| ლონდონში,  კენსინგტონის სასახლეში შედგა ” Winter Whites  Gala” – ”თეთრი საზამთრო  წვეულება”, რომლის ორგანიზატორიც იყო პრინცი უილიამი. საღამოს მიზანი გახლდათ შემოწირულობების  შეკრება ღარიბებისათვის. ამ  შემოქმედებით თავყრილობაზე მოწვეული იყო მრავალი გამოჩენილი ბრიტანელი, მათ შორის  - კოლინ ფერტი  მეუღლესთან, ლივიასთან ერთად  და ბენედიქტ კამბერბაჩი; მაგრამ საღამოს მთავარი ვარსკვლავები იყვნნენ ჯონ ბონ ჯოვი  და ტეილორ სვიფტი. ბონ ჯოვი საღამოზე მოვიდა მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად. უმცროსი  ვაჟები ხალისით პოზირებდნენ ფოტოგრაფების წინაშე, ამერიკელი ახალგაზრდების კერპ  - ტეილორთან ერთად. მუსიკოსი უქმად როდი გარჯილა  საღამოზე მოსვლით - პრინცმა მას გადასცა ქველმოქმედის ჯილდო: ”Centrepoint Great  Britain Youth Inspitarion Award”-ი. |