საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო მოთხრობები

ლოვარდ ტუხაშვილი – მეფე ერეკლეს ოსი მხედრები
ლოვარდ ტუხაშვილი


,,ჩვენი დაცემა მაშინ დაიწყო, როდესაც კავკასიის მზე ჩაესვენა“. - მჭმუნვარედ უთხრა ჩრდილოეთ კავკასიის ეროვნული მოძრაობის ცნობილმა ლიდერმა ქართველ სოციალ-ფედერალისტების ხელმძღვანელს გიორგი ლასხიშვილს. ,,კავკასიის მზეს“ საქართველოს უწოდებდნენ. მზის ჩასვენება იყო ქართული სამეფოს გაუქმება. ქართველთა იმპერიული ზეობის ფერისცვალების შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიელმა მთიელებმა მთლიანად შეინარჩუნეს ერთიანობის იდეები. ერთი შეხედვით, ეს უცნაურია. მე-14 საუკუნიდან გაძლიერდა ტომთაშორისი ურთიერთდაპირისპირება, ურთიერთბრძოლა, შუღლი, ათასწლოვანი მოკავშირეები უწყვეტ ტალღებად მოედვნენ ქართულ მიწას. დაიწყო ეთნიკური ექსპანსია.

და მაინც არასოდეს არ დაშრეტილა კათოლიკე ძარღვი ურთიერთსავალდებულო სიყვარულისა. თვით ყველაზე სასტიკ ავარიის სახანოშიც კი არსებობდა ,,ზეპირი კონსტიტუცია“, რომლის მიხედვითაც ავარიის ხანების გადაშენების შემთხვევაში მმართველად ქართველი თავადი უნდა ამოერჩიათ. ავარიის ხანებს ,,ნუცალებს“ ეძახდნენ. ,,ნუცალის“ ერთ-ერთი ეტიმოლოგიური ვარიანტია ქართული სიტყვა ,,ნაცვალი“, ე.ი. მეფის ნაცვალი. ამიტომ იყო, რომ დაუნდობელი ომარ ხანიც კი ერეკლე II-ს მამას უწოდებდა. ჩრდილოეთ კავკასიაში სიტყვა მეფე მხოლოდ ქართველთა  მეფეს აღნიშნავდა. ვახუშტი ბაგრატიონის კონცეფციით, ყველა კავკასიელი ,,ქართველი“ იყო. არც კავკასიელები უკადრისობდნენ ქართველობას. არისტოკრატიაში ,,ქართველობა“ სოციალურ-კულტურული თვისობრიობა იყო. მოგვიანებით ზოგან რელიგიურმა ფანატიზმმა გათიშა ეს ცნება კულტურის ხარისხის თვალსაზრისით, თუმცა პოლიტიკური სიმაღლე შეუნარჩუნა.

განსაკუთრებული სითბო საქართველოსადმი ოსებმა შეინარჩუნეს. შესაძლია ვინმეს ეს თვალსაზრისი პარადოქსულად მოეჩვენოს. ხომ ცნობილია ქართულ-ოსური ანტაგონიზმი ცენტრალური კავკასიონის დემოგრაფიულ პროცესებში. მაგრამ არასოდეს ეს ბრძოლა არ გასცილებია კლასობრივ საფუძველს. ოსური მოსახლეობა საქართველოსკენ ტერიტორიის ,,ასათვისებლად“ იძულებით მოისწრაფვოდა. ჯერ თათარ-მონღოლებმა შეავიწროვეს ამაყი ალანები, შემდეგ თემურ ლენგმა მოუსვა სიკვდილის ცელი. ბოლოს რომანოვების ხიშტებმა შექმნეს ჩამკეტი კორდონები. კავკასიელებიც ქართველებისკენ საშველად მორბოდნენ. შვილებივით ილტვოდნენ დედა საქართველოსკენ. ეს სწრაფვა, ხშირად მიუღებელი მეთოდებით ხორციელდებოდა. იღვრებოდა სისხლიც, იყო სისხლიანი ცრემლიც. არ არიან მართალნი ის ისტორიკოსები, თვალს რომ ხუჭავენ, თუ რა კონვულსიებით ყალიბდებოდა ახალი ,,სიმბიოზები“. ოღონდ ისინიც ტყუიან, რომელნიც მხოლოდ მახვილს ხედავენ. ქართულ-ოსური ურთიერთობანი თვით უმწვავესი კონფლიქტების პერიოდებშიც კი ადგილობრივ მოვლენად უნდა განვიხილოთ. ოსეთში არასოდეს არ გამქრალა ქართული ორიენტაცია. ოსები ყოველთვის თავს განიხილავდნენ ქართული სახელმწიფოს მოქალაქეებად. მათი კოლექტიური მეხსიერებიდან არასოდეს ამოვარდნილა ,,მზე ქართლისა“ - მეფე თამარი და მისი სწორუპოვარი მეუღლე ოსთა რაინდი, მეფე დავით სოსლანი, ,,ტომი ბაგრატიონთა“. ,,ვეფხისტყაოსნის“ გმირთა სამყარო მშობლიური იყო ოსებისათვის. ოსურ ფოლკლორში შეხვდებით ტარიელის, ავთანდილის, ნესტან-დარეჯანის, თინათინის სახეებს. ქართული დამწერლობა იყო მშობლიური ოსებისთვისაც. არაერთი დოკუმენტი არსებობს მე-18 საუკუნეში ოსურ ენაზე ქართული ალფავიტით შედგენილი. ქართულად ფორმდებოდა ონომასტიკონი.

გვარ-სახელების მიხედვით ძალზე ჭირს ქართველ-ოსთა გარჩევა. ეს განსაკუთრებით იგრძნობა თავადაზნაურ წრეებში. ქართველ მეფეებს ოსეთში განსაკუთრებული უფლებები შერჩათ. ოსური საზოგადო წრეები აღიარებდნენ ქართველი მეფის უზენაესობას. ეს ხდებოდა სრულიად ნებაყოფლობით. პოლიტიკური სიტუაცია გამორიცხავდა ოსეთის საქმეებში ქართული სამეფო დინასტიის აქტიურ ჩარევას. ქართველები ვეღარ ახორციელებდნენ ძალაუფლებას კავკასიის გადაღმა, მაგრამ მათ სიტყვას მაინც ,,ძირს არ უშვებდნენ“. ამიტომაც ესოდენ ბევრია ოსეთში ქართველი მეფეების მიერ ქართულ ენაზე გაცემული სიგელ-გუჯრები. ოსეთში ასეთი დოკუმენტები ღირსების საქმე იყო, მაშინაც კი, როდესაც მათ ხელს აწერდნენ არა ტახტზე მჯდომი მონარქები, არამედ პრეტენდენტები.

ოსები ხალისით მონაწილეობდნენ ქართველთა თავდაცვით ბრძოლებში ირან-თურქეთის წინააღმდეგ. გვიანი შუა საუკუნეების სიგრძეზე ვერ იპოვიდით ვერც ერთ მომენტს, რომ ოსეთი თურქეთის ან ირანის მხარეზე დამდგარიყო. ისინი არ მისდევდნენ ,,ტყვის ყიდვას“ პირადი, ნებით; ექვემდებარებოდნენ საერთო-ქართულ სამხედრო  მობილიზაციას, - ,,ქუდზე კაცის“ გაწვევას. ქართველ მეფეებს არ შეეძლოთ ბრძანება გაეგზავნათ კავკასიის გადაღმა. ოსეთში მხოლოდ შეტყობინება მიდ

იოდა. ჩვენ არ ვეხებით იმ მოვლენას, როდესაც ჯარის დაქირავება ხდებოდა. ჩვენთვის საინტერესოა მხოლოდ ის, რომ დაქირავების გარეშეც, საკუთარი სურვილითაც ოსი მოლაშქრეები მონაწილეობდნენ ქართველთა სამხედრო ბატალიებში.

უაღრესად პოპულარულია ოსეთში ერეკლე II. ესეც თითქოს მოულოდნელია. ერეკლე II-მ სასტიკად ჩაახშო ქსნისა და არაგვის ხეობების საერისთავოების ოსური თემების წინააღმდეგობა. ესეც კლასობრივი ბრძოლის რანგში ჩაითვალა. ხალხის შეფასებით, ეს იყო მეფე-ფეოდალის ბრძოლა ურჩი ყმების მორჩილებაში მოსაყვანად. ასე ექცეოდა ქართველი მეფე ქართველ მთიელებსაც. სითბოთია განმსჭვალული ოსური ლეგენდები პატარა კახის შესახებ. ამიტომაცაა, რომ ერეკლე II-ს თანამოლაშქრეთა შორის ძალზე ხშირად ვხედავთ ოს მეომრებს. ქართულმა ისტორიულმა მეხსიერებამ მრავალი ოსი ვაჟკაცის სახელი შემოინახა. ქართველ რაინდთა გალერეაში ბრწყინავენ ხეთაგურები, თვაურები, ხუბულურები და სხვები. ნუ გაგაოცებთ ეს გვარები. უკვე აღვნიშნეთ, ხშირად ოს-ქართველების გვარები საერთოა. უმეტესწილად, წარჩინებულთა.

საქვეყნოდ გაითქვა სახელი პატარა კახის თანამებრძოლმა ბოლატიკო ხეთაგურმა. იგი მეფის გამორჩეული მხედარი ყოფილა და მის პირად გვარდიაში ირიცხებოდა. შეუპოვარი იყო ბოლატიკო, ფეხმარდი, ცხენმალი, ყოველთვის თან ახლდა მეფეს, - ერთგულად ემსახურებოდა. 1770 წელს თავი გამოიჩინა ასპინძის ომში. ფოლადის მკერდით იცავდა მეფის სიცოცხლეს. საკუთარი გული შეუშვირა ერეკლესათვის გამიზნულ მტრის ტყვიას, დაიღუპა კიდევაც გმირული სიკვდილით. რაინდი იყო ბოლატიკო, რაინდი იყო მისი საყვარელი ერეკლე II-ც. არ მიუტოვებია მკვდარი ერთგული მეომარი მეფეს. მისი ბრძანებით, დაღუპული ვაჟკაცის ნეშტი ქართლში გადმოასვენეს. არ არსებობდა მაშინ უმაღლესი ორდენები, სამეფო წყალობა მიიღო ბოლატიკოს მამამ, დახჩიკომ. მამულიც მიუზომეს ხეთაგურების ოჯახს 1786 წელს. კრწანისის ომში იბრძოდნენ აგრეთვე ჩერმენ გაგლოევი, ოსი ყარაჯა და სხვანი. მორიგი ჯარის ფორმირებისას მხარში ედგნენ ახალგაზრდა ლევან ერეკლეს ძე ბაგრატიონს, პირველ ქართველ გენერალს (სწორედ ამ დროს შემოიღო ერეკლე II-მ ევროპული ჩინები).

ჭეშმარიტი გმირობის ნამდვილი გამოცდა იყო კრწანისის ბრძოლა. ამ დროს თავი იჩინა სამეფო შინაგანმა კრიზისმა და ვერ მოხერხდა თავდაცვის ორგანიზაცია. კრწანისის ველზე ერეკლე II-ის გვერდით დადგა მხოლოდ 300 მხედარი. მცირე იყო ეს ლაშქარი, ოღონდ ნარჩევი. ყოველი კუთხიდან მოხალისეები ჩავიდნენ: 300 არაგველი, 200 ქიზიყელი, 150-მდე თუში, 1000-მდე ქართლელი, 1000-მდე კახელი და ა.შ. მათ შორის მცირე გუნდებად იბრძოდნენ ჩერქეზები და ოსები. 3000-მდე გასწირა თავი კრწანისის ველზე... და ძირს დააწყო 13000 ირანელი. კრწანისის ველზე მებრძოლი ყველა გმირი იყო. მათ შორის გამოირჩეოდა იოანე ბაგრატიონის (ერეკლე II-ის შვილიშვილის) ორი რაზმელი თვაურის გვარისა. მათ იხსნეს ახალგაზრდა უფლისწული და მასთან ერთად გაარღვიეს მტრის ალყა მოხუცი მეფის გარშემო.

კიდევ ერთმა ოსმა ვაჟკაცმა გამოიჩინა თავი ერეკლე II-ის სამეფო დროშის ქვეშ. აღა-მაჰმად ხანს თბილისში შემოუძღვა განჯის მფლობელი ჯავად-ხანი. მას თან ახლდა მხედართმთავარი ვინმე არზრუმანა. მამაცი კი იყო განჯელი მეომარი, მაგრამ სასტიკი და დაუნდობელი. ბევრი ცოდვა დაიდო 1796 წლის სექტემბერში.

დაიგუბეს ბოღმა თბილისელებმა. 1796 წლის ნოემბერში ერეკლე II-მ განჯის დასჯა გადაწყვიტა. ჯავად-ხანი ციხეში შეიმწყვდია ერეკლე II-ის ენერგიულმა ვაჟმა, სახალხო გმირმა ალექსანდრე ბატონიშვილმა. მის რაზმში იბრძოდა კრწანისის ერთ-ერთი მონაწილე გივი ოსი. ჯავად-ხანის დავალებით ციხიდან გამოიჭრა არზრუმანის გუნდი, თავზეხელაღებული ავაზაკი მგელივით მიეტანა ქართველებს.

ეს ავაზაკის უკანასკნელი ბრძოლა აღმოჩნდა. მამაცმა გივიმ განჯის კედლებს მიასრისა თბილისის მტარვალი. ,,ვაშა მამაც გივის!“ - შესძახა ქართველთა ლაშქარმა. ,,ვაშა საქართველოს!“ - დაიძახა ოსმა ჭაბუკმა და ქართულ ჩალისფერ დროშას დაუჩოქა.

ერთიანობა იყო არა მხოლოდ ქართველთა, არამედ მთლიანად კავკასიონთა ხსნის საფუძველი. ,,ღმერთო ჩემო, - ეუბნებოდა 1763 წელს ინგლისიდან ჩამოსული სომეხი მოღვაწე იოსებ ემინი ერეკლეს, - რა იქნებოდა ქართველებს თავისი სკიპტრის ქვეშ რომ შეეერთებინათ მთელი კავკასია, შეენივთებინათ ქართველთა პოლიტიკური გენია, სომეხთა კომერციული ნიჭი და კავკასიანთა უშრეტი ტემპერამენტი. ხომ გრიგალივით გადავუვლიდით ჩვენს მპყრობელ იმპერიებს - თურქეთს და ირანს“.

არ გამოვიდა მაშინ ერთობა. ვერ შეჩერდა გათიშვის პროცესი. წარსულმა ახალ საუკუნეებს ანდერძად დაუბარა ურთიერთსიყვარული და პატივისცემა...

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს.
მართალი იოანა მენელსაცხებლე
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მართალი იოანა მენელსაცხებლეს (I) ხსენების დღეს.
gaq