| ”US Weekly”-ის ცნობით, ჰერცოგინია ქეთრინი და პრინცი  უილიამი აგრძელებენ საკუთარი შეხედულებით სამეფო ტრადიციების რიგ სახეცვლილებებს -  მათ სურთ შვილს აჩუქონ ჩვეულებრივი საოჯახო ცხოვრების ბედნიერება და უარს ამბობენ ძიძის  მომსახურებაზე. პრინცი და ჰერცოგინია ეპირებიან დამოუკიდებლად აღზარდონ  ბავშვი: პატარა ჯორჯი  ქერთრინის ცხოვრების  ახალი საზრისია. როგორც კი კემბრიჯის ჰერცოგინია დედა გახდა, მან თავისთვის  შემოიღო  ახალი წესები:  ახლა უკვე ის ლონდონიდან შორს აღარ მიემგზავრება,  ხოლო ღამით საერთოდ არ რჩება ქალაქგარეთ. სამეფო წყვილი მაგალითს იღებს თავიანთი ახლობლებიდან,  რომლებიც წარმატებით უთავსებენ სამსახურს ბავშვების მოვლა-პატრონობას: მათ არაერთ მეგობარს  შესანიშნავი კარიერა აქვს გაკეთებული, რაშიც მათთვის ხელი არ შეუშლია ბავშვების აღზრდას.  უილიამი და ქეითიც მიიჩნევენ, რომ  მათაც შეუძლიათ  ასეთივე წარმატებით შეთავსება - საქმიანობებში განსხვავება ხომ არცთუ ისე დიდია! ასე რომ, ცოლ-ქმარი ეცდება, შვილისათვის შეინარჩუნონ  ნორმალური უპრეტენზიო ატმოსფერო. |