ძვირფასო ქართველებო, მოგეხსენებათ, რომ 2017 წლის 20 მარტს ესპანეთში, ქალაქმარბეიაში,გარდაიცვალა მამაჩემი, მისი სამეფო უმაღლესობა, ბატონიშვილი ბაგრატ ბაგრატიონ დე ბავიერა. მისი სამეფო უმაღლესობა, ბატონიშვილი ბაგრატ ბაგრატიონ დე ბავიერა და მისი და, ბატონიშვილი მარიამ ბაგრატიონ დე ბავიერა არიან მისი სამეფო უმაღლესობა, ბატონიშვილ ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელისა და მისი სამეფო უმაღლესობა, მარია დე ლას მერსედეს დე ბავიერა ი დე ბორბონ, ესპანეთის ინფანტას, საქართველოსა და ბავარიის პრინცესას შვილები. დედის მხრიდან ისინი ახლო ნათესაურ კავშირში არიან ესპანეთისა და სხვა ევროპის სამეფო სახლებთან. მამაჩემის მეუღლის, ბატონიშვილი ფრანსუაზ დე ბაგრატიონის,ჩემი დის ბატონიშვილი ინეს ქეთევან დე ბაგრატიონის, ჩვენი ოჯახისა და ჩემი სახელით, დიდ მადლობას მოვახსენებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პარტრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს და ქართველ ხალხს თანადგომისთვის, რომელიც გამოიჩინეს ჩვენი ოჯახის მიმართ ამ მძიმე წუთებში. კიდევ ერთხელ გიხდითდიდ მადლობას თანადგომისთვის. პატივისცემით, ბატონიშვილი იოანე ბაგრატიონ - მუხრანელი 24 მარტი, 2017 მარბეია, ესპანეთ |