ნაცვლად, ქალის_თამარის გამეფება.Gროგორც ცნობილია, მეფე გიორგი ბრწყინვალეს დროს დაუშვა უფალმა ქვეყნის საზღვრების აღდგენა, რაც გიორგი ბრწყინვალეს დამსახურებაცაა და იმისაც, რომ უშუალოდ მის ზურგს ამშვენებდა და აძლიერებდა ორი წმიდა მეფე, მამა-დემეტრე თავდადებული და ძმა-ვახტანგ მესამე. სამწუხაროდ, გიორგი ბრწყინვალეს მეფობის ბოლო წლებში დაშვებულ იქნა იგივე შეცდომა. მან მოისურვა ტრაპიზონის სამეფოში ქალის, ქართული ორიენტაციის ანა ხუტლუს გამეფება. გაამეფა კიდეც. მაგრამ მალე ანა ხუტლუ დაახრჩვეს, ქართული ორიენტაციის დიდებულები კი პირწმინდად ამოწყვიტეს. Aანუ, უფალმა კვლავ იგივე უსერიოზულესი შეცდომა უკვე აღარ გვაპატია.

დასკვნის სახით, შემიძლია ვთქვა, რომ ქალის გამეფება არის დემოკრატიის მონაპოვარი და ეწინააღმდეგება მონარქიის ჭეშმარიტ პრინციპებს. ანუ, ქალი, მეფე, მართლმადიდებლური გაგებით, შეუძლებელია არსებობდეს, რადგან მეფე ნიშნავს მეუფეს, საგარეო ეპიკოპოსს და ეპისკოპოსი არ შეილება იყოს ქალი.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V) ხსენების დღე.
დიდმოწამე იაკობ სპარსი (+421)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება დიდმოწამე იაკობ სპარსის (+421)ხსენების დღე.
gaq