საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > სიახლეები მონარქისტულ სამყაროში

იაპონიის იმპერატორი ტახტიდან გადადგება
georoyal.ge
იაპონიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვით იაპონიის სახელმწიფოს მეთაურს, 82 წლის იმპერატორ აკიჰიტოს, შეეძლება გადადგომა თავისი მემკვიდრის, 59 წლის ნარუჰიტოს სასარგებლოდ. ამ კანონის მიღება გამოიწვია იმან, რომ იაპონიის კანონმდებლობით, იმპერატორის მმართველობა შეიძლება დამთავრდეს მხოლოდ მისი გარდაცვალების შემთხვევაში.
იმპერატორმა აკიჰიტომ ტელევიზიით მიმართა თავის ხალხს:

"მე უკვე 80 წელს გადავაბიჯე, საბედნიეროდ ჯანმრთელად ვარ. თუმცა, როცა ვფიქრობ ხოლმე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც თანდათან  გუარესდება, ვდარდობ, ალბათ, გამიჭირდება შევასრულო ჩემი, როგორც სახელმწიფოს სიმბოლოს მოვალეობა, მთელი მონდომებით, როგორც ამას ვახერხებდი ადრე..." 
თავის გამოსვლაში მას არ დაუკონკრეტებია გადადგომის თარიღი, თუმცა 1 დეკემბერს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ განაცხადა, რომ იმპერატორი აკიჰიტო გადადგება 2019 წლის 30 აპრილს. 
იმპერატორი აკიჰიტო დაიბადა 1933 წელს. იგი არის იაპონიის 125 იმპერატორი. მათი დინასტია მართავს ქვეყანას ძვ. წ. აღ.-ის 660 წლიდან. 
126-ე იმპერატორი,  ნარუჰიტო ტახტზე ავა 2019 წლის 1 მაისს.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი, სხვა იუსტინე და მათ თანა: ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა (+166) - ხსენება 14 ივნისს
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“. 30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა და, ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, - წერდა ის.
ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს.
gaq