საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

ლუქსემბურგის ყოფილი დიდი ჰერცოგის - ჟანის დაბადების დღე
georoyal.ge
1921 წლის 5 იანვარს, ლუქსემბურგში, დაიბადა ლუქსემბურგის ყოფილი ჰერცოგი ბენუა გიიომ რობერ ანტუან ლუი მარი ადოლფ მარკ დ’ავიანო ჟანი (Jean Benoit Guillaume Robert Antoine Louis Marie Adolphe Marc d’Aviano) - ლუქსემბურგის სახელმწიფოს მეთაური - ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი 1964-იდან 2000 წლამდე, ნასაუს დინასტიიდან, ბურბონ-პარმის პრინცი. 

1938 დაამთავრა კოლეჯი ინგლისში. ფაშისტური გერმანიის მიერ ლუქსემბურგის ოკუპაციის დროს (1940 წლის 10 მაისი) ემიგრაციაში იყო. ლუქსემბურგის ახალგაზრდობის ნაცისტურ ვერმახტში იძულებითი გაწვევის პროტესტის ნიშნად 1942 შევიდა ინგლისის შეიარაღებული ძალების რიგებში. მონაწილეობდა ბრძოლებში ნორმანდიის ოპერაციაში, ნიდერლანდსა და ჩრდილოეთ გერმანიაში. ლუქსემბურგის არმიის უმაღლესი - პოლკოვნიკის ჩინი აქვს.
200 წელს დიდი ჰერცოგი გადადგა და ტახტი დაუთმო შვილს, ანრის (ჰენრის).

მამული, ენა, სარწმუნოება

10 ივნისი - ხსენება წმიდა მოწამე ელიკონიდასი (244)
წმიდა მოწამე ელიკონიდა ცხოვრობდა ქალაქ თესალონიკში III საუკუნეში. ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანი კორინთოში ჩავიდა და წარმართთა შორის ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო, რისთვისაც შეიპყრეს და ქალაქის მმართველ პერინიუსს მიჰგვარეს. წმიდა აღმსარებელი სასტიკად ცემეს და გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა.
10 ივნისი - ხსენება წმიდა ნიკიტასი, ქალკედონის ეპისკოპოსისა (IX)
წმიდა ნიკიტა, ქალკედონის ეპისკოპოსი VIII საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა. მას ღვთივსათნო ცხოვრებისათვის დაასხეს ხელი ქალკედონის ეპისკოპოსად. წმიდა ნიკიტა გულმოწყალებით გამოირჩეოდა; ზრუნავდა ქვრივებსა და ობლებზე, მხარში ედგა უსამართლოდ დაჩაგრულებს, ეხმარებოდა ღარიბებს. მისი სახლი მწირთა თავშესაფრად იყო ქცეული.
gaq