საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

სამეფო კლუბის გადაწყვეტილება ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ქალიშვილებთან დაკავშირებით
georoyal.ge

პირველი ქორწინებისას, ქართლ-კახეთის ტახტის მემკვიდრის, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის უფროსმა ქალიშვილმა, ანამ, თავის ქალიშვილებს მისცა ბაგრატიონ-გრუზინსკის გვარი, რადგან პირველი ქმარი, ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო ოჯახის ზედსიძე თანახმა იყო. საქართველოს პატრიარქმაც მისცა კურთხევა, ბავშვებისთვის ეტარებინათ ბაგრატიონ-გუზინსკის გვარი, რაც პატრიარქის მხრიდან აღიარებაა მათი პრინცესობისა (ტახტის მემკვიდრეობაზე არ გვაქვს ლაპარაკი)... ამ ბავშვებს ბაგრატიონ-გრუზინსკების ოჯახი თვლის ბატონიშვილებად...

სამეფო კლუბმა იმსჯელა ამაზე, 2004 წელს და გადაწყვიტა - ტახტი არ ეკუთვნით, მაგრამ პატივი ვცეთ ბატონიშვილი ნუგზარს, მის გადაწყვეტილებას (ასეთი პრაქტიკა არსებობს საქართველოშიც, ზოგიერთი ოჯახი გასცემს ორდენებს და წოდებებს, და ამგვარად თუ ვინმე იტალიელი შეიძლება გახდეს თავადი, განა ბატონიშვილის შვილიშვილებს ეს უფლება არ აქვთ?!) და ჩვენც ვაღიარებთ ამ პატარა გოგონებს პრინცესებად (თუმცა, ვიმეორებთ, ტახტის მემკვიდრედ ვერ ჩაითვლებიან, რადგან ქართული სამეფო ლეგიტიმიზმის წესით, ქალი ვერ გადასცემს სამეფო მემკვიდრეობას, მხოლოდ საპატიო წოდება ექნებათ). აქ სამეფო კლუბის მხრიდან საუბარია შიდა გამოყენებაზე, პატივისცემაზე და არა ტიტულების აღდგენაზე...

ანას ასულების ვითარების შედარება თავად ორბელიანებთან, რომლებიც იყვნენ ერეკლე მეფის ასულ თეკლას შვილები, იყვნენ თავადიშვილების ოჯახიდან და არა ბატონიშვილების, არასწორია.

საქართველოში, სამეფო დინასტიაში მოქმედებს ტახტის მემკვიდრეობის პრინციპი, რომლის მიხედვითად, ქალ ბატონიშვილებს ტახტის მემკვიდრეობა არ ეკუთვნით და ვერც გადასცემენ.  ამ შემთხვევაში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ თავის ქალიშვილებს გადასცა გვარი, ოჯახის მემკვიდრეობა, ბატონიშვილობა, და შეიძლება ითქვას, უფლისწული გიორგის ოჯახის წევრობა;

საქართველოში მოქმედებდა ტახტის მემკვიდრეობის ორგვარი წესი: ა) ძირითადი -

როცა მემკვიდრეობა გადადის მამრიბითი სქესით, ჩვეულებრივ, მამიდან შვილზე, ან მეფის შვილის არ ყოლის შემთხვევაში, უახლოეს მამრობით ნათესავზე (ეს წარმოდგენილია დავით გამგებლის სამართალში. და ბ) გამონაკლისი - ეს წარმოდგენილია თამარ მეფის პრეცედენტით, როცა ოჯახს აღარ ჰყავდა ვაჟი, ტახტზე ავიდა თამარი..

   ახლა, მართალია, ბაგრატიონ-გრუზინსკების ოჯახი არ ფლობს ტახტს, და რომც ფლობდეს, რადგან მოგვარეები ჰყავს მამრობითი სქესი ბაგრატიონების სახით, ტახტს ვერ გადასცემდა ქალს, მაგრამ შეუძლია, ბატონიშვილის ტიტული მაინც გადასცეს ანას ქალიშვილებს;

   რაც შეეხება გიორგი უფლისწულს, დავითისა და ანას ძეს, მას სრულიად ეკუთვნის ბაგრატიონ-გრუზინსკების, ანუ ქართლ-კახეთის ტახტის მემკვიდრეობა, რადგან არის ბაგრატიონ-გრუზინსკების ოჯახის წევრის, გიორგი XII-ის მემკვიდრის, ბატონიშვილი ნუგზარის - შვილიშვილი, მამა ჰყავს ბაგრატიონი, ანუ გენეტიკა მამის მხრიდან აქვს ბაგრატიონის, და პაპას, ბატონიშვილ ნუგზარს, თავისუფლად შეუძლია ის გამოაცხადოს ბაგრატიონ-გრუზინსკების, ქართლ-კახეთის მეფეების მემკვიდრედ, თამარის პრეცედენტით.

  გარდა ამისა, უფლისწული გიორგი გახლავთ, ქართლის მეფეების შეწყვეტილი შტოს უახლოესი ნათესავების, ბაგრატიონ-მუხრანელების უფროსი ოჯახის შთამომავალი, ამ ოჯახს კი პრეტენზია აქვს ქართლის ტახტის მემკვიდრეობაზე (სრულიად საქართველოს ტახტის მემკვიდრეობაზეც კი. არ შევუდგებით ყველა პრეტენზიის სამართლებრივ განხილვას).  პრინციპში, ის ორი შტოს გამაერთიანებელია.

  ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ასულები, ბატონიშვილი ნუგზარის პატივისცემის ნიშნად, და სიტუაციის განსაკუთრებულობის გამო,  ითვლებიან ბატონიშვილებად, და ტახტის მემკვიდრის, უფლისწული გიორგის ოჯახის წარმომადგენლებად, მისი მემკვიდრეობის მხარდამჭერებად. სამეფო კლუბმა ისევ კონსენსუსისთვის უნდა იმუშაოს, როგორც ტრადიციულად.

1

მამული, ენა, სარწმუნოება

7 (20) იანვარი - კრება წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი
მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებობს ჩვეულება, რომ საუფლო და ღვთისმშობლის დღესასწაულების მომდევნო დღეს მოიხსენიონ წმიდანები, რომლებიც უშუალო მონაწილეობას ღებულობდნენ ისტორიის ამ უწმიდეს და უმნიშვნელოვანეს მომენტებში. ამ ტრადიციის მიხედვით, ნათლისღების შემდგომ, 7(20) იანვარს აღინიშნება ხსენება ნათლისმცემლისა უფლისა - იოანესი. იოანე უდიდესი იყო წინასწარმეტყველთა შორის. მან დაასრულა ძველი აღთქმის ეპოქა და უფლის მხოლოდშობილი ძის განკაცება დაამოწმა. იოანემ თავისი ამქვეყნიური ღვაწლით აღასრულა ისაიას წინასწარმეტყველება: „ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ჰყვენით ალაგნი მისნი”.
ათოთხმეტნი ათასნი ჩვილნი მოწამენი, მოწყვეტილნი იროდის მიერ ბეთლემს ჰურიასტანისასა (I)
29 (11.01) დეკემბერი
gaq