ვახტანგი
...თქვენ, მკვიდრნო ქართლისანო, მოიხსენენით კეთილნი ჩემნი... და სახლსა ჩვენსა ნუ შეურაცხჰყოფთ... ვახტანგის ანდერძი ვახტანგმა წყალი ისურვა მოგეხსენებათ, რა ძნელია პოემის წერა; არა ერთი და ორი გახდა ამ საქმის წერა. ეს, არცთუ ისე იოლი საქმე, _ როგორ დავიწყო, სით მივუდგე, მირჩიეთ _ რა ვქნა! დავიწყო ისე, როგორც სხვები იწყებენ ხოლმე, _ რატომღაც გული არ მაძლევს ნებას. არადა, უშნოდ რომ მოვედვა ღობეს და ყორეს _ ეს შეიძლება?! _ რა თქმა უნდა _ არ შეიძლება! რაც არის _ არის _ გავარდეს ჯანი. თუ გინდა, ლაფი დამასხან თავზე _ ესე პოემა იწყება ასე: ვახტანგმა გადინადირა ქედი მაღალი _ ტყიანი; ვერ მოჰკლა ფური, ვერც ხარი; _ ვაზირნი რას იტყვიანო! ხელმოცარულმან მეფემან შორით შენიშნა ჭალა. ჩამოხტნენ. ბრძანა _ დაჯდომა.
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ცხენთ დაუყარეს ჩალა. აღმოხდა მწუხრის ვარსკვლავი _ მკვდარი გზის მაჩანჩალა. ულაყთა _ ლაგამწაყრილთა შეახრამუნეს ჩალა. ვახტანგმა წყალი ისურვა, გაიქცნენ: _ მოვიტანთო! ვაზირს ეწადა რამ ეთქვა _ იჩქითად, სწორედ ამ დროს, მოიჭრა წყალზე წასული _ გადასდიოდა ხვითქი. _ რა დაგემართა, თქვი ჩქარა! თქვა: _ მადროვეთო, ვიტყვი!.. - ვითარცა მოგეხსენებათ, წარვედ მოტანად წყალისად; ვეძებე, მივდექ-მოვდექი, - წყარო ვერ ვპოვე ღარისა. შევხედე: ღელე დიოდა, - თვალნი გამიხდნენ ფართონი. ვიფიქრე: - ღელეს წავიღებ, - რას მიმიხვდება პატრონი! გავბრიყვდი, ვიგულმავიწყე ყოვლისმხედველი უფალი. მყისვე ყრანტეში ჩავხოხდი - გავწირე კაბა-ჯუბანი. ღელეს მივადექ... და როცა ჩქერალს შევუდგი ტაგანი, - წყალი გაცხელდა, ადუღდა... შევკრთი, _ დამეცა თავზარი. მუხლზე დავეცი - ავტირდი, ვახშირე პირჯვრის წერანი; არ შემეწია არც ღმერთი, არც მზე, არც წერამწერალი. დამსაჯეთ! ჩემზე
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | დ ახია გზანი უღაღნი ჯანაბის. ახია ჩემზე გაშავდეს ჩემი სახლი და ჯალაბი. აბრძანდა მეფე. მუნთქვესვე ფეხზე წამოხტა ყველაყა; წყალი _ ადუღდა რომელიც _ უნდოდა ყველას ენახა. მივიდნენ - შეცბნენ... მარტოდენ მეფე გალაღდა ნამეტურ; წყლის ღვთაებრივი ნიშატი - იგრძნო, შენიშნა რამეთუ. ხმას არ იღებდა ხელმწიფე. ვაზირთა შეჰქმნეს ყაყანი; ზოგმა ცას ეჭვით გახედა, ზოგმა გასინჯა ტაგანი... მეფემ აღაღო ბაგენი და შეწყდა მყის ლაპარაკი. წარმოსთქვა: - იყავნ ქალაქი! და... აღმოცენდა ქალაქი. . . . სიტყვა მეფის, საქმე შენი _ შოშიტა და შიოშ... - რაღა გვინდა აწი წყნეთში, ანდა მცხეთაშიო!... მცხეთით, წყნეთით, თუხარისით; ჩორთით, ოთხით, თოხარიკით - უხალისოდ, თუ ხალისით მოაშურა ხალხმა თბილისს... ქვამ ქვა იგრძნო. ძელმა - ძელი. ჩაიყარა საძირკველი. დაიბადა თბილისელი. სტუმარს დახვდა მასპინძელი. და... მზე როდესაც მოადგა აღმოსავლეთით თბილისს, - მცხეთას დაეცა თბი
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ლისის ვეებერთელა ჩრდილი.
სპილოები კარიბჭე მოღლიავდა გალავანის, მცხეთაში შემოვიდა ქარავანი. ყველაყა - მცირემდე დიდიდან - იდგა და სპილოებს ითვლიდა. - ერთი... ორი... სამი... ოთხი, - ხელებს შლიდნენ: - ვაა!.. ხუთი... ექვსი... შვიდი... - ბიჭოს!... - აი მესმის! - რვა... თერთმე... თორმე... ცამე... თოთხმე, - გრძელდებოდა თვლა. ითვლიდნენ გულში, ითვლიდნენ თითით, ითვლიდა ქალი, ითვლიდა ვაჟი... და... მიდიოდა ხალხის თვალწინ ქარავანი თვლა და თვლაში; ქართულ თვლაში, სომხურ თვლაში, სპარსულ თვლაში ბერძნულ თვლაში... და... მზით ძლეული მთვარის ცრემლი ციმციმებდა მცხეთის თვალში. რა გამოსცილდნენ მცხეთას - თქვა დიდვაჭარმა ერთმა: - იცოცხლე! - ღდინზე ვიბანო ჭრელ აბანოში ნურითო! მეორემ: _ გაგიხარია! _ გამოვთვრე ატენურითო! მესამემ: _ ოქროდ გავყიდი _ ნაყიდსა ასპანურითო! თავმომწონე მხედარი და სხვა ჯდა ცხენზე კაცი ვიღაცა; _ რა ბიჭიაო! რა ბიჭი!.. ქუჩასაც, ცხენსაც, მხედარსდაც _ დინჯი შვენოდა ნაბიჯი. თვალს ახარებდა, ალხენდა _ მწვანე ხავერდი ხეთანი... _ მე ვარ და ჩემი ცხენიო! _ უხმოდ იძახდა მხედარი. ქალი შენიშნა _ ჩამოხტა _ ხოხობს წარუდგა არწივი _ განზე გადგა და გაჩერდა ცხენი _ ზედმეტი კაცივით. დაიფრუტუნა ქურანმა _ ურმის გაისმა ჭრიალი _ ხარებს ტუქსავდა _ წყრებოდა მეურმე მხარბეჭიანი. იმ კაცს _ ქუჩაში რომელმაც ძლივს გაატარა აქლემი _ წვერები ჰქონდა, მე მოვკვდე, თხისაზე არანაკლები. ფეხის ხმა ისმის ქუჩიდან ცხენთა. ყავახანაში ვაჭრები სხედან: _ ტფილისისკენ სპილოებით მოდიანო ინდონი! _ ჩვენებურო საქონელო, _ ხაბარდა და... მშვიდობით! _ ხატაელთა ქარავანიც უნახავთო გზაში! _ ინდოელებს კარგი დახლი დაუდგებათ მაშინ! _ სომხის ვაჭრებს თუხარელი დასცემია ლექსო! _ ვახტანგ მეფე კარგად იყოს, _ დედას უტირებსო! რაო, _ ვახტანგმა, _ ვინ არი? ჩამოართვეს ცხენი; _ აქეთ! _ უთხრეს ხელით. უცხოს, ვერ გე ტყვი _ რატომ და _ თავი ამაყად ეჭირა. _ რაო, _ ვახტანგმა, _ ვინ არი? _ დესპანიაო! _ ეჯიბმა. მეფის წინ მიწას აკოცა ელჩმა, მერე საკმაოდ ცბიერი სახით. მეფეს უსტარი გადასცა შაჰის. ვახტანგმა წიგნი გაშალა, _ ჩაიკითხა და _ წახვია: _ ახია ჩემზე, ახია! გაეღიმა მწარედ. გაუშტერა თვალი წერტილს. შეამჩნია ელჩმა, _ ვახტანგს კბილი აკლდა ერთი. ანაზდად სახე იცვალა _ ფერი დაედო მგლისა _ წიგნი მიაგდო, _ წამოდგა... _ არა! _ გამოსცრა მქისედ. ელჩი დარჩა სახტად. ცხენის წინა ფეხები შეხლა-შემოხლა... და ცხენი ორ ფეხზე დადგა შემთხვევით, თუ ცათა მიმართ ვედრებით აღაპყრო წინა ფეხები?! თავს დაწვდა თითქოს საკუთარს ცხენით უთავო თათარი; ვერ მოახერხა აღება და ძირს მოიღო ზღართანი. ორბის ფრთა ეტყვის ცერასა ნაომარ ველზე განფენილა მთვარის შუქი. ყველაფერს თითქოს საკუთარი დუმილი უკვირს. ფრთისა და ისრის ერთგან ისმის ბაასი ჩუმი _ ერთიც, მეორეც, ფრთაც, ისარიც _ ემდურის ჩუბინს. _ საშველი არა ყოფილა! _ ორბის ფრთა ეტყვის ცერასა, _ ვერ დავეღწიე ვერსაით მე ჩემსა ბედისწერასა. ვიფიქრე: _ ახლა მეშველა! _ ორბი რომ მოჰკლა ქიტესამ; დღე უარესი დამადგა _ მე შენსა გადამკიდესა. ორბის ფრთას _ მოგეხსენება _ სისხლი არ გაუკვირდების, _ პატრონი ჩემი, შენც იცი, თავზარი იყო ჩიტების; მაგრამ ღირს კია სათქმელად დღეს სისხლი კაკბის, ხოხობის?! დღეს, როცა კაცის _ მე და შენ _ სისხლი დავღვარეთ კოკობით! ოდესღაც მწვანე, _ ქორაფი, _ ორბის ფრთას ეტყვის პასუხად: _ წვეთიც კი სისხლის არ სცხია ჩემს _ აწ დაკარგულ _ წარსულსა. ჭალას ვიდექი _ ვიყავი _ არა შენსავით ყიალა, _ მე ვარ და ჩემი ფოთოლი! _ ვიძახდი ომახიანად. ვიდრე ხე ვიყავ _ ჩემს ცოდვას _ არსი იტყოდა რომელი?! ქვეყნით ბალახის ამოსვლის _ ვიყავი მახარობელი. კრულ იყოს _ ვინც მე გამთალა. აწ და მარადის კრულ იყოს! _ სიცოცხლის მაცნეს სიკვდილის დამერქვა მოციქულიო! უჯარმით კაცი აფრინეს ხელმწიფეს წყლულზე რაღაცა დაადვეს ჰაიჰარად. უჯარმით კაცი აფრინეს: _ დოსტაქარიო, ჩქარა! დაღამდა, ვიდრე მივიდა შიკრიკი ბოსტან-ქალაქს. ნაშუაღამევს მოაგდო ქურანი დოსტაქარმა. სხვა დოსტაქარი მუნთქვესვე მოაქლოშინეს კასპითა, კიდევ სხვა _ ოძრხით მოიჭრა, მაგრამ სამთავე გაწბილდა. უძრავად იწვა ვახტანგი. დავხედე _ ვეღარ ვიცანი. კითხვაზე: _ არის იმედი? პასუხი: _ არავითარი! ჯერ ერთმა, მერე მეორე, მერე მესამე _ აქიმთა _ ჩამოიშალეს მკლავები _ შეწუხებული სახითა. შემოეჯარა ფიქრები საქართველოზე... მტერზე... და თავი გარდმოგარდიღო გახევებულმა ნერსემ.
ვითარცა მტკვარი მზე ამოდიოდა, მთვარე ჩადიოდა, მამალი ჰყიოდა, კვამლი ადიოდა, ვიღაცა ტიროდა, ვიღაცა ჩიოდა, ვიღაცას შიოდა, ვიღაცას ციოდა, და დრო გადიოდა. ვითარცა ღვინო – ქვევრიდან ხაპში – ხაპიდან დოქში – დოქიდან ჯამში – ქართული სისხლი, ქართული სული, ქართული სიტყვა, ქართული გული გადადიოდა კაციდან კაცში... გადადიოდა, გადადიოდა, გადადიოდა – და მოდიოდა, და მოდიოდა, და მოდიოდა, და მოდიოდა, ვითარცა მტკვარი... გზადაგზა სვამდნენ, ამღვრევდნენ, ღვრიდნენ, უღმერთოდ ჰრყვნიდნენ, უგულოდ ჰყიდდნენ და... მიუხედავად ამისა, მაინც – გამოიარა რუსთველის გული, გამოიარა ვახტანგის გული, გამოიარა თამარის გული, გამოიარა სულხანის გული და დღეს – შოთაის ნაქონი სისხლით, და დღეს – ვახტანგის ნაქონი სისხლით, და დღეს – სულხანის ნაქონი სისხლით – თბილისის ფართო ქუჩებში დადის: ლეილა, ლონდა, ნათია, ნანი, ელისო, ვაჟა, გიორგი, გივი. და... იარონ! იარონ! იარონ! ამინ! |