| ლონდონის მერილებონის რაიონში, მადამ ტიუსოს ცვილის  ფიგურების მუზეუმი შეივსო კიდევ ერთი ექსპონატით - ცნობილ ადამიანთა შესანიშნავ ასლებს  შეემატა კიდევ ერთი - პრინც ჰარის ორეული. ეს პირველი ნიმუში არ გახლავთ - პრინც ჰარის ადრეც რგებია  მსგავსი პატივი. თუმცაღა ამ ცვილის ფიგურის დამზადებას ჰქონდა საგანგებო მიზეზი - ჰარი  დიდი ხანია ემზადება სამხრეთ პოლუსზე მოგზაურობისათვის. ვარჯიშის პროგრამით ამ რამდენიმე  ხნის წინ მან მთელი დღე-ღამე დაჰყო ყინულის კამერაში, სადაც ტემპერატურა იყო -35 გრადუსი  ცელსიუსით. სწორედ ამიტომ მისი ცვილის ფიგურა შესაბამის ტანსაცმელშია  გამოწყობილი - თბილ  ფეხსაცმელებში, ქუდში და  ქურთუკში.   |