საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ლიტერატურა და ხელოვნება > მეფეები ქართულ პოეზიაში

სახალხო მთქმელების ლექსები

სოლომონ მეფის საფლავი ტრაპიზონში

 

ვნახე საფლავი, ობოლ ეული,

განმარტოებით ზედ ლოდ მდებარე

დიდხანს ვიდექი შავი ფიქრებით

გარემოცული მის წინ მდუმარე.

ვაშა! შენს სახელს, რომ ამ საფლავით

მნახველ ქართველებს უტოკებ გულსა.

სდუმხარ მეტყველი, მაგრამ დუმილით

გვესაუბრები, გვიხსნი წარსულსა:

შენმა საფლავმა ბევრი რამ მითხრა

ჩემის მამულის მწარე წარსულზე,

და მათი წყლული ვიგრძენი კიდეც

და რაღაც სევდა დამაწვა გულზე.

მაგრამ ამავ დროს დევ გმირი გავხდი

და ამიტოკდა მკერდში სხვა გული;

თითქოს ზენარმა ამ შთაგონებით

ძველი ქართველის შთამბერა სული,

და ვთქვი: ჰე, გმირო მამულიშვილო,

თავისუფლების მარად მოყვარე,

ვერაგ მოყვრისგან გამოდევნილო,

უცხოეთში რო ჰპოვე სამარე,

დადგება ჟამი, აღსდგეს სამშობლო,

შენის მცნებითა განმტკიცებული, -

მოვა, გახარებს აღსდგაო ერი,

და შენც აღსდგები განახლებული!..


დ. ჭანჭათელი ("თეატრი და ცხოვრება" ¹ 44 1917 წ.)

 


 

გვარამ ბაგრატიონი


ამბობენ ბაგრატიონი

თვით ღმერთისა იყო ძეო,

მის დიდება-ბრწყინვალებას

თაყვანს სცემდა თურმე მზეო.

ქართველებმა მოიწვიეს,

ტახტზე დასვეს დიდებითა,

გვირგვინობა გადიხადეს

თამაშობა ტაშის კვრითა.

მეფე გრძნობით და გონებით

იყო მაღალ, ვით არწივი;

მისი ხმალი შავერცხლილი

ელვარება, როგორც სხივი.

წმინდა იყო ღვთის მოყვარე,

სძულდა ავი, ბოროტება;

გასაჭირში თუ ვინ ნახა,

ყველას უძღვნა დახმარება.

ერთხელ შესძრა ყველა კუთხით

თვით ქართველი მოძმე ერი;

გაუმართა მათ ნადიმი,

მეტად მდიდრულ-მშვენიერი.

რომ დაითვრნენ, გაიბრუჟნენ

სადღეგრძელო ჩამოთვალეს,

დაინახეს მახლობ გლახა

და იქ მოსვლა უმოწყალეს.

მეფემ ჭიქა მთლად გაავსო,

მიაწოდა მთხოვარასა;

ჩაეკონა საწყალს გულში

და აკოცა როგორც ძმასა.

გლახამ ჰკადრა: "გადღეგრძელოს,

თვით ღვთაებით მოვლენილო;

ქება შენი მინდა გითხრა,

რომ ეგ კოცნა განვიგრილო;

ქვეყანაზე რაც რომ არი

ოქრო-ვერცხლი, ნეტარება,

- შენი გულის კეთილობა

მაინც მეტი ეღირება."

კვლავ გაამსო მეფემ ჭიქა.

რომ მადლობა გადეხადა...

სთქვა: "ღმერთია მწყალობელი!"

დასალევად მოემზადა...

ამ დროს გლახა დაიხარა,

რომ თაყვანი მისთვის ეცა,

ჩამოჰვარდა უწმინდობა

და ჭიქაში შიგ ჩაეცა.

მეფემ არც კი მიიზიდა,

პირისაკენ მიაშურა,

ისევ ტკბილად, დინჯი სახით

გადაჰკრა და გამოწურა.

ამ დროს ციდამ მოევლინენ

ანგელოზნი გვირგვინითა,

გვარამ მეფეს თავს დაადგეს

სიმშვიდით და სიფრთხილითა.

ისევ ცისკენ გაეშურნენ

შეჰგალობდნენ წმინდა ხმითა,

მაღლა ზეცამ ქებით შემკო,

- დაბლა მიწამ დიდებითა.


 მ. ჭრელაშვილი

("ხმა კახეთისა" -  25. 3 თებერვალი 1913 წ.)

 

მამული, ენა, სარწმუნოება

23 მაისი - ხსენება ღირსი ისიდორა სალოსისა (IV)
ღირსი ისიდორა სალოსი მოღვაწეობდა ეგვიპტეში, ტავენის მონასტერში. ქალწულმა ისიდორამ სალოსობის ღვაწლი იტვირთა, სულელივით იქცეოდა და დებთან ერთად საზრდელს არ იღებდა. ბევრი სიძულვილით ექცეოდა წმიდა ისიდორას, მაგრამ ის საოცარი მორჩილებით და სიმდაბლით იტანდა ყველაფერს და უფალს მადლობას სწირავდა.
23 მაისი - ხსენება ნეტარი ტაისიასი (V)
ნეტარი ტაისია ეგვიპტეში ცხოვრობდა. მდიდარი მშობლების გარდაცვალების შემდეგ ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდა. მან ქონება ღარიბებს დაურიგა, სახლი კი ბერების თავშესაფრად აქცია. შემდგომ ტაისია ქვეყნიური ცდუნებებით გაერთო და ცოდვებში ჩაეფლო. ბერებმა სთხოვეს ღირს იოანე კოლოვს, ტაისიასთან წასულიყო და სინანულისკენ მოექცია. ღირსი მამა ტაისიასთან წავიდა, ბერები კი ლოცვად დადგნენ. იოანე ბერის ცრემლიანმა მუდარამ და მამაშვილურმა დარიგებებმა ტაისიაში კვლავ განაახლა ქრისტიანული სული.
gaq