საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

მიმართვა ესპანეთის მეფე ფილიპე VI-სადმი
გაიოზ (გია) მამალაძე

თქვენო უდიდებულესობავ,

საქართველოს სამეფო კლუბი, გამოხატავს რა ესპანეთის ისტორიული მეგობარი ქვეყნის, საქართველოს, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრს, იმედოვნებს, რომ ესპანეთის სახელმწიფო უსათუოდ გადალახავს ხელოვნურად გამოწვეულ კრიზისს, რომელიც წამოწყებულია ავანტურისტი პოლიტიკოსების მიერ, კანონის უგულებელყოფით, და მიმართულია არა მხოლოდ ესპანეთის წინააღმდეგ, არამედ საკუთარი ავტონომიის მოსახლეობის უმრავლესობის წინააღმდეგადაც და ძალიან საზიანოა თვითონ ავტონიმიის მოსახლეობისთვის, ესპანეთისთვის, ევროპის ერთიანობისა და სტაბილურობისათვის და საერთოდ, კაცობრიობისათვის.

კატალონიის მთავრობაში მყოფი ავანტურისტების მხრიდან კანონის უგულებელყოფას, და უსამართლოდ, თვითნებურად დადგენილი წესებით მოქმედებას, რომელიც აზიანებს ავტონომიას, ესპანეთის სახელმწიფოსა და ევროპის სტაბილურობას, იმედია გვაქვს ესპანეთის სახელმწიფო მალე გადალახავს. 

ჩვენ გვჯერა ესპანეთის სახელმწიფოსი, რომელიც მისაბაძი მაგალითია ჩვენთვის დემოკრატიისა და ხალხზე ზრუნვის თვალსაზრისით!

ვუსურვებთ თქვენს უდიდებულესობას წარმატებებს, ესპანეთის, ევროპისა და ცივილიზებული სამყაროს საკეთილდღეოდ!

გაუმარჯოს ესპანეთს! გაუმარჯოს მეფეს!

დიდი პატივისცემით, საქართველოს სამეფო (მონარქისტული) კლუბის სპიკერი გაიოზ (გია) მამალაძე



Georgia con España

 

El Club Real de Georgia, al igual que la mayoría absoluta de los georgianos, apoya la unidad y la estabilidad de España.

 

El Club Real espera que el Estado español supere definitivamente la crisis creada artificialmente, instigada por políticos irresponsables que ignoran la ley.

 

Sus acciones se dirigen no sólo contra España, sino también contra la mayoría de la población de su propia autonomía.

 

Sus acciones son muy perjudiciales para los habitantes de la región autónoma, para España, para la unidad y la estabilidad de Europa y toda la humanidad.

 

Confiamos en el Estado español que es un caso ejemplar para nosotros con respecto a la democracia y el cuidado de bienestar de su pueblo!

 

¡Deseamos a Su Majestad mucho exito para bienestar de España, Europa y el mundo civilizado!

 

¡Viva España! ¡Viva el Rey!

 

Con gran respeto,

Ponente del Club Real de Georgia,

Gaioz Mamaladze

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი, სხვა იუსტინე და მათ თანა: ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა (+166) - ხსენება 14 ივნისს
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“. 30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა და, ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, - წერდა ის.
ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს.
gaq