საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ლიტერატურა და ხელოვნება > მეფეები სახვით ხელოვნებაში

მეფეთა მხატვარი
ნინო ტარყაშვილი

ბატონ გურამს მეფეთა პორტრეტებისა და მეფე წმინდანთა ხატების მთელი სერია აქვს შექმნილი. დახატული აქვს ასევე დედოფლები: ნანა, თამარი, ქეთევანი, შუშანიკი, რუსუდანი.  ყველაფერი კი ასე დაიწყო: ქალაქ რუსთავის ადგილობრივი გაზეთის ჟურნალისტებმა ლერი ბარათელმა და თემურ კობახიძემ კალენდრისათვის გაერთიანებული საქართველოს მეფეთა  პორტრეტები შეუკვეთეს. ამ დროს შექმნილი მეფეთა პორტრეტები გამოირჩეოდა მკვეთრი ინდივიდუალური ხასიათით. ყველა მეფეს ჰქონდა ორიგინალური, ვაჟკაცური და ამასთან მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხიბლი. როდესაც ეს სურათები იხილა ქველმოქმედმა ზურაბ ლილუაშვილმა, გადაწყვიტა მისთვის ეთხოვა დაეწერა მეფეთა პორტრეტები წიგნისათვის „ბრძოლებში სახელგანთქმული ბაგრატიონთა გვირგვინოსნები.“ ამ ამოცანასაც ბატონმა გურამმა თავი წარმატებით გაართვა.მან შექმნა აგრეთვე, არაერთი მეფე წმინდანის ხატი: კონსტანტინე და ელენე, ბიბლიური დავითი და სოლომონი. ქართველი წმინდა მეფეები.  

„მეფეთა პორტრეტებზე მუშაობა რთულია. რადგან ჩვენი ჟამთააღმწერლები ძალიან ზოგადები არიან მეფეთა  გარეგნული პორტრეტების აღწერაში, იძულებული ხარ შექმნა საკუთარი ვერსია. ზუსტი და დეტალური აღწერილობა მეფეთა გარეგნობისა ხომ ხშირ შემთხვევაში, არ არის შემონახული. ამიტომაც ყოველი პორტრეტის შექმნის წინ ჯერ თეორიულად ვემზადები. ვცდილობ, მათ ბიოგრაფიას ჩავუღრმავდე. წმინდა მეფეთა ხატების წერის დროს მუდამ ვაკეთებ იდეალიზაციას. მკვეთრი ინდივიდუალიზმი უკანა

პლანზეა. მე ვცდილობ, მლოცველს მივაწოდო ისეთი სახეები, რომ მას ამაღლებული განწყობილება შეექმნას.“ მხატვარი და ხატმწერი ხშირად ამ კუთხით ადამიანთა სახეებსაც აკვირდება. სამეგრელოში, წაჩხურუს მთავარანგელოზთა ტაძრის მოხატვის დროს გაიცნო გიგლა, - 82 წლის ულამაზესი მოხუცი. იგი მდინარე ტეხურას ხიდზე გადადიოდა და ასე ჩადიოდა ჭყონში, ბაზრობაზე. „გაივლიდა იქით–აქეთ ცხრამეტ–ოც კილომეტრს და საღამოს კიდევ თხებს დასდევდა მთებსა და ტყეებში. გიგლა უთუოდ გამოდგებოდა რომელიმე მეფის პროტოტიპად“,  - ფიქრობს ის.

 ბატონი გურამისთვის, ისევე როგორც ალბათ უმეტესი ხატმწერებისათვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავით აღმაშენებლის თემა. თავის მიერ შექმნილი დავითის ხატებთან დაკავშირებით, მიუხედავად სხვათა მოწონებისა, დღემდე უკმაყოფილოა. სამაგიეროდ, ჭიათურის ხარების ეკლესიის კედელზე აღბეჭდილი დავითის ფრესკაზე თვლის, რომ დავითი მართლაც დავითსა ჰგავს. მეფე წმინდანთა ხატების სერიაში აღსანიშნავია თამარის ხატი. ავტორის აზრით, აქ კარგად ჩანს თამარის შინაგანი სიმტკიცე, განსხვავებით, ვთქვათ, ქეთევან მაღალაშვილის თამარის პორტრეტისაგან, რომელიც სინაზით გამოირჩევა. 

სამომავლოდ, ხატმწერს მოეწონა ჩემი იდეა შეიქმნას ზოგადად მართლმადიდებელ წმინდა მეფეთა ხატი, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან ქართველი, სერბი, ბულგარელი, რუსი და სხვა წმინდანად შერაცხული მართლმადიდებელი მეფეები. ბატონი გურამი დიდი სიამოვნებით იმუშავებდა ამ თემაზე, თუკი ხატის

დამფინანსებელი მოინახა.


მართლმადიდებლური და კათოლიკური ხატწერა

ხატწერული ტექნიკის სრულყოფის მიზნით ბატონი გურამი ხშირად ცდილობს ჩაუღრმავდეს სხვადასხვა სახელოვნებო თეორიებს. საინტერესოა მისი მსჯელობა მართლმადიდებლური და კათოლიკური ხატწერის თაობაზე:

„მართლმადიდებლური ხელოვნება ყველა დარგში ზოგადია, განსხვავებით კათოლიკური ხელოვნებისგან, რომელიც ზენატურალიზმამდეა დასული. მართლმადიდებლობაში მთლიანობის განცდაა. ყველაზე ამაღლებული სისტემები, ეგვიპტური, შუამდინარული, განზოგადოებაზეა დამყარებული. ცალკე მთაა ერთი. ცალკე მეორე. ცალკე მესამე. მართლმადიდებლური კანონიკა არ უნდა დაირღვეს, თორემ ისე სხვა ხელოვნებიდანაც შეიძლება შეითვისო ისეთი რამ, რაც გამოადგება მართლმადიდებლობას. ხატწერის სტილისტიკა და კანონიკა პირდაპირ კავშირშია სიბრტყეზე ასახვის ხელოვნებასთან, განსხვავებით დასავლური კულტურისაგან, სადაც არის მცდელობა სიბრტყეზე სივრცის ილუზიის შექმნისა. ხატწერის მართლმადიდებლური სკოლა უფრო გულწრფელი, ჭეშმარიტი და ფუნქციონალურია. სიბრტყეზე სიბრტყით უნდა იაზროვნო და სივრცეზე სივრცით.

მართლმადიდებლური კულტურა ცალკე უზარმაზარი ოქროს ზოდია მსოფლიო კულტურის საგანძურში. და ამ ოქროს ზოდს აქვს თავისი განსაკუთრებული კანონები და დოგმატიკა. ეს არის ის ჩარჩოები, საიდანაც ხატმწერი არ უნდა გამოვიდეს. ეს არის კეთილი ზღუდეები ხატმწერისათვის.“

ეკლესიათა მოამაგენი

მამა–შვილს გურამ და ლ

ექსო მღებრიშვილებს არაერთი ეკლესია და მონასტერი აქვთ მოხატული საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ესენია: ადიგენის რაიონის სოფელ ბოლაჯურის და ჭიათურის რაიონის სოფელ ცხრუკვეთის წმინდა გიორგის ეკლესიები; სოფელ უდეში წმინდა ნინოს  სახელობის დედათა მონასტერი; სამეგრელოში, წაჩხურუს ტყეში მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია; ჭყონდიდის გარეუბანში ნაფოსტარის წმინდა გიორგის ტაძარი. სობისი, გორის რაიონში. სურამში მამათა მონასტერი და სხვა. წაჩხურუში და სურამში მათთან ერთად მუშაობდა მამა იოსებ ჯინჭარაძე, რომელსაც ბატონი გურამი მადლიერების გრძნობით იხსენიებს. მისგან ბევრი რამე ვისწავლე, რადგან ფრესკული მხატვრობის დიდი გამოცდილება ჰქონდაო.

ლექსო იხსენებს: „ძალიან რომანტიული იყო წაჩხურუს ტყეში, მთავარანგელოზის  მე–10 საუკუნის ეკლესიაში მუშაობის პერიოდი. ეს იყო სამეგრელოს უკიდურესი სოფელი, რომლის იქითაც უკვე სვანეთის მთები მოჩანდა. ტყის განაპირას, ორმოცდაათ–ას მეტრში მოჰქუხდა ჩანჩქერის კასკადები.  ხშირად ცხრა–ათი დღე გადაუღებლად თოვდა ან წვიმდა. წვიმას ჩოხადამპალას ეძახდნენ. მოდიოდა ჩოხადამპალა, კოკით და თქეშით, ჩვენ კი, ამ სიცივეში, ეკლესიაში ხატებს ვწერდით. ღამის თორმეტ–პირველ საათამდე ლამპებითა თუ სანთლებით ვმუშაობდით.  გარეთ მონადირეებს დათვების სარეკი ჰქონდათ მოწყობილი. ერთხელ ღამით გვიან დავბრუნდით სახლში და მეორე დღეს, ახალ დაფიფქულზე, ჩვენს კვალს ადევნებული მგლის ნაკვალევი შევნიშნეთ. ეტყობა, მარტო რომ იყო, იმ

იტომ ვერ გაბედა თავდასხმა. ხალხი იყო ძალიან საინტერესო  და ალალი. ფილმების პერსონაჟები გეგონებოდნენ. ერთს ვინერი ერქვა - სუფთა ოჩოპინტრე. ტყის განაპირას ერთი პატარა ქოხი ჰქონდა და იქ ცხოვრობდა. ქოხში მხოლოდ ერთი საწოლი ეტეოდა. ტყეში დადიოდა, ზურგით მორები ჩამოჰქონდა. ჩეხდა. შეშად ამზადებდა. ყიდდა და იმით საზრდოობდა. ერთადერთი დაგლეჯილი ჯემპრი ეცვა და არა სციოდა. ტყეში საკუთარი გზები გაჰყავდა. მონადირეები სულ მას ეკითხებოდნენ, სად რა ნადირი იყო, ყველაფერი იცოდა...“

 

ყველაზე მნიშვნელოვანი ღვაწლი

გარდა მხატვრობისა და ხატწერისა, ბატონი გურამი აგრეთვე ჭედურ ხელოვნებაშიც მუშაობს, ხეზე კვეთაზეც. საკუთარი ხელით იგონებს და ამზადებს ათასგვარ ხელსაწყო–იარაღებს. მის სახლში საყოფაცხოვრებო ავეჯიც, თავისი ორიგინალური დიზაინით მის მიერაა დამზადებული.

მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ყველაზე მნიშვნელოვან ღვაწლად ათონის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის პერანგის მოჭედილობას თვლის. ხატი ათონის მთაზე დაიწერა და პატრიარქის კურთხევით მისი მოჭედილობა ბატონმა გურამმა შეასრულა. ათი წელი გაგრძელდა მასზე მუშაობა. ხატის საბოოლოო ადგილსამყოფელი მახათას მონასტერი იქნება. ამჟამად კი, დროებით, სიონშია დაბრძანებული. 

მეფეთა მხატვრის ოცნებაა საქართველოს ისევ მიჰმადლოს უფალმა დიდ მეფეთა მსგავსი მმართველი, რომელსაც ყველა გულმხურვალე მამულიშვილთან ერთად ჩვენც ვუერთდებით. ღმერთმა მოგვმადლოს. ამინ!!!

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq