|
|
რუსუდანი გახლდათ დ რ ო ე ბ ი თ ი მეფე. ლაშას ანდერძი ამას კარგად გვიჩვენებს. დედის შესანიშნავი მეფობის მაგალითისა და შვილის მცირეწლოვნობის გამო ლაშამ ანდერძით მეფობა დაუტოვა თავის დას, რუსუდანს, მხოლოდ იმ დრომდე, სანამ მისი ვაჟი, დავითი (მომავალში დავით ულუ) სრულწლოვანი გახდებოდა. ეს კარგად ჩანს ლაშა გიორგის ანდერძში, რომელიც ქვემოთ მოგვყავს.
|
|
რუსეთის გარდა, არც ერთ ქვეყანაში სამეფო გვარი არ გადადის ქალის ხაზით. ევროპაში თუ ტახტზე ადის ქალი, იქ დინასტიის გვარი იცვლება (ამაზე ოდნავ ქვემოთ, გაგრძელებაში). რუსეთი საერთოდ განსხვავებული მოვლენაა ამ მხრივ და მადლობა ღმერთს, საქართველო რუსეთი არ არის. მაშასადამე, რეალურად გვარი შეიცვლებოდა.
|
|
მთელ ევროპულ ქრისტიანულ სივრცეში - რა თქმა უნდა, საქართველოს ჩათვლით - მეფის ლეგიტიმურობის ანუ კანონიერების დამადასტურებელი ორად-ორი ფორმულა არსებობს: „მეფე მადლითა ღვთისათა“ და „მეფე ნებითა ღვთისათა“. პირველი ტიტულატურული ფორმულა საერთოა ყველა ევროპული ქვეყნის ქრისტიანული მონარქიისთვის, მეორე მხოლოდ საქართველოში არსებობს და ბაგრატოვანთა დინასტიის პრივილეგიაა.
|
XII საუკუნის მეორე ნახევარი დემეტრე I-ის შვილიშვილი, გარდ. 1177 წ
|
|
ევროპული ლეგიტიმიზმის პრინციპები საკმაოდ განსხვავდება ქართულისაგან. ევროპაში უმთავრესი იყო და არის მონარქის მეფური წარმომავლობა, ხოლო საქართველოში უმთავრესი იყო მეფეთა ღვთის ნათესაობა.
ევროპაში მონარქები ითვლებოდნენ ღვთის მიერ ცხებულებად, თუმცა დინასტიურ ცვლილებებს ევროპელი ერები სულ ადვილად ურიგდებოდნენ. შეეძლოთ და შეუძლიათ მონარქად მიიღონ სრულიად სხვა ეროვნების წარმომადგენლები, თუნდაც მტრულად განწყობილი ქვეყნიდან.
|
|
რაც შეეხება მის გვარს ბაგრატიონ-ბაგრატიონი...
|
|
2011 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილისა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც გიორგი უწოდეს.
|
|
რუსთველისეული აფორიზმი, - "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია", - დიდი ხნის მანძილზე "ვეფხისტყაოსნის" ავტორის გენდერული, ფემინისტური თანასწორობის შეგნების გამომხატველ, მაშასადამე ქართული იდეოლოგიისა და ტრადიციის "პროგრესულობის", "დემოკრეტიულობის" დამამტკიცებელ საბუთად ცხადდებოდა.
რუსთველი, თავისთავად, იმ და ამ ეპოქებისათვის ფრიად დაწინაურებული პიროვნება, უდიდესი მოაზროვნე გახლავთ. იგი არავის არ ამცირებს თავის გენიალურ პოემაში. ყველა ადამიანი მისთვის ძვირფასია. მაგრამ, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი.
|
|