| “dailymail.co.uk”-ის ცნობით,  პრინცი უილიამი  და მისი  ძმა ჰარი  ერთი დღით  იქცნენ ბროკერებად.   გუშინ მათ  დაამტკიცეს, რომ  შესანიშნავად შეუძლიათ  აუღონ ალღო  ნებისმიერ საქმიანობას.  სამეფო ოჯახის  წევრებმა მონაწილეობა  მიიღეს საქველმოქმედო  აქციაში,  რომელსაც ყოველწლიურად  მართავს კომპანია  „BGC Partners“-ი. თანხა,  რომელიც მათ  მოიგეს ბროკერული  გარიგებებით, გადაირიცხება  სხვადასხვა საბავშვო  ცენტრებსა და  დახმარების ფონდებში. გუშინდელი აქცია  ეძღვნებოდა 2001 წლის  11 სექტემბრის ტერაქტის  გახსენებას, სადაც  კომპანიის 658 თანამშრომელი  დაიღუპა. წელს  საბროკერო ფირმის  წევრებად იქცნენ  უილიამი და  ჰარი. ერთი  დღით მათ  დაივიწყეს საკუთარი  პირდაპირი მოვალეობები  და სტუმრობდნენ  ლონდონის ფინანსურ  ცენტრს. ახალგაზრდებმა  მოხსნეს კომპანიის  რეკორდი - დაამყარეს   25 მილიარდი ევროს  ღირებულების გარიგებები.   |