საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო მოთხრობები

მეფე თამარი - „დიდება სოფლისა და სარწმუნოებისა“
მოსე ჯანაშვილი

***

ჩვენი მონასტერ-ეკკლესიანი იმდენად მდიდარნი და განწყობილნი იყვნენ, რომ თამარი საზრდოს მიაწვდიდა ხოლმე ბერ-მონაზონთა, მონასტერ-ეკკლესიათა უცხო ხალხთათაცა: ბერძენთა, ასურელთა და სხვ. თამარმა აღაშენა, განაახლა და შეამკო ტაძარ-ეკკლესიანი ქართველთა აგრეთვე პალესტინას იერუსალიმს, კვიპრეს, ანტიოქიას, ათონს, საზოგადოდ საბერძნეთს და მცირე აზიას. ყველა ამათ ხაზინის მიწვდის გარდა ,,უყიდნა შესავალნი და შესწირნა მამულნი და სოფელნი’’.

შემდეგი მშვენიერი ეპიტაფია მოკლედ გადმოგვცემს მთელს შინაარს თამარის მოღვაწეობისას:

,,უბის ავაგე საყდარი, უწყლოსა წყალი ვადინე;

ისპაანს დავსდევ ბეგარა, სტამბოლს ხარაჯა ავიღე;

თეთრს ზღვაში რკინა ჩავაგდე, ხმელეთი ჩემსკენ მოვიგდე;

ამდენი საქმის მოქმედმან ცხრა ადლი ტილო წავიღე’’

 თამარი აღესრულა 1212 წ. 18 იანვარსა და ჰმარხია გაენათის დიდებულს მონასტერში.

თამარის ფულზე აწერია შემდეგი:

,,დედოფალი მაღალ-ხარისხოვანი

დიდება სოფლისა და სარწმუნოებისა

თამარ, ასული გიორგისა,

შემდეგი მესსიისა

ღმერთმან ადიდოს ძლევანი მისნი’’.

(იხ. Нумизм. Баратаева).

 

(მოსე ჯანაშვილის „საქართველოს საეკლესიო ისტორიიდან“, თბ. 1886 წ.)

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი (+117)
მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი იხსენიება წელიწადში ორჯერ: 22 სექტემბერს და 22 ივლისს - სინოპიდან კონსტანტინოპოლში მისი ნაწილების გადასვენების დღეს.
იონა წინასწარმეტყველი
იონა წინასწარმეტყველის სამი დღის მერე ვეშაპის მუცლიდან გამოსვლის მსგავსი სიუჟეტი გვაქვს ამირანის მითში. წმინდა წინასწარმეტყველი იონა იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი! მისი ლოცვით ღმერთმა გაგვათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიების დამპყრობლებისაგან! იონა წინასწარმეტყველის ჩაყლაპვას ვეშაპის მიერ და მის ამოტყორცნას ნაპირზე მოგვითხრობს ძველი აღთქმა.
gaq