| სამი  დღის წინ ჰერცოგინია ქეთრინი აღნიშნავდა თავის 32-ე წლისთავს. მაგრამ მისთვის  ამ უმნიშვნელოვანესი თარიღის მეტი ნაწილი მან  ქმრის გარეშე გაატარა - პრინცმა უილიამმა თვით მეუღლისათვის ამ სადღესასწაულო  დღესაც კი არ გადადო მეცადინეობა კემბრიჯის უნივერსიტეტში.  იგი  ”სასოფლო-სამეურნეო მენეჯმენტის” სწავლების 10-კვირიან კურსს გადის და კემბრიჯამდე  საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობს, სადაც ის არაფრით გამოირჩვეა რიგითი  მგზავრებისაგან. ამიტომ, არავის გაჰკვირვებია მისი დანახვა სადგურის პერონზე - დასრულდა  თუ არა მორიგი სასწავლო დღე, ის გაემართა სახლისაკენ. მანამდე კი, ვიდრე უილიამი მის  გვერდით არ იყო, ჰერცოგინიასთან იყო   დედამისი - კეროლ მიდლტონი.  დედამ  უამრავი საჩუქარი ჩამოუტანა ქალიშვილს: როგორც თვითმხილველები ირწმუნებიან,  ქალბატონ მიდლტონს საათნახევარი გაუტარებია ლონდონის ერთ-ერთ უნივერმაღში.  საჩუქრები მას ძირითადად კოსმეტიკის განყოფილებაში შეუძენია. |