საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ლიტერატურა და ხელოვნება > ქართველ მეფეთა პოეზია

გრიგოლ ბატონიშვილის (გრიგოლ I) ლექსები
ნიკო ჯავახიშვილი

  ბატონიშვილმა სულიერი თავშესაფარი პოეზიაში ჰპოვა და ლექსების წერას შეუდგა. მისი ლექსები აღსავსეა კაეშნით და მშობლიური მიწის მონატრებით. ერთ მათგანში ვკითხულობთ:


“ბედკრულსა შემთხვევას შევხვდი მწარესა,

მოვაკლდი ქართლისა ტკბილსა არესა,

სატრფოს, დედასა - გულ მლმობარესა

აწ ვიგლოვ პყრობილი მყინვართ მხარესა,

ერთგულთა თან ზრდილთა მოყუსად მÃმარესა,

ვსტირ თავსა ჩემსა, ვღვრი ცრემლსა ღვარესა;

ესე სჯობს ვითხრიდე თვით სამარესა.

...ჰსჯობდა მამულისთვის მოკვლა თავისა,

მტრისგან არ მიმეღო ფიცი ზავისა,

ტყვეობით რა ვნახე - კიდე ავისა?

გმართებს, ყმანო, ჩაცმა ჩემზედ შავისა,

ჰსწუხდეთ, მცხეთის კერძო, სად დამფარესა!

ვსტირ თავსა ჩემსა, ვღვრი ცრემლსა ღვარესა,

ესე სჯობს ვითხრიდე თვით სამარესა”.

  რუსეთში იძულებით გადასახლებულ ქართველ მამულიშვილთა უდიდესი გულისტკივილია გამოხატული გრიგოლის ლექსებში, რომ¬ლებითაც სხვა ემიგრანტთა ლექსებთან ერთად, ე. წ. გარდამავალიხანის ლირიკაში საგანგებო თემატიკა შეიქმნა.

   ბაგრატიონთა საერთო სატკივარია გაცხადებული გრიგოლ იოანეს ძის შემდეგ სტრიქონებში:

         

  “ამისთვის გბრალდეთ, ჩვენთვის გულები

შეიტკივნეთ, ჰსცანთ დაფარულები,

დიდი სასკიპტროს სახლის შვილები,

სად ვიდევნებით დაქსაქსულები”.

  

   თავისი მამის სახლთუხუცესის ზაზა ანდრონიკაშვილის ღა¬ლა¬ტი გრიგოლმა სიკვდილამდე ვერ დაივიწყა. სწორედ ამის გამო, მან რუსეთში ცხოვრების პერიოდში დაწერილ ერთ-ერთ ლე¬ქსში ზაზა მწარედ გაკილა. ამ ლექსში ვკითხულობთ:

  

“კამბეჩოვანსა აღზრდილმან ზაქმან ზაზამან წყეულმან,

პატრონის ორგულობაზედ სანიადაგოდ ჩვეულმან,

იუდას მსგავსად ვერცხლისა მოყვარებითა ძლეულმან,

ანგაარებით დანთქმულმან, კერპთმსახურებით სნეულმან.

ჩემის შეპყრობით ჯილდოსა მიელის ზაზა ვიცია,

მაგრა ეკითხვის უთუოდ ეგზომ სიცრუით ფიცია,

ზესთა მსაჯული ყოველთად მწამს მოსამართლე მტკიცია,

ვერარა ირგოს მხტომელმან, დარჩეს, ვით ურა კვიცია!”

                                             

რუსეთში მცხოვრები გრიგოლი ბოლომდე ქართველ მამუ¬ლი¬¬შ¬ვილად დარჩა. თავის შემოქმედებაში იგი დაუნდობლად კი¬ლა¬ვდა იმ ქა¬რ¬თველებს, რომლებიც ცდილობდნენ რუსებს დამ¬ს¬გავსებოდნენ. კე¬რ¬ძოდ, რუსეთის ოფიცერი, “შარფ-სერთუკში” გამო¬წყობილი იოსებ გაბაშვილი გრიგოლმა ასე გაკენწლა:

 

“არ შეგშვენის რუსობა, ანუ რისთვის ჰქენია,

სჯობდა ისევ გვარისებრ ტივად გეკრა ხენია,

არ გიხდება სერთუკი, თვალთა ცრემლი მდენია,

სჯობს ისევ მამა-პაპათ მოიგონო ზნენია”.

  

   განსაკუთრებით საგულისხმოა გრიგოლ ბაგრატიონის სატ¬რ¬ფი¬ალო პოეზია, რომელშიც არაერთი მშვენიერი ლექსია. ამის დასამტკიცებლად,Aაქ მოვიყვანთ რამდენიმე ნიმუშს:

“მზეო, იკმარე ჩემი ვნებანი,

ეს ჟამ გულისა უკურნებანი,

ერთხელ მაღირსე შენთან ხლებანი,

მეცა ვიყნოსო კოკრთა შენთა სურნელებანი”.

 

                          ***

 

               “ბულბულო, ტკბილო, შაშპრა, სოსანო,

                კავ, ზილფო, ნაზო, ნარგიზოსანო,

                ლოყაზედ ხალო ალერსოსანო,

                ბანოვანთ შორის უტურფესანო”.

 

 

                          ***

“მზის უმჯობესო, მშვენიერო, ჰაერთა მნათო,

ბანოვანთ დისკო, კეკელაო, ნარნართა თაო,

მანგ-მოსილებით მოხდომილო, რიდ მოსართაო,

მელნისა ტბანო, გარსხდომილნო, ზღვა შესართაო”.

 

***

 

“მაისის ვარდო _ ნამით ცურეულო,

შაშპრავ, ზამბახო, სოსან რეულო,

ზილფო კავებო, გარდათხეულო,

მწვანის კორდითა შენართეულო,

მშვილდო, ქამანდო, მოზიდებულო,

ისარო, გულსა გახიდებულო”.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი აბრაამ დაყუდებული და ნეტარი მარიამი, ძმისწული მისი (+დაახლ. 360)
29 ოქტომბერს (11 ნოემბერს) აღინიშნება ღირსი აბრაამ დაყუდებულისა და ნეტარი მარიამის, მისი ძმისწულის (+დაახლ. 360) ხსენების დღე.
ღირსმოწამე ანასტასია რომაელი (III)
29 ოქტომბერს (11 ნოემბერს) აღინიშნება ღირსმოწამე ანასტასია რომაელის (III) ხსენების დღე.
gaq