საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

მილოცვა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესადმი ანგელოზის დღის აღსანიშნავად
თამარ ბაგრატიონ-მუხრანელი


თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ!

მოგიძღვნით მდაბალ, გულითად მილოცვას თქვენი ანგელოზის დღის აღსანიშნავად და გილოცავთ ხსენებას თქვენი ზეციური მფარველის - წმიდისა წინასწარმეტყველისა ილია თეზბიტელისა.


ჭეშმარიტად ისტორიულია თქვენი აურაცხელი ღვაწლი და თავდადება, რომელსაც აგერ უკვე, 38 წელიწადია სდებთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და დედა ღვთისას წილხვედრი ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისა და სამშვიდობოს გასვლისათვის. ღვთისადმი სასოებით, მრწამს რომ თქვენი მამამთავრული ლოცვა-კურთხევითა და ამაგით საქართველოს თქვენს მიერ "მზიან ღამედ" სახელდებული ხანა გაუთენდება და "მზიან დღედ" გარდაექცევა.
გისურვებთ საღმრთო მშვიდობასა და ღვთივდაცულ, მრავალჟამიერ სიცოცხლეს, მფარველობას ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა და მეოხებას წმიდისა ილია წინასწარმეტყველისა!

ქრისტესმიერი, შვილობრივი სიყვარულით

თამარ ბაგრატიონ-მუხრანელი


მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პამვა მეუდაბნოე (IV)
ღირსი პამვა, ვისი ხსეენბაც არის 31 ივლისს, ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. როგორც ჩანს, იგი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო - სიყმაწვილეში განათლება არ მიუღია. როცა ამა სოფლის ამაო ცხოვრებიდან განდგომა განიზრახა, მან ერთ ბერს სთხოვა, ფსალმუნთა შესწავლაში დახმარებოდა, რადგან თავად წერა-კითხვა არ იცოდა. ოცდამეთვრამეტე ფსალმუნის სიტყვებმა - „ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა“, - ისე შეძრა ნეტარი, რომ ამ დროიდან მოყოლებული მდუმარების სიყვარული წმიდა მამის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება გახდა. წმიდა პამვამ მალე გაითქვა სახელი თავისი წმიდა ცხოვრებით.
წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
gaq