|
20 ნოემბერს დედოფალ ელისაბედ მეორისა და მისი მეუღლის ქორწინების პლატინის იუბილეა
70 წელი გავიდა ქორწინებიდან, რომელიც 1947 წლის 20 ნოემბერს მოეწყო ისტორიულ უესთმინსთერის სააბატოში. ეს იყო პირველი უდიდესი ცერემონიალი ბრიტანეთში მეორე მსოფლიო მსოფლიო ომის შემდეგ. მათი ცოლ-ქმრული ერთგულება ყოველთვის სამაგალითო იყო. მათ შეეძინათ ოთხი შვილი ,სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. პლატინის იუბილესთან დაკავშირებით სამეფო წყვილს რაიმე ცერემონიალი დაგეგმილი არ აქვს, თუმცა უინძორის ციხესიმაგრეში სამეფო სუფრა ახლობლებისათვის აუცილებლად გაიშლება. დედოფალს ,რომელიც 91 წლისაა და მის მეუღლეს,რომელიც 96 წლისაა 4 შვილი,8 შვილიშვილი და 5 შვილთაშვილი ჰყავთ... |
|