საქართველო - სამონეტო ცივილიზაციის უძველესი კერაა. კოლხური თეთრი კი მსოფლიოში წარმოებულ მონეტათა შორის ერთ-ერთ უძველეს ფულად ერთეულს წარმოადგენს.ფულს ისევე დიდი ხნის ისტორია აქვს, როგორც კაცობრიობის ცივილიზაციას. საუკუნეების სვლასთან ერთად ფულადი ერთეულებიც მუდმივად იცვლებოდა. მას ცალკეულ ქვეყანაში თავისი ისტორია აქვს და თითოეული თავისთავად უნიკალურია.სწორედ ამ უნიკალურ და უძველეს მონეტების ჯგუფს მიეკუთვნება ,,კოლხური თეთრი“ რომელიც ძვ.წ. VI ს-ში კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე იჭრებოდა.გიორგი დუნდუას მოსაზრებით ,,კოლხური თეთრი მოჭრის ტექნიკითა და შესრულების მხატვრული დონით არაფრით ჩამოუვარდება ბერძნული სამყაროს თანადროულ ნუმიზმატიკურ ძეგლებს“.
კოლხური თეთრის რამოდენიმე ტიპი და ნომინალი არსებობს, ტეტრადრაქმა, რომლის წონაა 13 გ. მის შუბლზე გამოსახულია მარცხნივ მიმართული ლომის თავი, ზურგზე ფრთოსანი რაშის პროტომა.დიდრაქმა: I ტიპი. შუბლზე — მარჯვნივ და მარცხნივ მიმართული მწოლიარე ლომი; ზურგზე — მარცხნივ ან მარჯვნივ მიმართული მუხლმოდრეკილი ხარისთავიანი ადამიანის ფიგურა. II ტიპი.შუბლზე ხაზოვან რკალში ადამიანის თავის პროფილი; ზურგზე — ერთმანეთის საპირისპიროდ მიმართული ადამიანის ისეთივე თავები, როგორიც მინეტის შუბლზეა. III ტიპი. შუბლზე — ხაზოვან რკალში ადამიანის თავის პროფილი; ზურგზე - ერთმანეთის საპირისპიროდ მდგარი 2 ხარი. კოლხური დიდრაქმების საშუალო წონაა 8,99—9,90 გ.;
დრაქმა:შუბლზე მარჯვნივ მიმართული ხარის თავი. 5,52 გ. ნახევარდრაქმები: I ტიპი. შუბლზე - ლომის თავის პროფილი მარჯვნივ; ზურგზე — მარჯვნივ მიმართული ძუ ლომის პროტომა. საშუალო წონა — 2,17 გ. II
| ტიპი. შუბლზე მარჯვნივ ან მარცხნივ მიმართული ადამიანის თავი, ზურგზე მარჯვნივ მიმართული ხარის თავი. წონა 1,2-2,6 გ. ამ ტიპის მონეტების ზოგიერთ ცალზე ამოტვიფრულია ბერძნული ასოები.
გიორგი დუნდუა წერს: ,, სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილი მონეტა I ტიპის კოლხური დიდრაქმის სახელწოდებით აღინიშნება. ისიც საკმაოდ იშვიათია. სამი ცალი ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ორი - ერმიტაჟში, თითო-თითო ცალი ქუთაისის, ბრიტანეთის, ბერლინისა და ბოსტონის მუზეუმებში. აქედან - ოთხი დას. საქართველოს ფარგლებშია აღმოჩენილი (ფოთს და ზუგდიდის რ-ნის სოფ. ახალსოფელში ს. (მაკალათია, ახალი ტიპის კოლხური მონეტების აღმოჩენა, საქ. სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, ტ.XIV, 1947, გვ.425-428)), რაც ქართულ ნუმიზმატიკურ ძეგლებისადმი მათი მიკუთვნების მტკიცე საფუძველს ჰქმნის. ასევე იშვიათია II ტიპის კოლხური დიდრაქმა, რომლის შუბლზე გამოსახულია ხაზოვან რკალში ჩასმული ადამიანის თავის პროფილი მარჯვნივ, ხოლო ზურგზე ერთმანეთის საპირისპიროდ ადამიანის ორი ისეთივე თავი, როგორიც მონეტის შუბლზეა გამოსახული. II ტიპის დიდრაქმაც რამდენჯერმეა ნაპოვნი ძველი კოლხეთის მიწა - წყალზე (ფოთი, ახალსოფელი). მას ძვ.წ. V ს-ით ათარიღებენ . III ტიპის კოლხურ დიდრაქმას ჩვენამდე არ მოუღწევია. იგი სხვა კოლხურ მონეტებთან ერთად აღმოჩენილა 1910 წ. ფოთში და თავის დროზე ხელთ ჩავარდნია ჩეხ მეცნიერს, ე.პოხიტონოვს. ამჟამად ეს მონეტა დაკარგულია.საბედნიეროდ, ე.პოხიტონოვს დარჩენია მისი ჩანახატი, რომელიც გამოაქვეყნა კიდეც. II ტიპის დიდრაქმისაგან იგი იმით განსხვავდება, რომ ზურგზე ადამიანია თავების ნაცვლად ერთმანეთს დაპირისპირებული ხარის თავებია გამოსახული. ეს
| მონეტა II ტიპის დიდრაქმის სინქრონულია.“
კოლხურ მონეტებზე როგორც წესი წარწერები არ არის,მხოლოდ ზოგიერთ მათგანზე გვხვდება ბერძნული ასოები როგორც ზემოთ მოგახსენეთ.მკვლევართა ნაწილი კოლხური თეთრის მოჭრას კოლხეთის სამეფოს მიაწერს, ნაწილი კი — შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, არსებულ ბერძნულ ახალშენებს.გამოთქულია მოსაზრება რომ კოლხური თეთრი ზღვისპირა ბერძნულ ქალაქებშია მოჭრილი,ამის დამამტიკებელ ერადერთ საბუთად შეიძლება მივიჩნიოთ ზოგიერთი მონეტის ბერძნული ასოები.გიორგი მელიქიშვილი წერს: ,,კოლხური მონეტები ძირითადად გავრცელებულია ბათუმსა და სოუმს შორის მდებაზე ტერიტორიაზე , ე.ი იმ ფარგლებში, რომელიც შეადგენდა კოლხეთის სახელმწიფოს ძირითად ტერიტორიას ძვ.ა VI-IV საუკუნეებში მოჭრილია ისინი სწორედ იმავე პერიოდში, ამასთანავე, ეს მონეტები უფრო მეტად გავრცელებულია არა ზღვის პირა ზოლში, არამედ კოლხეთის შიდა რაიონებში ეს ერთ-ერთი საბუთია, იმ მოსაზრების სასარგებლოდ, რომ ამ მონეტებს კოლხეთის სახელმწიფო ხელისუფლება სჭრიდა. ამავეს უჭერს მხარს მონეტებზე მოთავსებული გამოსახულებების კავშირი ადგილობრივ კულტურულ-რელიგიურ წარმოდგენებთან . ქ. ხონში განძში ნაპოვნი მონეტის ერთ-ერთი ეგზემპლარი დამზადების პროცესში მყოფი ჩანს (ერთი მხარე გლუვი აქვს), რაც, აგრეთვე მათ ადგილობრივ დამზადებაზე მეტველებს. კოლხური თეთრი გავრცელებული იყო კოლხეთის სამეფოს მთელ ტერიტორიაზე და ასევე კოლხეთის სამეფოს მიდმდებარე ტერიტორიებზე, ყირიმში ნიმფეის არქაულ ტაძრის გათხრის დროს ძვ.წ. VI საუკუნის მეორე ნახევრის ფენაში აღმოჩდა კოლხური პითოსების (დიდი ზომის ჭურჭლის) ნამსხვრევები,კოლხური ვერცხლის მონეტებთან (კოლხურ თეთ
| რთან) ერთად. კოლხური თეთრის არსებობა ნათელს ხდის იმ დროინდელი კოლხეთის სამეფოს სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობას გ.მელიქიშილის მოსაზრებით კოლხური მონეტების გავრცელება კოლხეთის სამეფოში და მათი აღმოჩენა სხვა ქვეყნებში,ისევე უცხოური მონეტების აღმოჩენა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე,ნათლად მეტყველებს იმაზე,რომ მონეტის ინტესიური მიმოქცევა დამახასიათებელია კოლხური საზოგადოებისთვის,რაც მისი სოციალურ-ეკონომიკურ განვითარების მაღალ დონეზე მიუთიტებს.ეს გულისხმობს სასაქონლო წარმოებისა და ვაჭრობის დიდი განვითარებას,პროფესიულ ვაჭართა სოციალურ ფენის არსებობას.ყოველივე ეს მოწმობს,რომ კოლხური საზოგადოება ამ დროს სახელმწიფოს წარმოადგენდა.კოლხური მონეტები აღმოჩენილია ყირიმში,ქერსონესში სოჭის რაიონში,ტრაპეზუნტის მიდამოებში,ქართლში_არმაზში და სხვა..დასავლეთ საქართველოში კოლხური თეთრი ნაპოვნია ათასობით, განძის სახით. ამრიგად კოლხური ცივილიზაცია სამონეტო ცივილიზაციის სათავეებთან დგას,რამეთუ ისტორიული ცნობები და არქეოლოგიური გათხრები ადასტურებენ რომ,კოლხეთის სახემწიფოს ქონდა საკუთარი ფულადი ერთეული,რაც იმ პერიოდის მსოფლიოსთვის უიშვიათეს მოვლენას წარმოადგნდა.
გამოყენებული ლიტერატურა
1.კოლხური თეთრი გ.დუნდუა
2.დ. კაპანაძე, ქართული ნუმიზმატიკა
3.Ш.Амиранашвили, История грузинского искусства, Москва, 1960
4.თავისუფალი ვიკიპედია ,,ფულის ისტორია"
5.თავისუფალი ენციკლობედია ,,კოლხური თეთრი"
6.საქართველოს ისტორია ტ 1 .გიორგი მელიქიშვილი გვ 44 ტომის რედაქტორი ნოდარ შოშიაშვილი.თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა 2006 წელი |