|
მკითხველის გვერდი - როგორ გამოვასწოროთ ხალხის სოციალური მდგომარეობა გია მამალაძე
პატივცემულო მკითხველო, სამეფო კლუბის საიტი georoyal.ge გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი მოსაზრებები, რას ფიქრობთ, როგორ შეიძლება ხალხის ცხოვრების გაუმჯობესება, რას ხედავთ თქვენ ისეთს, რაც ხელს უშლის და აფერხებს ეკონომიკის განვითარებას, რა პროექტების ამუშავება გამოადგებოდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას და ა. შ.
თქვენი აზრით, როგორ უნდა გაიაფდეს ხელისუფლების შენახვა, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამისთვის....
საქართველოს სამეფო კლუბის მიზანი მხოლოდ სახალხო კონსტიტუციული მონარქიის დამყარება არ არის...
ყველა ადამიანი და ყველა კონცეფცია და ყველა ორგანიზაცია პირველ რიგში უნდა ემსახურებოდის ქართველი ხალხის კეთილდღებას, იქნება ეს ქვეყნის მეთაური (მეფე თუ პრეზიდენტი), სამეფო კლუბი თუ სხვა.
სამეფო კლუბის წევრების აზრით - უმთავრესი მიზანია საქართველოს სიძლიერე და ქართველი ხალხის ბედნიერება. ამიტომ, ერთად ვეძიოთ ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გზები. ერთად შევქმნათ სამოქმედო პროგრამა!
მოგვწერეთ, და ჩვენ გამოვაქვეყნებთ თქვენს წერილებს. სურვილის შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი ფოტო და გამოვაქვეყნებთ წერილთან ერთად. გთხოვთ, ფსევდონიმებით ნუ მოგვწერთ.
მოგვწერეთ ამ მისამართზე - qne556@yahoo.com
რა თქმა უნდა, წერილები უნდა იყოს აკადემიური სტილის.
სამეფო კლუბის სპიკერი გია მამალაძე
|
|