საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლოს ტრაგიკული სიკვდილი

1216 წლის 19 ოქტომბერს,  ნიუარკის ციხე-სიმაგრე, ნოტინგემშირში გარდაიცვალა ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლო (ინგლ. John Lackland; ფრანგ. ean Sans Terre). 

მკითხველს ალბათ ახსოვს უოლტერ სკოტის შესანიშნავი რომანი "აივენჰო"...

მომავალი მეფე დაიბადა 1167 წლის 24 დეკემბერს, ბომონის ციხესიმაგრეში, ოქსფორდში. იგი გახლდათ პლანტაგენეტთა დინასტიის წარმომადგენელი. მეფობდა 1199-1216 წლებში. ის მეფე ჰენრი II-ის უმცროსი ვაჟი იყო და ძმის, მეფე რიჩარდ ლომგულის გარდაცვალების შემდეგ ავიდა ტახტზე.

მეფეს უმიწაწყლო უწოდეს, ვინაიდან მის დაბადებამდე მამამისმა უფროს ვაჟებს დომენებად გაუნაწილა საფრანგეთში არსებული ინგლისის სამფლობელოები.

1202-1204 წლებში საფრანგეთთან წარუმატებელ ომებში დაკარგა საფრანგეთში ინგლისის სამფლობელოების მნიშვნელოვანი ნაწილი. როდესაც პაპმა ინოკენტი III-მ კენტერბერის არქიეპისკოპოსად სტივენ ლენგტონი დანიშნა, ჯონ უმიწაწყლომ არ ცნო იგი, რამაც აშკარა კონფლიქტი გამოიწვია პაპსა და ინგლისის მეფეს შორის (1207 წელი). 1208 წელს პაპმა ინტერდიქტი დაადო ინგლისს, ხოლო 1209 წელს ჯონ უმიწაწყლო გადაყენებულად გამოაცხადა და მისი უფლებები საფრანგეთის მეფე ფილიპ II ოგიუსტს გადასცა. 1213 წელს ჯონ უმიწაწყლო დაემორჩილა პაპს. 

ჯონ უმიწაწყლო ავიწროებდა ფეოდალებს, სასამართლოს გარეშე სიკვდილით სჯიდა ბარონებს, არღვევდა ფეოდალურ წეს-ჩვეულებებს, ზრდიდა სახელმწიფო გად

ასახადებს. ამან და საგარეო პოლიტიკურმა მარცხმა გამოიწვია ბარონთა აჯანყება (1215 წელი) ჯონ უმიწაწყლო იძულებული გახდა ხელი მოეწერა „თავისუფლების დიდი ქარტიისათვის“. შემდეგ კი უარი თქვა მის შესრულებაზე, რის გამოც 1216 წელს ბარონებმა დაიწყეს მის წინააღმდეგ ომი. მეფე ცდილობდა ბარონების ციხე-სიმაგრეების არებას, მაგრამ არისტოკრატებმა მოიწვიეს საფრანგეთის ტახტის მემკვიდრე ლუი (საფრანგეთის მომავალი მეფე ლუი VIII) და ინგლისის მეფედ გამოაცხადეს, თუმცა კურთხევა არ მომხდარა.

მეფემ უკან დაიხია, მაგრამ უოშის ყურეში მას და მის მომხრეებს ზღვის მოქცევამ მოუსწრო. მეფის მთელი განძი, ოქროულობა, რომელიც წამოეღო, ზღვამ შთანთქა.

თვითონ მეფე დიზინტერიით დაავადდა და მალე გარდაიცვალა.

ტახტზე ავიდა მისი ცხრა წლის ვაჟი ჰენრი III, ახლა ბარონები მის მხარეს გადავიდნენ - საფრანგეთის პრინცმა ვერ შეძლო ინგლისში გამეფება.


მამული, ენა, სარწმუნოება

ათოთხმეტნი ათასნი ჩვილნი მოწამენი, მოწყვეტილნი იროდის მიერ ბეთლემს ჰურიასტანისასა (I)
29 (11.01) დეკემბერი
gaq